პოლიტიკა

საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, რა ფორმით მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება - მარგველაშვილი

16.03.23 17:20


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განმარტებით „ახალ ერთიან ოპოზიციურ საბჭოს“ შექმნის მიზანი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია და საბჭოს მიზანი იქნება, საზოგადოებას და დასავლელ პარტნიორებს უჩვენონ, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება.

 

„როგორც ქართული საზოგადოების ფართო ჯგუფებმა, ასევე ჩვენმა პარტნიორებმა თვალნათლივ დაგვანახეს ის, რასაც პოლიტიკოსები ვხედავდით და ვამბობდით მანამდეც, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსეთის ხელისუფლების დღის წესრიგით მოქმედი ჯგუფი. აქედან გამომდინარე, მარტივია, რომ პოლიტიკური მიზანი არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, მთავარი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს არის ის, რომ ვაჩვენოთ ქართულ საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს, რა მოდელით, რა ფორმატით მოხდება მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარება და რომ ეს არ გამოიწვევს არავითარ დაძაბულობას, არავითარ არეულობას. ყოველთვის ვინარჩუნებდი ურთიერთობას პოლიტიკურ ძალებთან და გავაგრძელებ იგივეს“, - განუცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია „მთავარს“.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები