პოლიტიკა
27.03.23 13:00
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ნორვეგიული პრიზის გადაცემა ქართველი ხალხის შეურაცხყოფა და დაცინვაა.
კერძოდ, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში.
რადგან სააკაშვილს ჯილდო ნორვეგიელებმა გადასცეს, ღარიბაშვილმა პარალელი ნორვეგიელ ტერორისტს ანდრეს ბრეივიკთან გაავლო და სააკაშვილი მას შეადარა.
„წარმოიდგინეთ, რამხელა დაცინვა და შეურაცხყოფაა ჩვენი ხალხის, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი, დააჯილდოვეს ადამიანის უფლებების დარგში მიღწეული რაღაცისთვის… ეს ხომ დაცინვაა ჩვენი ხალხის, ეს ხომ წარმოუდგენელია. ამიტომ ეს არის დაცინვა ჩვენი ხალხის და რა თქმა უნდა, ეს არაფერს არ ნიშნავს.
ეს არის დაახლოებით იგივე, არ მინდა მძიმე შემთხვევა გავიხსენო, მაგრამ რადგან ნორვეგიის ამ ორგანიზაციიდან ასეთი დამოკიდებულებაა, ნორვეგიაში გახსოვთ, რომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. აი, დაახლოებით იგივეა, რომ რომელიღაც ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს ეს… სააკაშვილმა ასობით ადამიანი, ახალგაზრდა ჩახოცა პირდაპირ, მისმა რეჟიმმა… აღძრულიც არის საქმე და რამდენიმე არის დაკავებული. სააკაშვილი გასამართლებულია გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მონაწილეობისთვის. მისი რეჟიმი იყო მკვლელი რეჟიმი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ანდრეს ბრეივიკი 2011 წელს მოწყობილი თავდასხმის 77 ადამიანი მოკლა. 2011 წლის 22 ივლისს ბრეივიკმა ბომბი ჯერ ოსლოს ერთ–ერთ უბანში ააფეთქა და შემდეგ კუნძულ უტოიაზე გადავიდა, სადაც ის ადამაინები დახოცა, რომლებიც ზაფხულის ბანაკში ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის წვეულებას ესწრებოდნენ.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ტაეკვონდოს პრეზიდენტს შეხვდა
18:0007.06.23
-
17:3007.06.23
-
17:0007.06.23
-
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
16:3007.06.23
-
16:0007.06.23
-
თბილისის მერი თურქეთის ელჩს შეხვდა
15:3007.06.23
-
15:0007.06.23
-
საოკუპაციო ძალებმა სოფელ ახმაჯასთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუს
14:3007.06.23
-
14:0007.06.23
-
13:2007.06.23
-
პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი 8 ივნისს იწყება
13:0007.06.23
-
12:4007.06.23
-
ოპოზიციური გაერთიანება “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე — ჯაფარიძის პოზიცია
12:2007.06.23
-
12:0007.06.23
-
11:4007.06.23
-
11:2007.06.23
-
11:0007.06.23
-
დღეს შალვა პაპუაშვილი საფრანგეთს ეწვევა
10:4007.06.23
-
„ოცნების“ ახალი საგანგებო განცხადება სალომე ზურაბიშვილზე
10:2007.06.23
-
ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა სამთო მომზადების ერთობლივი კურსი გაიარეს
10:0007.06.23
-
18:0006.06.23
-
გიორგი ამილახვარმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
17:4006.06.23
-
17:2006.06.23
-
ანრი ოხანაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს რობინ ვაგენერს შეხვდა
17:0006.06.23
-
16:4006.06.23
-
16:2006.06.23
-
„ეს იყო ტრადიციული, ქართული „ღადავი“ - რომან გოცირიძე ხაბეიშვილის შეთავაზებაზე
16:0006.06.23
-
სოლომონ პავლიაშვილი ევროკავშირის დელეგაციის წევრებს შეხვდა
15:3006.06.23
-
15:0006.06.23
-
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ნამვილად არ არის არჩევნებში მოგების გასაღები - ხატია დეკანოიძე
14:4006.06.23
-
14:2006.06.23
-
14:0006.06.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა, ვინც პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრებს, სამაგალითოდ დაისჯება
13:4006.06.23
-
13:2006.06.23
-
თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
13:0006.06.23
-
12:4006.06.23