10.04.23 10:00
მინდა ინიციატივა გაგიზიაროთ - მე მგონი დრო გადის და ჩვენ არ გვაქვს რეალურად შესწავლილი და დაწერილი ჩვენი 70-წლიანი რეპრესიების ისტორია და ეს არის გასაკეთებელი ყველა ოჯახისგან, რადგან ეს მეხსიერება თქვენთან არის და საჭიროა, რომ თავმოყრილი იყოს,- ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გავრცელებულია არასწორი სურათი, თითქოს რადგან სტალინი ქართველი იყო, საქართველოში რეპრესიები უფრო რბილი და ნაკლებად სასტიკი იყო.
მან ასევე, მიმართა ქალებს და აღნიშნა, რომ ყველა მძიმე პერიოდებში საჭიროა ქალებმა თავიანთი ძალა გამოიჩინონ.
„რატომ ქალები?! როგორც ხედავთ ადგილი არ გვყოფნის და რეალურად ალბათ, უკეთესიც იქნებოდა, რომ ყველა ერთად ვყოფილიყავით, რადგან ეს არის ერთობის დღე, მაგრამ თქვენი სახით აქ არიან თქვენი შვილები, მეუღლეები და ერთად ვართ. დისკრიმინაციის ნიშანს ნუ დაინახავთ. მინდა ქალების როლს გავუსვათ ხაზი. გარედან საქართველოს უყურებენ რაღაც სტერეოტიპებით და ვერ ხედავენ, თუ არ ვაჩვენებთ, რა არის ქართველი ქალების როლი ქართულ ისტორიაში. ეს არის უწყვეტი თავდადება, ეროვნული შეგნება, ყველაფერი იმის დაცვა რაც ქმნის საქართველოს და თუ არა ამ ქალების შემართება, როდესაც მეუღლეები ომში იყვნენ წასული, ქალებმა შეინარჩუნეს ის ყველაფერი, რაც არის ჩვენი იდენტობა, რაზეც დღეს ვდგავართ. გავიხსენოთ ქეთევან წამებული და თავდადება, კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი და შემრიგებლური მოღვაწეობა, რაც ასევე, არის ჩვენი ნაწილი, ქალების როლი რუსეთის იმპერიიდან თავდაღწევის დროს და ამიტომ დაგირიგეთ თამარ პაპავას წიგნი, რომელიც ასევე, იყო ძალიან ძლიერი ქალი ემიგრაციაში. ეს არის ის ისტორია, რომელიც ნაკლებად ცნობილია - როგორ იბრძოდნენ ჩვენი ქალები, მათ შორის, დედოფლები როგორ იბრძოდნენ ადგილზე, ან გადასახლებაში. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელიც ასევე, ეროვნული ბრძოლა იყო და სადაც ქალების როლი იყო ძალიან დიდი - გავიხსენოთ, თუნდაც ეკატერინე გაბაშვილი. მარო მაყაშვილი გახდა მათი სახე, ვინც იბრძოდა იუნკერებთან ერთად. მინდა გავიხსენო ყველა დედა, მეუღლე, თუ შვილი, ვინც გადასახლებული იყო იმ 70 წლის მანძილზე, რეპრესიების დროს.
მინდა ინიციატივა გაგიზიაროთ - მე მგონი დრო გადის და ჩვენ არ გვაქვს რეალურად შესწავლილი და დაწერილი ჩვენი 70 წლიანი რეპრესიების ისტორია და ეს არის გასაკეთებელი ყველა ოჯახისგან, რადგან ეს მეხსიერება თქვენთან არის და საჭიროა, რომ თავმოყრილი იყოს. სანამ ეს მეხსიერება ცოცხალია, ჩავიწეროთ და გავაზიაროთ რა იყო, თორემ გავრცელებულია არასწორი სურათი, რომ თითქოს სტალინი რადგან ქართველი იყო საქართველოში რეპრესიები უფრო რბილი და ნაკლებად სასტიკი იყო, ვიდრე სხვა ქვეყნებში და ჩვენი დასაწერია ეს ისტორია. ამის წამოწყება და გაგრძელებაა საჭირო.
ყველა მძიმე პერიოდებში როცა გზაგასაყარზე ვდგავართ მაშინ არის საჭირო, რომ ქალებმა თავიანთი ძალა გამოიჩინონ და მე მინდა მჯეროდეს, რომ ქალებს შეუძლიათ მეტი ერთობა, ტოლერანტობა, რომ არიან ის ძალა, რომელთაც შეუძლიათ მოთმინებაც, მოსმენაც, ურთიერთგაგებაც, თუ მოინდომეს შეუძლიათ გადალახონ პოლარიზაცია, სიძულვილის ენა და დაპირისპირება, შეუძლიათ გაერთიანდნენ მთავარი მიზნის ირგვლივ. რაღაც წმინდა საერთო მიზანი, ხომ უნდა აგვქონდეს რასაც შვილებს და შვილიშვილებს დავუტოვებთ და გადავცეთ მათ თავისუფალი, დამოუკიდებელი და თანამედროვე ევროპული სახელმწიფო“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 415
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მიმართვა აფხაზებს: არ დაუშვათ გაუქმებული „არცახის“ აფხაზეთში გადასახლება
9:4030.09.23
-
მიმართვა აფხაზებს: არ დაუშვათ გაუქმებული „არცახის“ აფხაზეთში გადასახლება
9:3530.09.23
-
18:0029.09.23
-
ნათია თურნავა ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა
17:3029.09.23
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
17:0029.09.23
-
16:3029.09.23
-
16:0029.09.23
-
პარლამენტის თავმჯდომარე ავსტრიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
15:3029.09.23
-
გერმანიის და საფრანგეთის ელჩების განცხადება საქართველოს კანდიდატის სტატუსზე
15:0029.09.23
-
საქართველოში მომავალი წლიდან პენსიები იზრდება
14:3029.09.23
-
14:0029.09.23
-
13:4029.09.23
-
13:2029.09.23
-
კახა კალაძე ოპოზიციაზე: რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის
13:0029.09.23
-
12:3029.09.23
-
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
12:0029.09.23
-
11:4029.09.23
-
11:2029.09.23
-
11:0029.09.23
-
10:4029.09.23
-
გიორგი ვოლსკი: პრეზიდენტის ვოიაჟი და განცხადებები რევოლუციურ სცენარს ემთხვევა
10:2029.09.23
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
10:0029.09.23
-
შსს-ს700-მდე ახალი თანამშრომელი ემატება
18:0028.09.23
-
17:4028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
17:2028.09.23
-
17:0028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
16:4028.09.23
-
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმები იზრდება
16:2028.09.23
-
16:0028.09.23
-
ხატია დეკანოიძე - ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობაში ამხილა
15:4028.09.23
-
15:2028.09.23
-
“მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა პირველ იანვარს არსებობას შეწყვეტს” – განკარგულება
15:0028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
14:4028.09.23
-
ზურაბ უტიაშვილი რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
14:2028.09.23
-
საქართველოში წელს ცოფის 68 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით მცირედი ზრდაა
14:0028.09.23
-
13:4028.09.23