პოლიტიკა
17.03.23 11:00
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კატარის დედაქალაქ დოჰაში, საერთაშორისო აგროგამოფენის Agriteq 2023-ის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოს სტენდი კატარის ტრანსპორტის მინისტრმა, კომერციისა და ინდუსტრიის მინისტრმა, მუნიციპალიტეტების მინისტრმა, გარემოსა და კლიმატის ცვლილების მინისტრმა, კატარის ტურიზმის საბჭოსა და ავიახაზების პრეზიდენტმა და სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა დაათვალიერეს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საერთაშორისო გამოფენაზე Agriteq 2023-ის საქართველოს სტენდზე 14 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი, რომელთაც დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნეს.
საქართველოს სტენდზე წარმოდგენილია ქართული კაკალი, მოცვი, წყალი, მშრალი და სუბლიმირებული ხილი, შეციებული ცხვრის ხორცი, თაფლი, ორგანული წვენები. პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. გამოფენის მონაწილე ქართული კომპანიების უმეტესობა სოფლის განვითარების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია.
„საქართველოსა და გალფის ქვეყნებს სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, რაც აუცილებლად უნდა განვითარდეს. შესაბამისად, გაიზარდოს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა. ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავზარდოთ ქართული აგრარული პროდუქციის ცნობადობა მსოფლიო ბაზარზე, გავხადოთ ის მოთხოვნადი, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის, სტაბილურად მზარდი იყოს ექსპორტის მაჩვენებლები. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, გალფის ქვეყნებში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ინტერესი მზარდია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად, მსგავსი ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდეს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
Agriteq ყურის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომელსაც მრავალი ათასი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობას 52 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 650-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს. გამოფენაში, რომელსაც 20 ათასამდე დამთვალიერებელი ჰყავს, მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა კატარსა და, ზოგადად, ყურის რეგიონში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, კატარის სახელმწიფოს სტენდები დაათვალიერა და ოფიციალურ პირებს შეხვდა. გამოფენის გახსნის ღონისძიებას. მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე ესწრებოდნენ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 109
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
18:0021.03.23
-
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ევროკომისარს საშინაო საკითხებში, ილვა იოჰანსონს შეხვდა
17:4021.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა
17:2021.03.23
-
მაკა ბოჭორიშვილი: ბევრი რამ შეიძლება დააბრალოთ საქართველოს და მის ხელისუფლებას, მაგრამ არა რუსობა
17:0021.03.23
-
16:4021.03.23
-
ირანს ითრევენ სამხრეთ კავკასიის ომში, რომელიც დასრულდება თავად ირანის სრული დაშლით
16:2021.03.23
-
შეწყვიტეთ ამ კანონზე საუბარი, თორემ უარეს მიიღებთ - ჩარკვიანი „ოცნებას“
16:0021.03.23
-
15:3021.03.23
-
ილია დარჩიაშვილი: პარტნიორების ხმა, მოსაზრებები ყოველთვის იყო, არის და იქნება მომავალში საინტერესო
15:0021.03.23
-
14:2021.03.23
-
შალვა პაპუაშვილმა თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
14:0021.03.23
-
13:4021.03.23
-
13:2021.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის ჩაის სახლში უხუცესებს შეხვდა
13:0021.03.23
-
12:4021.03.23
-
12:2021.03.23
-
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს იწყებს
12:0021.03.23
-
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეგისტრაციის უახლესი გლობალური სისტემა ამოქმედდა
11:4021.03.23
-
11:2021.03.23
-
პარლამენტის ალყაში მოქცევა მარტო ჩემი კი არა, ოპოზიციის საერთო გეგმა იყო - გიორგი ვაშაძე
11:0021.03.23
-
10:4021.03.23
-
10:2021.03.23
-
10:0021.03.23
-
ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
18:0020.03.23
-
მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენს
17:4020.03.23
-
„განცხადება არ შემოსულა“ — ბრეგაძე სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვებაზე
17:2020.03.23
-
17:0020.03.23
-
პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე აბრუნებს
16:4020.03.23
-
სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დამტკიცდა
16:2020.03.23
-
სტუდენტების მღელვარება დაჰბრალდა ვითომ განათლების მინისტრს?! - იაგო ხვიჩია ჩხენკელზე
16:0020.03.23
-
15:3020.03.23
-
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში წამლის ხარისხის ლაბორატორია გახსნისთვის მზად არის
15:0020.03.23
-
მივმართავთ ჰააგის ტრიბუნალს, გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე - შალვა ნათელაშვილი
14:4020.03.23
-
შალვა პაპუაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა
14:2020.03.23
-
14:0020.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა
13:3020.03.23