პოლიტიკა
27.03.23 17:20
ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველგან აგვიანებს, 12 პუნქტთან დაკავშირებით მუშაობა საქართველოს პარლამენტში, ფაქტობრივად, დასრულების ეტაპზეა. არაერთი შეხვედრა გაიმართა სამუშაო ჯგუფების ფორმატში, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ პრინციპულად არ მონაწილეობდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეუძლიათ, რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებში ჩაერთონ.
„დარჩენილ საკითხებს რაც შეეხება, რაც უკავშირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობას, ამაზე მუშაობა გაგრძელდება და თუ მიიღებენ მონაწილეობას, ამას არავინ უკრძალავს, პირიქით, „ქართული ოცნების“ მხრიდან წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, რომელიც პირველ ივლისს იქნა წარდგენილი, სწორედ ამას გულისხმობდა. პოლიტიკოსების გადაწყვეტილებაა, რამდენად ჩაერთვებიან ამ პროცესში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციაზე არ არსებობდა საერთაშორისო პრაქტიკა და მხოლოდ უკრაინული კანონმდებლობის საფუძველზე მოხდა აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა.
„ახლა მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად გავაგრძელოთ კანონპროექტზე მუშაობა. რაც შეეხება ოპოზიციას, მათი გადაწყვეტილებაა, მიიღებენ თუ არა სამუშაო პროცესში მონაწილეობას. ვხედავთ ძალიან დიდ სიჯიუტეს ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, რომლებიც პრინციპულად არ მონაწილეობენ პროცესში და შემდგომ აზიანებენ საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებულ მუშაობას, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, მისი თქმით, „ასეთები არიან საქართველოს პარლამენტში და არამხოლოდ პარლამენტში“.
„ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი იქცა პოლიტიკურ ინსტრუმენტად, ინსტრუმენტად პოლიტიკური ბრძოლისთვის და ისინი ამაში ხედავენ ხელისუფლების ხელში ჩაგდების კარგ შანსსა და შესაძლებლობას. თუ საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებში არ მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ეს მათ შესაძლებლობას მისცემს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ნებისმიერი გზით შეცვალონ. თუმცა, იმის თქმა ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან, რომ მას არ სურს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ალბათ ძალიან რთულია. მათი საქმე მიმართულია, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ტაეკვონდოს პრეზიდენტს შეხვდა
18:0007.06.23
-
17:3007.06.23
-
17:0007.06.23
-
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
16:3007.06.23
-
16:0007.06.23
-
თბილისის მერი თურქეთის ელჩს შეხვდა
15:3007.06.23
-
15:0007.06.23
-
საოკუპაციო ძალებმა სოფელ ახმაჯასთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუს
14:3007.06.23
-
14:0007.06.23
-
13:2007.06.23
-
პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი 8 ივნისს იწყება
13:0007.06.23
-
12:4007.06.23
-
ოპოზიციური გაერთიანება “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე — ჯაფარიძის პოზიცია
12:2007.06.23
-
12:0007.06.23
-
11:4007.06.23
-
11:2007.06.23
-
11:0007.06.23
-
დღეს შალვა პაპუაშვილი საფრანგეთს ეწვევა
10:4007.06.23
-
„ოცნების“ ახალი საგანგებო განცხადება სალომე ზურაბიშვილზე
10:2007.06.23
-
ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა სამთო მომზადების ერთობლივი კურსი გაიარეს
10:0007.06.23
-
18:0006.06.23
-
გიორგი ამილახვარმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
17:4006.06.23
-
17:2006.06.23
-
ანრი ოხანაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს რობინ ვაგენერს შეხვდა
17:0006.06.23
-
16:4006.06.23
-
16:2006.06.23
-
„ეს იყო ტრადიციული, ქართული „ღადავი“ - რომან გოცირიძე ხაბეიშვილის შეთავაზებაზე
16:0006.06.23
-
სოლომონ პავლიაშვილი ევროკავშირის დელეგაციის წევრებს შეხვდა
15:3006.06.23
-
15:0006.06.23
-
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ნამვილად არ არის არჩევნებში მოგების გასაღები - ხატია დეკანოიძე
14:4006.06.23
-
14:2006.06.23
-
14:0006.06.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა, ვინც პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრებს, სამაგალითოდ დაისჯება
13:4006.06.23
-
13:2006.06.23
-
თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
13:0006.06.23
-
12:4006.06.23