პოლიტიკა
27.03.23 12:20
2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, გამოვიდა ინიციატივით და მისი გადაწყვეტილებით ჩვენ დავიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ათი წლის განმავლობაში სახელმწიფომ შვიდი მილიარდი ლარით დააფინანსა პროგრამები.
„დიდი პატივია ჩემთვის დღეს თქვენს წინაშე გამოსვლა. მე შევეცდები ძალიან მოკლედ შევაჯამო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 10 წლის იუბილეს შედეგები. მანამდე მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, თუ რა მდგომარეობა დაგვხვდა, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს და რამდენიმე შედარებითი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ.
2012 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი იყო ძალიან მწირი, თითქმის 70 მილიონ ლარამდე იხარჯებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე. ეს, რა თქმა უნდა, იყო ძალიან მწირი დაფინანსება. ამით შეუძლებელი იყო ჩვენი საზოგადოების მოცვა და ზოგადად, იმ საჭიროების დაფინანსება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს კრიტიკულად ესაჭიროებოდათ. ამიტომ, 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, გამოვიდა ინიციატივით და მისი გადაწყვეტილებით ჩვენ დავიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება. დღეს გვაქვს რადიკალურად შეცვლილი მდგომარეობა. ათი წლის განმავლობაში სახელმწიფომ შვიდი მილიარდი ლარით დააფინანსა პროგრამები. ამით, რეალურად, ჩვენ რადიკალური, გარდამტეხი ცვლილებები შევიტანეთ ამ სექტორში.
შედარებისთვის მინდა გითხრათ, თუ მანამდე სამედიცინო დახმარების მიღების უფლება ჰქონდა მოსახლეობის მხოლოდ 40%-ს, დღეს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 94%-მდე. ჩვენი მოსახლეობის 94% სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი შედეგი“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 343
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ტაეკვონდოს პრეზიდენტს შეხვდა
18:0007.06.23
-
17:3007.06.23
-
17:0007.06.23
-
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
16:3007.06.23
-
16:0007.06.23
-
თბილისის მერი თურქეთის ელჩს შეხვდა
15:3007.06.23
-
15:0007.06.23
-
საოკუპაციო ძალებმა სოფელ ახმაჯასთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუს
14:3007.06.23
-
14:0007.06.23
-
13:2007.06.23
-
პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი 8 ივნისს იწყება
13:0007.06.23
-
12:4007.06.23
-
ოპოზიციური გაერთიანება “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე — ჯაფარიძის პოზიცია
12:2007.06.23
-
12:0007.06.23
-
11:4007.06.23
-
11:2007.06.23
-
11:0007.06.23
-
დღეს შალვა პაპუაშვილი საფრანგეთს ეწვევა
10:4007.06.23
-
„ოცნების“ ახალი საგანგებო განცხადება სალომე ზურაბიშვილზე
10:2007.06.23
-
ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა სამთო მომზადების ერთობლივი კურსი გაიარეს
10:0007.06.23
-
18:0006.06.23
-
გიორგი ამილახვარმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
17:4006.06.23
-
17:2006.06.23
-
ანრი ოხანაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს რობინ ვაგენერს შეხვდა
17:0006.06.23
-
16:4006.06.23
-
16:2006.06.23
-
„ეს იყო ტრადიციული, ქართული „ღადავი“ - რომან გოცირიძე ხაბეიშვილის შეთავაზებაზე
16:0006.06.23
-
სოლომონ პავლიაშვილი ევროკავშირის დელეგაციის წევრებს შეხვდა
15:3006.06.23
-
15:0006.06.23
-
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ნამვილად არ არის არჩევნებში მოგების გასაღები - ხატია დეკანოიძე
14:4006.06.23
-
14:2006.06.23
-
14:0006.06.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა, ვინც პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრებს, სამაგალითოდ დაისჯება
13:4006.06.23
-
13:2006.06.23
-
თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
13:0006.06.23
-
12:4006.06.23