ეკონომიკა

საქართველოში საშუალო ხელფასი 309 ლარით გაიზარდა და 1773 ლარი შეადგინა — საქსტატი

17.03.23 13:20


საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.2%-ით (309.9 ლარით) გაიზარდა და 1 773.7 ლარი შეადგინა.

 

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2017-2022 წლებში. წყარო: საქსტატი
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

 

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 672.6 ლარი (გაიზარდა 61.8%-ით);
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 726.7 ლარი (გაიზარდა 12.1%-ით);
მშენებლობა — 2 535.8 ლარი (გაიზარდა 14.8 პროცენტით);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 455.1 ლარი (გაიზარდა 15.1%-ით).


2022 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი — 1 411.7 ლარით, ხოლო კაცების 2 123.2 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 258.0 ლარი (22.4%) შეადგინა, ხოლო კაცებში — 355.3 ლარი (20.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.  ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 313.2 ლარით (19.6%) გაიზარდა და 1911.1 ლარი შეადგინა. არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 272.4 ლარით (21.8%) გაიზარდა და 1 523.0 ლარი
შეადგინა.

 

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში თბილისი და მცხეთა-მთიანეთი ლიდერობს.

 

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები