იუდას მორალი ანუ სომხური საქმე საქართველოში  ნაწილი I

17.04.23 23:40


„ღვარძლის მთესველი ვერ მომკის იფქლსა ბასრისა ცელითა“.

 

„...არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად...“

 

მათე, 9, 13

„ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“ – 800 წლის წინ დაგვიწერა რუსთაველმა და რა ძლიერ ესადაგება დღევანდელ დღეს! მაგრამ... ვისთვის როგორ! „გონიერი ადამიანის ხელში სიმართლე ყველაზე ძლიერი იარაღია ყველა დროში“ – ეს სიტყვები კი სოკრატეს ეკუთვნის! და ისევ –ვისთვის როგორ!

 

ქართველ ხალხს არც ჯუნგლებში უცხოვრია ოდესმე და არც ჯუნგლის კანონით, მაგრამ შეცდომები ძალიან ბევრი იყო დაშვებული ჩვენი ერის წარსული, ახალი და უახლესი ისტორიის მანძილზე. ამ შეცდომებმა დაგვაპატარავა, დაგვავიწროვა, დაგვთრგუნა, გაგვაღარიბა სულით მაინც არ გავტეხილვართ... მშობლიური მიწისთვის, მართლმადიდებლური რწმენისთვის  არ უღალატნია ქართველთა იმ ღირსეულ ნაწილს, რომელსაც ერის მომავლის გადარჩენის მისია აქვს დაკისრებული და დღეს, ღვთის დიდი წყალობით, დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს, რომელსაც ჰყავს თავისი საკონონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, მიუხედავად არაკეთილმოსურნეთა შეძახილების, რომ საქართველო „არშემდგარი“ სახელმწიფოა! გეშლებათ, ბატონებო! საქართველო შემდგარი სახელმწიფოა და მას მართავს პრეზიდენტი! დიახ, ჰყავს თავისი, საკუთარი, არჩეული პრეზიდენტი! და ჰყავდა ჯერ კიდევ 1991 წელს!!!   

 

დიდი ვაჟა იტყოდა: „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო... და ჩვენც არ დაგველია მტრები: მეზობლები, შინაურნი, გარეულნი. ყველაზე ცუდი შინაური მტერია, ძმად რომ მიგაჩნია, ახლო მეზობლად...ილიას თქმისა  არ იყოს „ქართველ კაცს ზედმეტი ლიბერალობა ჰღუპავსო და მართალია ლიბერალობა თანამედროვეთა ენაზე კეთილშობილ, რბილ, ქრისტიანულ  ხასიათს ნიშნავს, მაგრამ არა სიმხდალეს   და მონობას.  სიმართლის არ უნდა გვეშინოდეს და მოყვარეს პირში უნდა ვუძრახოთ! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, სირცხვილია ტყვიით და მუშტი-კრივით საუბარი. მითუმეტეს მაშინ, როცა წინ გვიდევს ისტორიული დოკუმენტები და ნებისმიერ წამს შეუძლია თითოეულ ჩვენგანს სრული ინფორმაცია მოიპოვოს ნებისმიერი ქვეყნის, ერის ენისა და ისტორიის შესახებ, რა თქმა უნდა, თუ ეს გვსურს! დასანანია, რომ ამ სტატიის წერა მჭირდება, მაგრამ სატკივარი იმდენად მწარეა, ყველა ქართველი ვალდებულია თითოეული სიტ ყვა გაითავისოს. ოღონდაც სიტყვა სწორად ნათქვამი და ასევე სწორად გაგებული, რადგან..  „ისარი და პირით სიტყვა, რა გასტყორცნო, - არ მობრუნდეს“... მოვლენების გამძაფრება მოსალოდნელი იყო, მაგრამ ასე ფართო მასშტაბებს ვერ წარმოვიდგენდით. ყველაფერი კი  ასე დაიწყო. არა, უფრო სწორად შემდეგი  ეტაპი ასე განვითარდა: 2005 წლის 24-26  ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს თაოსნობით თბილისში ჩატარდა II საერთაშორისო  სიმპოზიუმი სახელწოდებით: „ქრისტიანობა - ჩვენს ცხოვრებაში: წარსული, აწმყო, მომავა ლი“. სიმპოზიუმის მნიშნველობა განპირობებული იყო სამეცნიერო და თეოლოგიური თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში არ შევეხებით სიმპოზიუმის არც თეოლოგიურს და არც სამეცნიერო  მნიშვნელობას.  ჩვენთვის საინტერესოა ერთი  ფრიად საყურადღებო მოვლენა, დიახ, მოვლენა! – რამაც ჩრდილი მიაყენა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, როგორც მართლმადიდებლურ სიწმიდეთა შეურყეველ დამცველს! საქმე  შემდეგშია: ვინმე ბ-ნ ლევონ ისახანიანმა სიმპოზიუმზე წარმოადგინა და საზოგადოებას გააცნო თავისი მოხსენება: „სომხური ეპარქია საქართველოში: ისტორია და თანამედროვეობა“. როგორც მკითხველი სათაურიდანვე მიხვდება, აღნიშნული მოხსენება არ ატარებდა მეცნიერულ ხასიათს. პირიქით ის იყო 1918 წლის დაშნაკური სომხეთისა და ეჩმიაძინის ურყევი იმპერიული პოლიტიკური კურსის მატერებელი, იყო ის უკანასკნელი წვეთუ გუსლიწყრომისა, რომელმაც ქართველი საზოგადოების მთელი 200-წლიანი მოთმინების ფიალა აავსო! იგივე სიცრუისა და ბოროტების შემცველი კიდევ ერთი უსინდისო ბრალდება ჩვენი ერის მიმართ, რამაც თავის დროზე ილიას კალამი ააღებინა ხელში და მსოფლიო პუბლიცისტიკის შედევრი „ქვათა ღაღადი“ შეაქმნევინა! საუბედუროდ ქართველებს არავითარი ამბიცია არ გააჩნია იმისათვის, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები ითარგმნოს მსოფლიოს ძირითად ენებზე და გავრცელდეს ყველა ქვეყანაში. გადაეგზავნოს ყველას თუ არა, ცნობილ უნივერსიტეტებს მაინც, სადაც აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო კურსში ქართული ენაცაა ჩასმული. საბრალო ქართული ენა და ქართველი ხალხი! მათ ძალიან ბევრი რამ დაკარგეს ანტიკური და ქრისტეს შემდგომი ისტორიის მანძილზე თავიანთი კეთილშობილური, ლიბერალური ხასიათით და არა იმპერიული პოლიტიკის წყალობით! დღეს ბევრმა ქართველმაც კი არ იცის, რომ არსებობს ისეთი ბრწყინვალე ნაწარმოები, როგორიც „ქვათა ღაღადი”-ა და იგი დიდი ილიას კალამს ეკუთვნის! რამ დააწერინა ილია ჭავჭავაძეს, ამ საოცრად გა- წონასწორებულ პიროვნებას, ასეთი სულის შემძვრელი ნაწარმოები? – ცნობილმა „სომეხთა საქმემ“! როგორც ვხედავთ, ილიასდროინდელი პრობლემა დღესაც აქტუალურია და ის უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს!

 

ლ. ისახანიანის მოხსენება გახლდათ მოთხოვნა, რომელიც თავის თავში ბრძანებით ფორმასაც შეიცავდა საქართველოს საპატრიარქოს მიმართ. დიახ! სომხეთის ეკლესია, ე. ი. ეჩმიაძინი მოითხოვს საქართველოს საპატრიარქომ სომხეთის ეკლესიას გადასცეს 600-ზე მეტი (650-მდე) „სომხური“ ეკლესია-ნაგებობა... სად არის, ბატონებო, საქართველოს ტერიტორიაზე ამდენი სომხური ეკლესია? და თუ ნამდვილად არის, მაშინ ეს ქვეყანა საქართველო აღარ ყოფილა! სომხეთი ყოფილა.. რატომ ავიწყდება ეჩმიაძინის წარმომადგენლებს, რომ ქართუ- ლი და სომხური ეკლესიები სხვადასხვა რწმე- ნისანი არიან და 1801 წლამდე საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე იკრძალებოდა ეკლესიის აშენება? მკითხველს შევთავაზებთ თვითონ გადაამოწმონ რაოდენ თავხედურია ისახანიანის მოხსენების თეზისები: (გვ. 49) - „საქართველო ის ქვეყანაა, სადაც მრავალი საუკუნის განმავლობაში მეგობრულ და ტოლერანტულ გარემოში თანაცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიური მრწამსის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ისტორი ული პროცესის განვითარების, გეოგრაფიული მდებარეობისა და სხვა ფაქტორების გამო საქართველოში სომხური მოსახლეობა ყოველთვის (?) წარმოადგენდა საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ ჯგუფს, რომელიც მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და ადეკვატურად პასუხობდა სხვადასხვა სახის გამოწვევებს! სომეხ ერთან ერთად საქართველოში საუკუნეების განმავლობაში არსებობს სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესია?

 

სხვადასხვა წყაროების მიხედვით სომხური წმინდა ეკლესია ცალკე ეპარქიით არის წარმოდგენილი საქართველოში მე-5 საუკუნიდან (რა საშინელი სიყალბეა – დ. მ.)... საუკუნეების განმავლობაში სომხურ ეპარქიას საქართველოს ტერიტორიაზე აგებული აქვს 600-ზე მეტი სასულიერო დანიშნულების შენობა-ნაგებობა, კერძოდ კი ეკლესიები, სალოცავები, სასულიერო სასწავლებლები და სხვ.

 

აუცილებლობად მიგვაჩნია:

 

1. საქართველოში სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის ეპარქიის (?) სათანადო სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა.

 

2. საქართველოში რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფა (სომხეთში თუ არსებობს მსგავსი რამ? ავტორი).

 

3. საქართველოში საუკუნეების განმავლობაში სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის ეპარქიის შემადგენლობაში შემავალი ეკლესიების (?), ეპარქიისათვის გადაცემა“.

 

ბატონმა ისახანიანმა სიმპოზიუმზე გარკვე- ვით აღნიშნა, რომ: „მოხსენებაში დასმული საკითხები და მოთხოვნები არის სომხეთის ეკლესიის პოზიცია“. ცალსახად გარკვეულია რა მიზნებს ისახავს კიდევ ერთხელ სომხური ეჩმიაძინის პოლიტიკური ეკლესია. აღნიშნულ მოხსენებას გააჩნია წინა პერიოდი, კერძოდ: 1995 წელს ერევანში სომხურ ენაზე გამოიცა რუკა-ცნობარი „სომხური ეკლესიები საქართველოში“. აღნიშნული ცნობარი იმავე წლის ზაფხულში გაავრცელეს საქართველოში მცხოვრებ სომხებსა და სხვა სექტებს შორის; რუკა-ცნობარის მიხედვით საქართველოში 650 სომხური ეკლესიაა! „მადა ჭამაში მოდისო“, გაიხსენებდა, ალბათ, მწარედ დიდი ილია, როცა ამ სიწმინდეებში ბოლნისის სიონს, მცხეთის ჯვარს, წუღრუღაშენს ამოიკითხავდა. თუ რა წარმოუდგენელი სიცრუე და ბრალდებაა ეს ყოველივე, ამაზე ქვემოთ გვექნება საუბარი. ახლა კი ჩვენს მკითხველს მინდა მივაწოდო რამდენიმე ამონარიდი, როგორც ჩვენი თაობა იტყოდა: „სომხური საქმიდან!“

 

მკითხველს მინდა შევახსენო, რომ სომხებმა 22 საუკუნის წინ დაიწყეს ქართული მიწების მიტაცება, ამაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

 

„სომხური საქმე“ — „დიდი სომხეთის“ აღდგენის სომხური იდეაა. მისი გეგმა ყოველ დროში ქართული მიწის მისაკუთრებას, ქართველი ხალხის გასომხებას ითვალისწინებდა. რისთვისაც უმნიშვნელოვანესი ეტაპი მართლმადიდებლური ტაძრების მიტაცება იყო. მართლმადიდებლობა ისტორიულად ქართველების ეროვნულობის განმსაზღვრელ ნიშნად ჩამოყალიბდა. აღნიშნული იდეის განხორციელების გზაზე განსაკუთრებულ წარმატებას სომხებმა XIX საუკუნის მთელ მანძილზე და XX საუკუნის პირველ ნახევარში მიაღწიეს.

 

1990 წლიდან ისევ ახლებურად წამოჰყო თავი „დიდი სომხეთის“ აღდგენის იდეამ და იცით ვის ხარჯზე? ისევ საქართველოს მიწა-წყლის ხარჯზე. ცხადია, პერსპექტივები ისე ფართო არ არის, როგორც მე-19 და მე-20 საუკუნეში, მაგრამ... „სომხურმა საქმემ“ ჯავახეთში დიდი როლი ითამაშა წარსულშიც და დღესაც...

 

გაზეთი „მეწამორი“ იბეჭდება ერევანში, ვრცელდება ახალქალაქის რაიონის სოფლებში უფასოდ. წავიკითხოთ რას წერს გაზეთის რედაქტორი, აკადემიკოსი სურენ აივაზიანი აღნიშნულ გაზეთში: „საიდან აღმოჩნდნენ ქართველები საქართველოში? 524 წელს ჩვენს ერამდე სომხეთის მეფეთ მეფემ ტიგრან I-მა დაიპყრო ესპანეთი (იბერია). იბერები ჩამოასახლა სომხეთის პროვინცია ვირქვრასტანში და გურის (გურია) მხარეში. მმართველად კი მათ დაუყენა სომეხი ნახარარი (დიდი თავადი) დადიანი (!)“.

 

ნამდვილად საინტერესოდ გადაუწყვეტია ქარ- თველთა წარმომავლობა; ჯერ ერთი, ტიგრანი მეფობდა ჩვ. წ. I საუკუნეში. ვნახოთ რას წერს შემდეგ: „ისტორიკოსების ცნობით „ქართის“ ფუძე უკავშირდება „ქურთს“. რაც შეეხება სომხეთის ამ ჩრდილოეთის პროვინციის რუსულ  სახელწოდებას – „გრუზია“, ის უკავშირდება სიტყვას „გრუზჩიკს“ მუშას. სწორედ ეს ფუნქცია ჰქონდათ ქართველებს, ვიდრე რუსებს შეავიწროებდნენ და გაბატონებულ მდგომარეობას მოიპოვებდნენ“. ბარაქალა! ყოჩაღ! შესანიშნავად მოფიქრებული სისულელეა!

 

„...რუსები დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები უძველესი ხალხია (!). აქ ისინი ძველი წელთაღრიცხვის III-I ათასწლეულებში ცხოვრობდნენ. მოგვიანებით აქ მოსულმა ქართველებმა მათი მემკვიდრეობა მიითვისეს და ამ მიწების ძირძველი ტომების – რუსებისა და სომხების შევიწროება დაიწყეს... მცდარია მოსაზრება, თითქოს ქართველებმა შექმნეს თავიანთი სამეფო, ე. ი. სახელმწიფო 1001 წელს. პირველად ქართული სახელმწიფო წარმოიშვა 1918 წლის 25 მაისს სომხეთის ისტორიის თანახმად, სომხეთი, როგორც სახელმწიფო დაარს- და 2107 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე“.

 

საინტერესოა, ასეთი ღრმა ცოდნა ისტორიის. და შემდეგ: „როცა 1801 წელს იმპერატორმა პავლე I-მა საქართველოს სამეფო გააუქმა (თუ არ ჰქონდათ ქართველებს სამეფო, როგორღა გააუქმებდა პავლე I – ?), სამეფო კარი მაშინ მთლიანად სომხური წარმომავლობისა იყო. უკანასკნელი მეფე – გიორგი XI მამით (ერეკლე) და დედით წმინდა სომეხი იყო. სამეფო კარი სომხურ ენაზე ლაპარაკობდა. ამ ენაზე გამოსცემდნენ ბრძანებებსაც. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ყველა თავადი სომხური წარმომავლობისაა: ბარათიან – ბარათაშვილი, ჭავჭავიან – ჭავჭავაძე, ადამიან - ჯავახიშვილი, სააკიან სააკაძე ერთადერთი ქართული წარმომავლობის გვარი არის გამრეკელი სხვათაშორის ქართველებისგან მითვისებული პეტრე ბაგრატიონი, ბოროდინოს გმირი სინამდვილეში პეტროს ოვანესის ძე ბაგრატუნია, სომეხი ხორცით, სისხლით და სულით.

 

მაგრამ...

„ერთ-ერთი ასეთი ვაისომეხი ილია ჭავჭა- ვიანია. აი რას წერდა ეს მოღალატე სომხებზე: „გვიჭირდა თუ გვილხინდა, თქვენთვის არაფერი გვიგრძნობინებია, ისე მიგიღეთ, გიმასპინძლეთ. - თქვენ კი ჩვენს სახლში მტრებად იქეცით“. რა საფუძველი ჰქონდა ამას რომ ამბობდა? იმ დროს თბილისის მცხოვრებლების 90% სომხები შეადგენდნენ. შემდეგ მოდიოდნენ რუსები, ოსები, აფხაზები და ქურთები. ქართველები კი მხოლოდ 1,5% იყო. ილია ჭავჭავიანი კი 90% სომეხს 1% ქართველის სტუმრად თვლის“...

 

„ დედით და მამით სომეხმა ჯუღაშვილმა სტალინმა 1921 წელს თბილისში, ბოლშევიკების კრებაზე განაცხადა: „რა საქართველოს ეს დედაქალაქია თბილისი, როცა აქ სომხები უფრო მეტნი ცხოვრობენ, ვიდრე ქართველები? ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს და თბილისში ქართველები ჩავასახლოთ. საქართველოს უნდა გადაეცეს აფხაზეთი, აჭარა, ჯავახეთი და ოსეთი“.

 

იმავე გაზეთის იმავე ნომერში შეგვიძლია წავიკითხოთ რომ: „ვეფხისტყაოსანი“ სომხურიდან ქართულად გადათარგმნა სომეხმა კნიაზმა „აშოტ იზ რუსტავი“. ქართველებმა კი მერე სომხური დედანი დაწვეს და „ვეფხისტყაოსანი“ მიითვისეს“...

 

„სულიკო“-ს ავტორი დავიდ აბრამიანია... სიმღერის ტექსტი ქართულად გადმოუთარგმნია სომეხი თავადის როსტომ ბაგრატუნის შვილს, აკაკი ბაგრატუნს, რომელიც აკაკი წერეთლის ფსევდონიმით წერდა. მას ისე მოსწონებია „სულიკო“, რომ რუსულადაც უთარგმნია“ და კიდევ.. „როცა აკაკი ბაგრატუნი „სულიკოს“ თარგმნიდა, ამ დროს სომეხი მხატვარი ნიკოლაი ფიროსმანიანი შედევრებს ქმნიდა, რათა შემდეგ  გაეყიდა და სომხური ხელგაშლილობით (?) საყვარელი ქალისთვის მილიონი ვარდი ეჩუქებინა“... (სომეხი მევახშე და ხელგაშლილი?)

 

რაც შეეხება ჯავახეთს: „ჯავახეთი იძარცვებოდა და იძარცვება ყველაზე უსინდისოდ. ეს არის მხარე, სადაც არ ცხოვრობს არც ერთი ქართველი, მაგრამ აქ გამეფებულია ქართველების დესპოტიზმი. რომ არ ყოფილიყო რუსეთის ახალქალაქის სამხედრო ბაზა, აქედან 15 ათასი სომხური ოჯახი გაიქცეოდა. ამაზე ყოველი სომეხი უნდა დაფიქრდეს, ამაზე ნამდვილად ღირს დაფიქრება...“ აკადემიკოსი სურენ აივაზიანი არ დასჯერებია ესოდენ ღრმა მეცნიერულ დასკვნებს და გეოგრაფიული რუკებიც უხვად მიმოუბნევია გაზეთის ფურცლებზე, სადაც დიდი სომხეთი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე არის გადაჭიმული და ამ რუკაზე  საქართველო, უბრალოდ, არ არსებობს“ (ი. ახუაშვილი (მუხათელი) „ახალი ქვათა ღაღადი ანუ ვართ თუ არა მდგომურები“, თბ., 2005 წ.).

 

ნებისმიერ ნორმალური გონების ადამიანს გაეღიმება ალბათ ამ სტრიქონების წაკითხვის შემდეგ, მაგრამ... საუბედუროდ არ არის სასაცილო!  აივაზიანის ბოღმიან სისულელეს ღრმა ფესვები აქვს გამდგარი და უკვე 200 წელია იგივე თემა ინსპირირებულია მესამე ძალისაგან, რომელსაც კავკასიაში სიმშვიდე ნამდვილად არ სჭირდება. დიახ! მესამე ძალა სომხეთის მეშვეობით შეეცდება, რომ საქართველო დამცირებულად წარმოადგინოს, რადგან სწორედ საქართველოა ის  ქვეყანა, რომელიც ძნელად ეგუება ყელზე საბელს.

 

1966 წელს ლონდონში ცნობილმა ინგლისელმა მეცნიერმა დ. ლენგმა ინგლისურ ენაზე გამოსცა წიგნი „ქართველები“. აღნიშნულ წიგნში სამცხე-ჯავახეთი წარმოდგენილია ჩვეულებრივ, როგორც საქართველოს ძირძველი, ისტორიული პროვინცია. 20 წლის შემდეგ დ. ლენგმა გამოსცა წიგნი „სომხები“ – სადაც ჯავახეთი უკვე სომხეთის ეთნიკურ ტერიტორიადაა მოცემული. რატომ გააკეთა ყოველივე ეს ისეთი რანგის მეცნიერმა, როგორიც ლენგია?“ (ა. თოთაძე „სომეხი ვაიმეცნიერების ანტიქართული ისტერია“, თბ., უნივერს. გამომც. თბ., 2005 წ.). რა იმალება ამ ფაქტების მიღმა? იგივე XIX საუკუნის ცნობილი „სომხური საქმე იუდას მორალით თუ XX საუკუნის დასაწყისის „დაშნაკური სომხეთის იმპერიის“ იდეა? ცხადია ყველაფერი ერთად, ოღონდაც სახეცვლილი. ისახანიანის, აივაზიანის, კარაპეტიანის, მურა- დიანის და სხვათა უპასუხოდ დატოვება დანაშაულის ტოლფასია. რადგან „... სურენ აივაზიანისა ძმათა მათთა ნაბოდვარს ღრმა ფესვები აქვს და უძველესი დროიდან მომდინარეობს... და ზარის შემოკვრის საფუძველი უნდა გახდეს!“ (ი. ახუაშვილი (მუხათელი), იქვე) და ეს ზარი დღეს ისევ უნდა დაარისხონ, როგორც საუკუნის წინ ილია მართალმა, აკაკიმ, დიმიტრი ბაქრაძემ, იაკობ გოგებაშვილმა და სხვებმა, რადგან აღნიშნული პრობლემები იმდენად საშიშ ხასიათს იძენს ჩვენი ქვეყნისთვის, რომ აგერ სულ ახლახან აფხაზეთის ომში აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონოდ, ჩუმად ჩასახლებულმა სომხებმა ბაგრამიანის ბატალიონი შექმნეს და ქართველ ბიჭებს, რომლებმაც წესიერად იარაღის ხმარებაც არ იცოდნენ თავებს აჭრიდნენ, წამებით ხოცავდნენ, მათი თავებით თამაშობდნენ. ესეც არ იკმარეს, გაქცეულ ლტოლვილებს კოდორში მისდიეს და ხეობის შესასვლელში ქართველების სასაკლაო მოაწყეს! იმავე 1993 წლის 23 ნოემბერს, ქართველებისათვის ბრწყინვალე დღესასწაულზე გიორგობას სწორედ ბაგრამიანის სომხური ბატალიონითავს დაესხა კოდორის ხეობის სოფლებს ომარიშარასა და საკენს! ისევ სისხლის ზღვა დააყენეს. შემდეგ... გალის ქართული მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა ისევ მათ კისერზეა. რატომ? რა დავუშავეთ ამ ხალხს, ამდენ ღვარძლსა და ბოროტებას რომ ატარებენ გულში და შემთხვევას არ უშვებენ არაწესიერი, უპატიოსნო, ვერაგული გზით გაუსწორდნენ ქართველს და საქართველოს? რას გვედავებიან? ქვეყანას? დიახ!.. ქვეყანას! ტერიტორიას, ეკლესიებს, ისტორიას, ენას და ყველაფერს, რაც გაგვაჩნია წმიდა! დავიწყოთ თავიდან! მოკლედ გავცეთ პასუხი ბატონ ისახანიანს რამდენიმე საჩოთირო საკითხზე:

 

1. ბატონი ისახანიანი შავით თეთრზე სწერს რომ: „საქართველოში სომხური მოსახლეობა ყოველთვის წარმოადგენდა საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ ჯგუფს, რომელიც მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და ადეკვატურად პასუხობდა სხვადასხვა სახის გამოწვევებს“. ეს წინადადება სრული სიყალბეა ბატონებო და ისტორიაში ჩაუხედავი პიროვნების მეტი ასე არავინ გაბედავდა თქმას და წერას.

 

და აი რატომ...

 

ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან ძვ. წ. VII ს. არმენიელებმა შემდეგში იგივე ჰაიკებმა და- იკავეს ქართველური ტომებით დასახლებული ალაროდიელების ქვეყანა. ქვეყანა სადაც ცხოვრობდა „ალალი“ ხალხი და მათზე თქმულება-გადმოცემები დღესაც ცოცხლობს ქართველი ხალხის ცნობიერებაში. ჰაიკებმა, რომელთა დამახასიათებელი თვისება იყო ყოველგვარი საქმის მოგვარება ბილწი და უკადრისი გზებით, მიდიელთა (სპარსელთა) დახმარებით ჯერ შეავიწროვეს, მერე კი აჰყარეს თავიანთი სამკვიდრებლიდან ალაროდიელნი და თვითონ დაიჭირეს მათი მიწა-წყალი (იხ. ლენორმანი, მასპერო, ბიუფი, რაულინსონი). ომებისგან ქანცგაწყვეტილი ვაჟკაცი ხალხი, იძულებული შეიქმნა ჩრდილოეთით, კავკასიისკენ, თავიანთ სისხლისმიერ ძმებისკენ, იბერიელებისკენ დაძრულიყო. ჰაიკები შეძლებისდაგვარად შეეცადნენ ცივილიზებული ალაროდიელებისგან წაეღოთ ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა, მაგრამ ვერ წაიღეს უმთავრესი: მეომრული სული, კეთილშობილება, მტრისა და მოყვრის პატივისცემა და ათასწლეულობით ნაწრთობი ხალხური ზეპირსიტყვიერება, წარმართული კულტურის მდიდარი საგანძური, რაც დაადასტურა ურისა და ვანის გათხრებში ნაპოვნმა თიხის ფირფიტებმა (ცოტა ქვემოთ ამ საკითხს უფრო ვრცლად შევეხებით). ე. ი. მკვეთრი სასაზღვრო ხაზი იქნა გავლებული ქართველური ტომებისა და ჰაიკების ქვეყანას შორის ძვ. წ. V-IV ს-ში.

 

ჰაოსიანები მეტ-ნაკლები ნათესაური ურთიერთობით იყვნენ დაკავშირებულნი არიელებთან. ისინი ერთობლივად ესხმოდნენ თავს იბერიას, კოლხეთს, მესხეთს, ალბანეთს და ბოლოს პონტოს ძლიერ სამეფოს. ჩვ. წ. I-II სს-ში ჰაიკებმა (არმენიელებმა) ნათესაური ურთიერთობაც კი დაამყარეს პონტოს სამეფოსთან. ვიდრე თვითონ სჭირდებოდათ მითრიდატეს გამოყენება, ცხადია გამოიყენეს, შემდეგ კი დევნილი მეფე-სიმამრი ტიგრან II-მ თავის კარზეც არ მიიღო! აი, სიმართლე ბატონებო! ხაზი გატარებულია იმისთვის, რომბატონი ისახანიანი დარწმუნდეს, რომ უძველესი დროიდან ქართველი ხალხი არ ენდობოდა (რა თქმა უნდა გამონაკლისის  გარდა) – ჰაიკურ არიანულ მოდგმას. საქართველოში - არასოდეს არ ყოფილა სომხური მოსახლეობა საზოგადოების მთავარი ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა „ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლი ტიკურ ცხოვრებაში და ადეკვატურად პასუხობდა სხვადასხვა სახის გამოწვევებს“. უარესიც ბატონებო ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრებამ საბოლოოდ გათიშა ახლო-მეზობლები(არმენია და იბერია) და პირველმა სომეხთა პატრიარქმა დაწყევლა ქართველი ხალხი. ამაზეც უფრო ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ, ამდენად, მიუხედავად ამ ორი ქვეყნის, ქართველთა და სომეხთა ისტორიულად ძნელბედობისა, სომხები მაინც უკეთეს პირობებში აღმოჩნდნენ, რადგან პეტროს მკიწვრელის მონოფიზიტურ სარწმუნოებაზე მოიქცნენ. ეს ნაბიჯი და რჯულის ღალატი ჰაიკურ წიაღში არსებული ინდურ-არიანული (აღმოსავლეთ ირანის) გენის გამოძახილი გახლდათ. ირანის შაჰებისა და თურქთა სულთნების კარზე მათი რწმენა დაცული და მიღებული იყო, ქართული მართლმადიდებლური კი - არა. თურქ-სელჩუკთა შემოსევებმა, მართალია, ორივე ქვეყანა ლამის გაანადგურა. მაგრამ ქართველი ხალხის მეომრულმა სულმა თავის წიაღში წარმოშვა გენიოსი მეფე - მხედარი დავით აღმაშენებელი და რაოდენ სამარცხვინოა, როცა მეცნიერს აკადემიკოსის წოდება აქვს, საუბარია სურენ აივაზიანზე და მის მეცნიერ-მეგობართა წრეზე, არ იცის დავით აღმაშენებელი ვინ იყო! მისი ბიოგრაფიული მასალები და კერძოდ დიდგორის ომის დაწვრილებითი მიმოხილვაც კი უხვად არის დაცული არაბულ, ბერძნულ, თურქულ, სპარსულ, ებრაულ და ლათინურ ენათა სამყაროში. დავითის პაპის, ბაგრატ IV-ის თავგანწირულმა შემართებამ წინა საუკუნეში სომხებისაგან წართმეული ლორე-ტაშირი, სამშვილდე დაუბრუნა თავის ქვეყანას, გიორგი II-ის დროს, ისევ მიიტაცეს მათ ეს ძირძველი იბერიული გოგარენეს მიწა-წყალი, მაგრამ დავითმა საბოლოოდ შემოუერთა საქართველოს 1118 წელს, ოღონდაც არა სომხეთისაგან, არამედ თურქებს წაგლიჯა იგი. რაც შეეხება სომეხთა სამეფოს, მან როგორც სუბიექტურმა ერთეულმა, არსებობა შეწყვიტა 1065 წლებიდან და ირანის სახანოდ გადაიქცა. დავით აღმაშენებლის დროს ათასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა ანისის აღებას და ეს მხარე, როგორც მხარე და არა სამეფო, შემოუერთდა საქართველოს. ამ  პერიოდიდან კიდევ უფრო გამწვავდა ჰაიკების ფარული მტრობა და შური ქართველების მიმართ. საქართველოს ისტორიის მანძილზე მრავლად მოგვეპოვება საშინელი ღალატის მაგალითები. ორი მათგანი გავიხსენოთ (რატომ უმალავენ ქართველი ისტორიკოსები ქართველ მოსახლეობას ამ ცნობას, გაუგებარია!) მხოლოდ: ქართლის მეფე გმირი სვიმონ I სომეხმა ყორღანაშვილმა ჩაუგდო ხელში სპარსელებს და ერეკლე II-ის მეფობის დროს იოსებ არღუთაშვილმა, რომელსაც მეფემ ქართველი თავადის ტიტულიც კი მიუბოძა, ყარაბაღიდან ჩამოასახლებინა სომეხი მელიქები და დღევანდელ შულავერსა და მის მიმდებარე სოფლებში უხვად ჩამოარიგებინა მათთვის ქართული მიწა-წყალი. ომებისაგან ისედაც შეთხელებული ქართული მოსახლეობა ამჯერად სომხებმა გამოაძევეს. ამასთანავე, სწორედ აქაური ორი სომეხი, მეჯნუნი და აბო, ურცხვი ღალატით შემოუძღვნენ 1795 წელს აღა მაჰმად-ხანს თბილისის ასაოხრებლად და ერეკლე II-ის დასაქცევად. ეს შემოსევა ითვალისწინებდა თბილისის გაწმენდას ქართველი არისტოკრატიისა, ხელოსნებისა და ვაჭრებისაგან, მათ ადგილს დაიჭერდა ირანიდან და თურქეთიდან შემოსახლებული სომხური მოსახლეობა,  როგორც მოხდა კიდეც 1828-29 და შემდგომ წლებში. ბატონი ისახანიანი იოსებ არღუთაშვილს თუ გულისხმობდა ერეკლე II-ის ცხოვრების აქტიურ მონაწილედ, რომელიც პასუხობდა ადეკვატურად სხვადასხვა სახის გამოწვევებს, ეს სრული სიცრუეა. იოსებ არღუთაშვილი მხარგრძელების ბოროტ თესლზე ამოსული ყლორტი იყო, რომელსაც საჯაშუშოდ- სჭირდებოდა საქართველო. ერთის მხრივ, სპარსეთის შაჰის კარს ემსახურებოდა და საქართველოს სამეფო კარის უმნიშვნელო წვრილმანებსაც კი ატყობინებდა მსტოვრების პირით, მეორე მხრივ კი, რუსეთის იმპერიისკენ ჰქონდა ხელი გაწვდილი. იმდენად ეშმაკი და მოხერხებული პიროვნება გახლდათ, ორთავე იმპერიას „სუფთად“ იყენებდა, ისე რომ ვერც ერთი ვერ მიხვდა, ვისთვის იღვწოდა ეს მართლაც „გრძელხელება“ ჯაშუში, რომელსაც რუსეთმა „დამსახურებისათვის“ რუსი თავადის ტიტული და გვარიც კი უბოძა, ამდენად, – ის დოლგორუკი გახდა და ორივე იმპერიის კარზე მხოლოდ სომხურ საქმეს აკეთებდა, რაც კარგად გამოსდიოდა კიდეც... მაგრამ ოცნებას ფრთები ბოლომდე ვერ შეასხა და ვერც სპარსეთის და ვერც რუსეთის დახმარებით ვერ შექმნა „დიდი სომხეთის იმპერია” -  რა თქმა უნდა, საქართვე- ლოს მიწების ხარჯზე! მაგრამ იმდენი კი შესძლო თავისი ჭკუით, რომ თრიალეთის ნაწილი, კახეთის ნაწილი (სიღნაღი, თელავი) და ჯავახეთის მიწა-წყალი სომხებს დაუსაკუთრა...(?) არსებობს უამრავი ისტორიული წყარო, რომელთა უტყუარობის დასაბუთება შედარებითი ანალიზის საფუძველზე ძალიან ადვილია. ერეკლემ თუ ჩამოასახლა სომეხთა ოჯახები (და არა იმდენი, რომ რაიმე ცვლილება მოეხდინათ სამეფო კარის პოლიტიკური ორიენტაციისათვის), ეს მოხდა მათი შებრალებით. აბოსა და მეჯნუნის ღალატის შემდეგ (არაფერი იმალება) ნათელი გახდა არღუთაშვილის მოღალატური იდეოლოგია და მას პატივს ქართული არისტოკრატია აღარ მიაგებდა.

 

რომელ საუკუნეს გულისხმობდა ბატონი ისახანიანი (უნდა ვიმარჩიელოთ), როცა „სომხური მოსახლეობა საქართველოში წარმოადგენდა საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ ჯგუფს, რომელიც მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და ადეკვატუ- რად პასუხობდა სხვადასხვა სახის გამოწვევებს“ —? სომხურმა მოსახლეობამ XIX ს-ში იმატა, რაზეც ილიამ არწრუნს უბრწყინვალესი პასუხი გასცა „ქვათა ღაღადით“. მაგრამ ჩვენ მაინც უნდა შევახსენოთ ქართველ საზოგადოებას იუდას მორალის ანუ სომხური საქმის მე-19 საუკუნის ისტორიის ფაქტები.

 

 

(Გაგრძელება იქნება)

დავით მაისურაძე

პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრი

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები