პოლიტიკა

პარლამენტი ხვალ გიორგი ამილახვარსა და ირაკლი კოვზანაძეს სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს

23.03.23 16:40


პარლამენტი 24 მარტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ ორ დეპუტატს - გიორგი ამილახვარსა და ირაკლი კოვზანაძეს სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს. საკითხს ჯერ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს, შემდეგ კი პარლამენტი, რაზეც გადაწყვეტილებას კენჭისყრით მიიღებენ.

 

გიორგი ამილახვარი, რომელიც პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, შესაბამისი უწყების მინისტრი გახდა, რითაც პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობა დაიკავა.

 

რაც შეეხება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი კოვზანაძეს, ის პარლამენტიდან პირადი განცხადების საფუძველზე მიდის. გიორგი ამილახვარს "ქართული ოცნების" საარჩევნო სიით გიორგი ჩაკვეტაძე შეცვლის. პარლამენტის წევრი ხდება თენგიზ შარმანაშვილი, რომელიც ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლეა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები