პოლიტიკა

ჯეიმს კლევერლი - ვაგრძელებთ ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, 2023 წელს ბრიტანეთის საელჩო, რუმინეთის საელჩოსთან ერთად, იმოქმედებს, როგორც ნატო-ს საკონტაქტო პირი საქართველოში

17.03.23 14:00


ვაგრძელებთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას, 2023 წელს ბრიტანეთის საელჩო, რუმინეთის საელჩოსთან ერთად, იმოქმედებს, როგორც ნატო-ს საკონტაქტო პირი საქართველოში, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

კლევერლის თქმით, ძლიერი და ერთიანი ნატო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის როგორც ევროპაში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც.

 

„ჩვენ გულითადად მივესალმებით საქართველოს გულუხვ და პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ, სანქციებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი უკრაინელი დევნილის მიღებას, რომლებიც იძულებული იყვნენ, დაეტოვებინათ ოჯახები რუსული აგრესიის გამო. უკრაინის მსგავსად, ქართველი ხალხის სუვერენული უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საკუთარი ბედი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად. ეს უფლება უნდა იყოს დაცული. ამიტომაც ჩვენ ვმუშაობთ ძალიან მჭიდროდ საქართველოსთან, რათა გავაძლიეროთ თქვენი მედეგობა რუსული ჩარევისადმი. ვაგრძელებთ მხარდაჭერას თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. ძლიერი და ერთიანი ნატო გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის როგორც ევროპაში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც. ამიტომაც სპეციალურად მორგებული პაკეტი შემუშავებულია საქართველოსთვის და 2023 წელს ბრიტანეთის საელჩო, რუმინეთის საელჩოსთან ერთად, იმოქმედებს, როგორც ნატო-ს საკონტაქტო პირი საქართველოში“, – აღნიშნა კლევერლიმ.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები