თბილისის ცენტრში სეპარატიზმის პროპაგანდა და სომეხი ნაციონალისტების „გენოციდური“ ტყუილი იგეგმება

21.04.23 0:20


2023 წლის 24 აპრილის საღამოს, სომხეთის საელჩო საქართველოში და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქია ოსმალეთის იმპერიაში მითიური „სომხების გენოციდის“ 108 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებებს გეგმავენ. ადგილი მეტად სიმბოლურადაა შერჩეული  - თბილისის ცენტრი, დავით აღმაშენებლის გამზირი, 127. ვასო აბაშიძის სახელობის  ახალი სახელმწიფო თეატრის შენობა.

 

უდავოა, რომ მთავარი მოტივი იქნება "არცახის" სომხების - აზერბაიჯანული ყარაბაღის "გადარჩენა" იმ "გენოციდისგან", რომელიც მათ თითქოს ემუქრება და რომელსაც სომეხი ნაციონალისტები აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენად აღიქვამენ. სინამდვილეში ეს სხვა არაფერია, თუ არა სეპარატისტული პროპაგანდა ქვეყანაში, რომელიც თავად განიცდიდა სეპარატიზმს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და ჰყავს 300 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი. ეს დევნილები იძულებულნი გახდნენ გაქცეულიყვნენ, გაქცეოდნენ  ბაგრამიანის ბატალიონის და სხვა ფორმირებების სომეხ ბოევიკებს, რომლებიც ომში სეპარატისტების მხარდამხარ იბრძოდნენ და ახორციელებდნენ ნამდვილ გენოციდს მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის მიმართ. და ამის შემდეგ სომხეთი არა მარტო მხარს უჭერდა სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმებს ე.წ. „არცახი“-ს მეშვეობით  (რომელმაც აღიარა ამ რეჟიმების „დამოუკიდებლობა“), არამედ რეგულარულად ყოველწლიურად კენჭსაც უყრიდა ქართველი დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების წინააღმდეგ.

 

ამავდროულად, თურქეთიც და აზერბაიჯანიც უპირობოდ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რეგულარულად აძლევენ ხმას ქართველი დევნილების დაბრუნებას. წარმოუდგენელია დავუშვათ სოხუმის ან ცხინვალის სეპარატისტების მიერ ორგანიზებული რაიმე ანტიქართული ღონისძიება ან შეკრება ანკარაში ან ბაქოში  თურქეთის ან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. მაშინ რატომ იძლევა  საქართველო თურქეთისა და აზერბაიჯანის მიმართ აშკარად მტრულად განწყობილი ღონისძიების ჩატარების უფლებას თბილისის ცენტრში? ასეთი მოვლენა ზიანს აყენებს  საქართველოს ურთიერთობას მეგობარ ქვეყნებთან და მსხვილ საგარეო ეკონომიკურ და საინვესტიციო პარტნიორებთან.

 

მთელი ამ ვითარების ცინიზმი იმაში მდგომარეობს, რომ სომეხი ორგანიზატორების მიერ „გენოციდის საღამოზე“ მიწვეული იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქისა და ყუმურდოს მიტროპოლიტი, მისი უწმინდესობა ნიკოლოზ ფაჩუაშვილი. ეს იმის მიუხედავად, რომ 2017 წელს ყუმურდოში სომეხი ნაციონალისტები ძალით ცდილობდნენ მისი საკათედრო ტაძრის  წართმევას, ამ სომეხ ნაციონალისტებს წარმოადგენს 2023 წლის 24 აპრილს „გენოციდის საღამო“-ს ორგანიზატორი სომხური  სამოციქულო ეკლესიის (AAC) ეპარქია. ეს ეპარქია ოფიციალურად აცხადებს პრეტენზიას საქართველოს ტერიტორიაზე 442 ქართულ ეკლესიაზე.

 

  დიდი ალბათობით, ისარგებლა რა იმით, რომ მისი ეპარქიის მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად სომხები არიან, მიტროპოლიტი ნიკოლოზი „დაარწმუნეს“ დასწრებოდა ღონისძიებას მათ, ვისაც სურდა და კვლავაც სურს მისი ტაძრის ხელში ჩაგდება. მაგრამ აგრესიული ნაციონალისტების წინაშე ასეთი „გართხმები“ შეიძლება ძვირად დაუჯდეს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. შესაძლოა მან არა მარტო დაკარგოს ტაძრები, არამედ სეპარატიზმის პროპაგანდის გამო განმეორდეს აფხაზური ტრაგედია იმავე სამცხე-ჯავახეთში, როდესაც სეპარატისტებმა გააძევეს ან მოკლეს ყველა ქართველი მღვდელი და ბერი.

 

ღონისძიებაზე ასევე მოწვეულია ლაშა ბაქრაძე, რომელიც დიდი ხანია ცნობილია თავისი პროსომხური განცხადებებით, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. მან თავი გამოიჩინა მითიური გენოციდის 100 წლისთავზე, როდესაც თავის  ვიდეორგოლში წაიკითხა "ნაწყვეტი "გენოციდს გადარჩენილი დავით ფარმანიანის ჩვენებიდან". (https://mediamax.am/ru/news/100seconds/13770/).

 

ეს ამბავი რომ მთლიანად სომეხმა ფალსიფიკატორებმა მოიგონეს, რათა „ევროპის საზოგადოების თანაგრძნობა მოიპოვონ“, სულ მცირე ამაზე ასეთი ეპიზოდი მოწმობს: ამბობენ, „გენოციდის მსხვერპლი“ თურქული იატაგანით დახოცეს. მაგრამ 1915 წელს, ცივი იარაღი, იატაგანი დიდი ხანია ხმარებიდან ამოიღეს და იშვიათ სამუზეუმო ექსპონატად გადაიქცა, როგორც დღეს ხმალია. როგორიც არ უნდა ყოფილიყო 1915 წელს მომხდარი მოვლენები, მაშინ იატაგანი იარაღად არ გამოიყენებოდა. თუმცა, „ევროპულ საზოგადოებაზე“, რომელიც მწერლებმა ისტორიულ მითებზე აღზარდეს „იატაგანიანი საშინელი თურქი იანიჩარების შესახებ“, ასეთ ეპიზოდს ნამდვილად უნდა მოეხდინა ზეგავლენა. მიუხედავად იმისა, რომ იანიჩართა კორპუსი დაარბიეს ჯერ კიდევ 1826 წელს, მითიურ „გენოციდამდე“ 89 წლით ადრე.

 

ეჭვგარეშეა, რომ ლაშა ბაქრაძე კვლავ გაახმოვანებს სომხურ მითებს და პროპაგანდისტულ სიცრუეს. შესაძლოა, სომხურმა პროპაგანდამ ეს განცხადებები "არცახის" სეპარატისტებთან დაკავშირებით "ქართველი ხალხის წარმომადგენლის აზრად" გაასაღოს.  არა ქართველი დევნილებისა, რომელთა ახლობლები და მეგობრები ბაგრამიანის ბატალიონის ბოევიკებმა მოკლეს, აწამეს და რომლის სახლებსა და ბინებში ჯერ კიდევ ცხოვრობენ 1915 წლის მითიური „გენოციდის“ „მსხვერპლთა ნაკადები“.

 

საინტერესოა ისიც, თუ როგორ და რაზე ისაუბრებენ  „გენოციდურ“ ღონისძიებაზე მიტროპოლიტი ნიკოლოზი და ლაშა ბაქრაძე, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დაადანაშაულა, მისი თქმით, თითქოს ის „რუსეთის მეხუთე კოლონაა“ . (https://www.ekhokavkaza.com/amp/24995541.html ).  მაშ ვინ არიან ლაშა ბაქრაძის სომეხი მეგობრები, რომლებიც სრულად უჭერენ მხარს სეპარატიზმს და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას?

 

როგორ შეესაბამება ლაშა ბაქრაძის მიერ სომხური გენოციდის მითების პროპაგანდა (რომელზედაც აგებულია მათი სეპარატისტული პროექტები და სეპარატიზმი, როგორც ასეთი, გამართლებულია) იმ ფაქტს, რომ მისი პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ნაციონალური მოძრაობა) ოფიციალურად გმობს სეპარატიზმს? სწორედ ამიტომ სარგებლობს ნაციონალური მოძრაობა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილების მხარდაჭერით. აშკარაა, რომ ლაშა ბაქრაძე უბრალოდ „წირავს“ პოლიტიკურ ძალაუფლებას სომეხი „მეგობრების“ გამო.

 

 

გიორგი მაზნიაშვილი

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები