პოლიტიკა

ივანიშვილი ნამდვილად არის ამ ქვეყნის ყველაზე ძლიერი მმართველი, ცდილობს ქვეყანა მართოს ჩრდილიდან - გახარია

17.03.23 12:30


„ივანიშვილი ცდილობს ქვეყანა მართოს ჩრდილიდან, თავისი მარიონეტების მეშვეობით“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „დოიჩე ველე“-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს ივანიშვილი ნამდვილად არის ყველაზე ძლიერი მმართველი.

 

„ბიძინა ივანიშვილი ამ მომენტისთვის საქართველოში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია. ორი წლის წინ მან ღიად განაცხადა, რომ მიდის პოლიტიკიდან, მაგრამ ფაქტი, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით არის ის, რომ ის მიზნად ისახავდა პოლიტიკაში დარჩენას და ძალაუფლების შენარჩუნებას ამ ძალაუფლების უკანონო კონსოლიდაციის გზით.

 

დღეს ივანიშვილი ნამდვილად არის ამ ქვეყნის ყველაზე ძლიერი მმართველი, რომელიც ცდილობს ქვეყანა მართოს ჩრდილიდან, ყოველგვარი ფორმალური პასუხისმგებლობის გარეშე, თავისი მარიონეტების მეშვეობით. და, რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ეხება კანონს უცხოელი აგენტების შესახებ, ისევე როგორც ცვლილებას საგარეო პოლიტიკაში, ივანიშვილის ინსტრუქციის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია“, - აცხადებს გახარია. 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები