პოლიტიკა
21.03.23 17:00
ბევრი რამ შეიძლება დააბრალოთ საქართველოს და მის ხელისუფლებას, მაგრამ არა რუსობა“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან პარლამენტში მყოფ ზოგიერთ ოპოზიციონერ კოლეგას მიმართა.
„პირველ რიგში იმ კოლეგებს მივმართავ, ვინც ამ დარბაზიდან ხელაღებით აწარმოებს ტყუილზე დაფუძნებულ ზიზღის, სიძულვილის, უმძიმესი ბრალდებების დაუნდობელ კამპანიას და შეგნებულად ახალისებს ძალადობას ამ ქვეყანაში: თქვენი ძლიერი მხარე არის მხოლოდ სიყალბე, ტყუილი და სიძულვილი. სამივე განწირულია მარცხისთვის. აბსურდია, როცა ღალატში დებთ ბრალს ვინმეს ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოდ საერთოდ არ თვლით და ზოგადად სამშობლოს ერთგულება სრულიად უცხო ცნებაა თქვენთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა და დასძინა, რომ ზოგიერთისთვის ცხოვრების წესად იქცა საქართველოსთვის ძირის გამოთხრა და ამისთვის მომავალი თაობა პასუხს გასცემთ.
„დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის გადაწყვეტილებითაც ქართველი გმირი სამხედროები ბოლომდე იდგნენ ავღანეთში ნატო-ს ძალების მხარდამხარ; დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის გადაწყვეტილებითაც ქართველი გმირი ჯარისკაცები ევროკავშირის მისიებში მსახურობდნენ ცენტრალურ აფრიკაში და მალიში; თქვენ კი რუსის იარლიყს აკერებთ. საქართველოს ხელისუფლებაში არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც საერთაშორისო სასამართლოებში ათწლიანი ბრძოლის შედეგად რუსეთს სამართლებრივად დაარქვა ოკუპანტი ქვეყანა! ეს მაშინ როდესაც 2008 წელს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო, რომ რუსეთის აგრესიისთვის მსოფლიოს თავის სახელი ეწოდებინა და ეთქვა, რომ ეს იყო ,,რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ”.“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისივე განცხადებით, დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის პრინციპული გადაწყვეტილებით 2014 წელს ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ჩათვლით, რამაც შეუქცევადი გახადა ევროკავშირში ინტეგრაცია.
„ეს მხოლოდ მაიდნის შემდეგ მოახერხა უკრაინამ და მაშინ ვერ მოახერხა სომხეთმა. საქართველოს ხელისუფლებაში დღეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უსაფრთხოება ყველაზე მეტი საფრთხის ქვეშაა დღეს, მიუხედავად უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯებისა და ბრალდებებისა, მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას დამოუკიდებლობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში.
სიყალბეა, როდესაც თქვენ საუბრობთ საქართველოს ევროპულ მომავალზე. იმიტომ რომ თქვენთვის უცხოა ხალხის მოსმენა, უცხოა დემოკრატიის მთავარი საფუძველი ადამიანი და მისი უფლებები, უცხოა სახელმწიფოს ინტერესების და სუვერენიტეტის დაცვა და თქვენთვის უცხოა ღირსება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 118
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5972 ლარი გახდა
18:0031.05.23
-
17:3031.05.23
-
17:0031.05.23
-
საბელის ან ალიკაპის გარეშე ძაღლის ღია სივრცეში გაყვანაზე ჯარიმა 150 ლარამდე გაიზარდა
16:3031.05.23
-
16:0031.05.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გაემგზავრა
15:4031.05.23
-
გიორგი ბოტკოველი - ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ პუტინის გზავნილები გააჟღერა
15:2031.05.23
-
15:0031.05.23
-
14:4031.05.23
-
14:2031.05.23
-
სოხუმი, 2023 წლის 30 მაისი აფხაზები სეპარატისტული მარიონეტების წინააღმდეგ. ერთობლივი შიში მომავლისა
14:0031.05.23
-
სოხუმი, 2023 წლის 30 მაისი აფხაზები სეპარატისტული მარიონეტების წინააღმდეგ. ერთობლივი შიში მომავლისა
13:4031.05.23
-
13:2031.05.23
-
პრემიერ-მინისტრი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 30 ივნისს გამოვა
13:0031.05.23
-
გივი მიქანაძე: ისრაელის სახელმწიფო არის საქართველოს გულითადი მეგობარი და საიმედო პარტნიორი
12:4031.05.23
-
რატომ არ იმართება აქციები სომხეთში ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად გამოცხადებაზე
12:2031.05.23
-
ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გაძლიერებას გეგმავს
12:0031.05.23
-
11:4031.05.23
-
11:2031.05.23
-
ანრი ოხანაშვილი: სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენ პოლიტიკურ ვაჭრობას არ დავიწყებთ
11:0031.05.23
-
სალომე ზურაბიშვილი - ურყევია ქართველი ხალხის ნება, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს
10:4031.05.23
-
10:2031.05.23
-
10:0031.05.23
-
18:0030.05.23
-
17:4030.05.23
-
17:2030.05.23
-
17:0030.05.23
-
16:4030.05.23
-
სახალხო დამცველი რელიგიათა საბჭოს წევრებს შეხვდა
16:2030.05.23
-
მამუკა მდინარაძე: კანდიდატის სტატუსი თუ ვინმეს ეკუთვნის, პირველ რიგში საქართველოა
16:0030.05.23
-
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა
15:4030.05.23
-
ჯუანშერ ბურჭულაძე სლოვაკ კოლეგას ბრატისლავაში, გლობსეკის ფორუმის ფარგლებში შეხვდა
15:2030.05.23
-
თინათინ ბოკუჩავა: საქართველომ იცვალა საგარეო კურსი და მიმდინარეობს ქვეყნის რუსიფიკაცია
15:0030.05.23
-
14:4030.05.23
-
14:2030.05.23
-
14:0030.05.23