პოლიტიკა
23.03.23 15:40
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დამოუკიდებელ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს „მძიმე რეპუტაცია“ აქვს.
რას გულისხმობს „მძიმე რეპუტაციაში“, ჟურნალისტების კითხვების მიუხედავად, კობახიძე არ აკონკრეტებს.
„არ მინდა და არ განვმარტავ. არ განვმარტავ, რადგან ეს არის სენსიტიური თემა და არ განვმარტავ. როცა ტარიელ ნაკაიძე, მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი, სხვა კოლეგებს უწოდებს მოღალატეებს, მის მიმართ რომ ვერ ექნებათ ხავერდოვანი დამოკიდებულება კოლეგებს, ეს არის ჩემთვის გასაგები. რაც შეეხება ინციდენტს, ზოგადად ინციდენტები მაქსიმალურად უნდა ავიცილოთ თავიდან პარლამენტში“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
კობახიძის თქმით, თუ ტარიელ ნაკაიძეს არ მოსწონს პარლამენტში „ხალხის ძალის“ წევრების წინ ჯდომა, რომლებიც აგრესიულობით გამოირჩევიან, შეუძლია თავად გადაჯდეს ადგილიდან და კუთხეში დადგეს.
„დეპუტატებს ვერავინ ვერსად ვერ გადასვამს, თუ უნდა ტარიელ ნაკაიძეს, გადაჯდეს და დადგეს კუთხეში, შეუძლია ეს გააკეთოს, მას ეკუთვნის პარლამენტის სხდომათა დარბაზში კუთხეში დგომა. მას აქვს მძიმე რეპუტაცია, სხვა კოლეგებს უწოდა მოღალატე და კუთხეში დგომა ეკუთვნის მას, თუ აქვს სინდისი. დეტალებში არ შევალ, როცა სხვა კოლეგებს უწოდებს მოღალატეს ტარიელ ნაკაიძე, საკუთარ სინდისს მიხედოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ტარიელ ნაკაიძე და მას „გაფარჩაკებული პარტიის ლიდერი“ უწოდა.
„ქართველი ხალხის მიერ თავად კუთხეში მიყენებული და გაფარჩაკებული პარტიის ლიდერს ჰგონია, რომ მუსლიმების და სხვა უმცირესობების დაცვა მძიმე რეპუტაციაა. მძიმე რეპუტაციის რა გითხრათ, მაგრამ მოღალატეებისთვის მძიმედ ასატანი რეპუტაცია ნამდვილად მაქვს“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
22 მარტს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, „ხალხის ძალის“ წევრმა და რუსული კანონის ერთ-ერთმა ინიციატორმა ვიქტორ ჯაფარიძემ, პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, ტარიელ ნაკაიძეს ზურგში მიკროფონი ჩაარტყა.
როგორც ტარიელ ნაკაიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, თავდაპირველად მას სოზარ სუბარმა შეაგინა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
„მე შემატრიალა სოზარ სუბარმა და მითხრა, რომ 20 წელია მიცნობს და მე ვარ მოღალატე თურმე და იცის ჩემი ყველა აგენტურული ქსელი. მას ვუთხარი, თუ რამე იცი, უნდა თქვა-მეთქი. იცით, რომ მე მუსლიმთა კავშირში ხელმძღვანელი ვიყავი და ზოგადად, მუსლიმების მიმართ მიდის ასეთი დამოკიდებულება, რომ მოღალატეები და ასე შემდეგ“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძე.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24