იუდას მორალი ანუ სომხური საქმე საქართველოში ნაწილი მე-5

05.05.23 14:40


არ მინდა ჩემმა თაობამ წინაპართა შეცდომები გაიმეოროს! შეცდომა ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს ყოველთვის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაც უფრო კარგად გავითავისებთ და გავაცნობიერებთ წარსულს, უფრო მყარად დავადგამთ საკუთარ მამულში ფეხს, და არა ისე, ხვალინდელი დღის შიშით, შიმშილის შიშით (რაც გონებას უხშობს დღეს ბევრ ერ ღირსეულ პიროვნებას), დიახ! ჰაერში, ფუძეგამოცლილი რომ არ დარჩეს... ხვალ.. – არამარტო ჩვენი თაობა, ჩვენი მომავალიც! საქართველოს ამოძირკვისა და გადაშენების ცოდვას ნუ დაიდებს ჩვენი მშობლებისა და ჩვენი თაობა! ისევ ილიას მოვიშველიებ: „ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს, ერთიან სულს ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებული და დიდ-ბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი და ზედ წარუწერია დიდთა საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი. ერი, რომელსაც ახსოვს ეგ თავისის ერთიანის სულის წირვა, ეგ თავის დიდ-ბუნებოვანნი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვნდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ ლხინი. ამ ღირსებათა პატრონი ერი არ დაუვარდება, არ დაუძაბუნდება არავითარს ზედმოსეულს უბედურებასა და განსაცდელსა. იგი გულგაუტეხელად იბრძვის, იღვწის, გამხნევებული თავის მამა-პაპის მაგალითითა და ანდერძითა, და მარტო გულგაუტეხელი მებრძოლი დაინარჩუნებს ხოლმე ბურთსა და მოედანს ამ წუთისოფელში.

 

დიდ-ბუნებოვან კაცთა და სახელოვან გმირთა მაგალითებით ისტორია სწურთნის ერსა, დიდებულნი საქმენი კიდევ გულს უკეთებენ მოქმედებისათვის, აქეზებენ, ამხნევებენ, თუ ნამეტნავად ის მაგალითები ერის საკუთარი ისტორიისანი არიან. ერი თავის გმირების ცხოვრებითა და მაგალითებით უნდა ჰსულდგმულობდეს, თუ მართლა ერობა სურს“. როგორც ვხედავთ, ახლაც, 21-ე საუკუნეშიც ძალიან სასარგებლო რჩევაა, რა თქმა უნდა, ვინც გაითვალისწინებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ფილოსოფიურ, რიტორიკულ, თეოლოგიურ, მათემატიკურ თუ ასტრონომიულ მეცნიერებას ათასწლეულების ისტორია გააჩნია, ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო გამოწვეულმა მუდმივმა ომებმა ხალხი (საუბარია უკლებლივ ყველა ქართულ ეთნოსზე) სისხლისაგან დაცალა. მე-19 საუკუნის ბოლოს, როგორც იქნა, დიდი მამულიშვილების მუხლჩაუხრელი ბრძოლითა და შეუპოვარი მეცადინეობით საფუძველი ჩაეყარა და 1918 წლის 8 თებერვალს საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში გაიხსნა ქართული უნივერსიტეტი. ე. ი. ქართველ ახალგაზრდობას მიეცა საშუალება უმაღლესი განათლება მიეღოთ სამშობლოში და, რაც მთავარია, მშობლიურ ენაზე. უნივერსიტეტის დაარსება თავისთავად უდიდესი მოვლენაა ნებისმიერი ერისთვის! შეიკრა და შედუღაბდა ყოველგვარი სიბრძნე და მეცნიერება ერთად, ერის სულსა და გულში! ამიტომაცაა გასაკვირი ჩვენი დიდი მეცნიერების დუმილი! ნუთუ ცოტაა მოსაჩხრეკი ქართველი ერის ისტორიაში, რომ სირაქლემასავით თავი ქვიშაში არ ჩავფლათ? რატომ? ბისმარკი ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე იყო, გერმანიის სამეფოების გამაერთიანებელი და დიდი გერმანული სახელმწიფოს საფუძვლის ჩამყრელი. არავისი შეშინებია, შემდეგ, როცა ჰიტლერმა სისხლის წვიმები მოუვლინა დედამიწას, ბევრი პოლიტიკოსი ჰკიცხავდა ბისმარკს ამისთვის, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს!.. ამ გაერთიანებამ და ეროვნული თვითშეგნების ღრმად გაცნობიერებამ გერმანელ ერს იმ ცუდისგან განსხვავებით, უდიდესი სიკეთეც მოუტანა, დღეს ეს ქვეყანა ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა! ასეა შეერთებული შტატები – ლინკოლნის გენიალურმა შროსმჭვრეტელობამ გააერთიანა ჩრდილოეთი და სამხრეთი შტატები და შექმნა დღევანდელი უძლიერესი სახელმწიფო! მართალია, ამერიკელს ეროვნება არ გააჩნია და ნაერთი  კონგლომერატია, მაგრამ ნებისმიერი დღევანდელი ამერიკელი ამაყად გეტყვით, რომ მიუხედავად თავისი ნამდვილი ეროვნული წარმოშობისა, ის ამერიკელია!—და ეს ბრძნული გააზრება მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის, ლინკოლნის პოლიტიკის შედეგია! ჩვენ? ჩვენ რაღა დაგვემართა? წარსული გვქონდა ღირსეული და იმასაც ვკარგავთ? რატომ? ღირსების გრძნობა აღარ გაგვაჩნია, თუ ისე ვართ დათრგუნული, რომ ყველაფერი „სულერთია?“ – აი, სად არის უბედურება! აი, სად უნდა ვეძიოთ ერის გადაგვარების საფრთხე! რასაც ხელი უნდა შეუშალოს ნებისმიერმა ქართველმა!

 

გადავხედოთ სიამაყით ჩვენს წარსულს და გავისხენოთ ისევ ილიას სიტყვები: „რომ ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისს ისტო- რიას ივიწყებს!!!“ „ისტორია იგი დიდებული ტაძარია საცა უწირავს ერთიან სულსა ერისასა და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებული და დიდბუნებოვან კაცთა უწმიდესნი ხატნი და ზედ წარუწერია დიდთა საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი!!!“ „სახელოვან გმირთა მაგალითებით ისტორია სწურთნის ერსა, ზრდის  და დიდებულნი საქმენი კიდევ გულს უკეთებენ მოქმედებისათვის!“

 

რაღა დაგვრჩენია მეტი, მაშინ უმჯობესია სისხლისღვრის გარეშე რაც დარჩენილა საქართველოდ, ისიც დაიშალოს ავტონომიებად, ეთნიკურ ერთეულებად და ვინ იცის კიდევ რად. გულუხვი ერი ვართ... უხვად გავცემთ... სანაცვლოდ კი არაფერს ვითხოვთ. მაგრამ ვიქნებოდით კიდევ ერი ამის შემდეგ? ამ დანაშაულს არ აპატიებს არავის მომავალი თაობა, ის თაობა ვისაც წიგნი აუღია ხელში, ან მამა-პაპათაგან გაუგონია სიმართლე ჩვენს წარსულზე, და ვაი, რომ ისეთ წარსულზე, რომლის მსგავსიც დღეს ბევრს არ მოეპოვება! მართლაც რომ ვაი!

 

უფალმა რომ სამოთხიდან გამოდევნა ცოდვილი ევა და ადამი, დედამიწა მიუჩინა სახლად და საცხოვრისად. მათ შემდეგ მეორე ცოდვა კაენმა ჩაიდინა, როცა საკუთარი ძმა აბელი მოკლა! უფალმა დასწყევლა კაენის შთამომავალნი, ევასა და ადამს კი სხვა ძე, სეთი ანუ შეთი მისცა. გამრავლდა კაენისა და სეთის შთამომავლები და შეერივნენ ერთურთს, ე. ი. ცოდვა გადანაწილდა!

 

ცოდვის გამო კაენი „გადაიხვეწა ნოდის ქვეყანაში“ და შეირთო ცოლი. მის მეექვსე თაობას ლამექს მეორე ცოლისაგან შეეძინა ვაჟი, რომელსაც დაარქვეს თუბალ-კაენი. ბიბლიაში, რომელიც იწერებოდა ძვ. წ. XIII საუკუნეში, ვკითხულობთ: „შვა ცილამაც (ლამექის მეორე ცოლი) თუბალ კაენი, რვალისა და რკნის საჭურველთა მჭედელი“... ე. ი. ადამის წარმოშობის წიგნიდან ცნობილი ხდება რვალისა და რკინის საჭურველთა მჭედელი თუბალ-კაენი! – რომელიც შემდეგ ხდება თავისი მოდგმის მამამთავარი!

 

შევჩერდეთ! ჯერჯერობით სხვა ხალხის წინაპრებზე არ საუბრობს ბიბლია. ვინ არიან თუბალები?

 

ნოეს შვილებიდან ერთ-ერთი არის იაფეტი, რომელიც არის მამა ასევე თუბალისა და მეშექის!

 

ასურეთის ბატონი ტიგლატ-პილასარი I (1100 ძვ.წ.) იხსენიებს მუსკებს (მუშქებს). ანტიკური ხანის ცნობილი ისტორიკოსები მიუთითებენ, რომ მუსკები, იგივე მესხები ბიბლიური მეშექის შთამომავლებია. ამ დროისთვის ისინი (მესხები) იმდენად ძლიერნი ყოფილან, რომ ასურეთის საბრძანებლის დაპყრობასაც კი ბედავდნენ (ი. ჯავახიშვილი, ტ. I, გვ. 60). ისინი ფლობდნენ მდიდარ ქალაქებს და ჰქონდათ ორგანიზებული სახელმწიფოებრივი წყობილება. რაც შეეხება ტაბალების (თუბალების) სამფლობელოები კი იმდენად დიდი იყო, რომ ოცდაოთხ სამეფოს ითვლიდა. როგორც ბიბლიიდან ვგებულობთ ტაბალები (თუბალები) მოდგმით იყვნენ მჭედლები და ამ ხელობას გადასცემდნენ შთამომავლობას.

 

დაბადებაში გარკვევვით არის ჩამოთვლილი ნოეს შვილის იაფეტის შვილები: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი. ნოემ ყველას თავ-თავისი წილი შეახვედრა და იაფეთი დალოცა: „განუფართოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაეკმვიდროს! დაემორჩილოს მას ქანაანი“. (დაბადება, თავი 29, მუხლი 27, გვ. 19). ახლა კი გადავშალოთ „ქართლის ცხოვრება“ და წავიკითხოთ: „პირველად ვახსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკანელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა – ამათ თვისთა ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძმისწული იაფეთისი, ძისა ნოესი“.

 

როგორც ვხედავთ „ქართლის ცხოვრებაში“ მოყვანილი ჩვენი წინაპრების გენეალოგია არ ემთხვევა ბიბლიურს. მარტივი ასახსნელია: ქართველი მემატიანე აბსოლუტურად განსხვავებული რასის წინაპარს თავის უფროს ძმად, საკუთარი სურვილით არ ჩასწერდა. ცოტა ქვემოთ ჩავყვეთ „ქართლის ცხოვრებას“ „ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდნენ კაცნი რვანი, გმირნი ძლიერნი და სახელოვანი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა ერქუა ჰაოს (?), მეორესა ქართლოს, მესამესა ბარდოს, მეოთხესა მოვაკან, მეხუთესა ლეკ, მეექუსესა ჰეროს, მეშვიდესა კავკას, მერვესა ეგროს. ესე რვანი იყვნენ გმირნი. ხოლო ჰაოს (?) უმეტეს გმირი იყო ყოველთასა, რამეთუ ეგევითარი არაოდეს ყოფილ იყო არცა წყლისრღუნის წინათ და არცა შემდგომად ტანითა, ძალითა და სიმხნითა.

 

ხოლო ვერღარა იტევდა ქუეყანა არარატისა და მასისის, განუყო თარგამოს ქუეყანა და ნათესავი თვისი რვათა ამათ გმირთა: ნახევარი ნათესავისა მისისა და ნახევარი და უმჯობესი ქუეყანისა მისისა მისცა ჰაოს“. (?) – აი, სად მარხია ძაღლის თავი! ე. ი. ჰაოსი უფროსი ძმაა! ყველაზე გულოვანი, მებრძოლი და ცხადია ქონების ნახევარი მამამ (თარგამოსმა) მას მისცა, - მხოლოდ ნახევარი გაუყო დანარჩენ შვიდს! - საკვირველია ამ სიყალბეს აქამდე ვერ ამჩნევდნენ ან ჩვენი ან სხვისი ისტორიკოსები? შევეცადოთ დავაზუსტოთ ქართლის ცხოვრების დაწერის თარიღი. ვახტანგ მე-VI მე-18 საუკუნეში სხვადასხვა ქართული და სომხური წყაროებიდან ამოღებული მასალებით შეავსო იგი. ცხადია, აღნიშნული წყაროები ყველა ვერ იქნებოდა სრულყოფილი, ე. ი. ადგილი აქვს დამახინჯებას. მაგრამ ძირითადი ფაქტები სწორადაა გადმოცემული, რადგან ამჟამადაც არსებობს ის გეოგრაფიული სახელები, რაც უძველეს წყაროებში გვხვდება. სომეხი ისტორიკოსის მოსე ხორენელის ცნობით: „იაფეტი შობს გამერს, გამერი შობს თირას; თირასი შობს თორგომს; თორგომი შობს ჰაიკს!“ აქ, რა თქმა უნდა, წინაპრები შერეულია ჰაიკი მეოთხე თაობაა იაფეტის, თორგომის შვილი!..“ სომხურის წყაროთი ჰაიკი იაფეტის პირდაპირი შთამომავალია, მეოთხე შტო! ქართლის ცხოვრებით იაფეტის ძმისშვილისშვილი! „დაბადებაში“ საერთოდ არ არის ნახსენები ჰაიკი! ვინ არის ჰაიკი? ამას ჩვენ მოგვიანებით ვიტყვით! „დაბადებაში“ – როგორც ყველაზე სარწმუნო წმინდა წიგნში შავით თეთრზე სწერია, რომ იაფეტის შვილები იყვნენ: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი. გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა. შემდეგ ბიბლია ჩამოთვლის ქამის და სემის შვილებს და სრულიად გარკვევით ამთავრებს სათქმელს: „ეს არის ნოეს ძეთა შთამომავლობა თავ-თავისი მოდგმის მიხედვით, თავ-თავის ხალხში. მათგან განშტოვდნენ ხალხები ქვეყანაზე წარღვნის შემდეგ“, და არსად სხვაგან ბიბლია აღარ უბრუნდება იაფეთის სხვა შთამომავლებს. სად ამოიკითხეს სომხებმა ჰაიკი? ქართული ეკლესიის ისტორიის მკვლევრის, მიხეილ თამარაშვილის მოსაზრებით: „ქართული სიტყვები: „სამხრეთი“ და „სომხეთი“ აღნიშნავს შესაბამისად „სამხრეთს“ და საქართველოს „სამხრეთით მცხოვრებთ“. მათ აძლევენ აგრეთვე „სომხეთის“ და „სომეხთა“ მნიშვნელობებს. თანამედროვე სომხებმა, ან უფრო სწორად „ჰაიებმა“, როგორც ისინი თვითონ უწოდებენ საკუთარ თავს, ეს სიტყვები მიიკუთვნეს და თავი მიაჩნიათ იაფეტის შვილიშვილ თოგორმას პირველ შვილებად, ქართველთა უფროს ძმებად, რაც აშკარა მითვისება გახლავთ. ნათესაობის თვალსაზრისით სომხებს (დღევანდელ სომხებს) არაფერი აქვთ საერთო ქართველებთან. მათი გენეალოგია სავსებით ხელოვნურია, ვინაიდან თარ- გამოსის გადმოცემამ სომხეთში შეაღწია მხოლოდ ბიბლიის სომხურად თარგმნის ანუ ქრისტიანობის მიღების შემდეგ. ქართლის ცხოვრების სომხურად თარგმნის შემდეგ მათ მიითვისეს ჩვენი ისტორია! თარგმნეს „ქართლის ცხოვრების“ უძველესი ხელნაწერი. მეცნიერებამ სავსებით უარყო სომეხთა და ქართველთა საერთო წარმოშობის იდეა. ანთროპომეთრიულმა გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ აგებულებითა და თავის ქალის მოყვანილობით ქართველები და ახლანდელი სომხები თეთრი რასის ორი აბსოლუტურად განსხვავებული ტიპი გახლავთ!!! მეორეს მხრივ, კრიტიკულმა განხილვამ დაადგინა, რომ მოსე ხორენელის ისტორია მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნური კომპილაციაა. აღმოსავლეთმცოდნე მ. ა. კარიერმა საბოლოოდ გაანადგურა ეს ისტორია. დაამტკიცა, რომ „ვითომდა სირიელი ისტორი- კოსი მარი აბას კატინა, რომელსაც ეყრდნობა მოსე ხორენელი, ამ უკანასკნელის ფანტაზიის ნაყოფია, ისევე, როგორც ნაამბობი, რომელსაც მას მოსე მიაწერს“. დაახლოებით ამგვარსავე მოსაზრებას გამოთქვამს ცნობილი მკვლევარი პოლ დე ლაგარდი: „ვერავითარ ნდობას ვერ გამოვუცხადებთ მოვსეს ხორენაცთან მოტანილ ცნობებს, რომლებიც სომხების წარმომავლობას შეეხება; ეს არის ქრისტიანული ეპოქის მდარე კომპილაციები, სადაც ყალბს ნამდვილზე მეტი ადგილი უჭირავს“.

 

საინტერესოა, რაში სჭირდებოდათ ქართველ მემატიანეებს ასეთი სისულელის გამოცხობა, როგორიც ჰაოსის (ჰაიების) და ქართლოს- ეგროსის ძმობაა? იქნებ შეცდომაა და ჰაოსის ნაცვლად ჰაიეტი კოლხთა ლეგენდარული მეფე იგულისხმება? თუ ასეა, შეცდომა ახლა მაინც აუცილებლად უნდა გასწორდეს, რომ მომავალ თაობებს ჩვენსავით თავში საცემად არ გაუხდეს უცხო ტომელის უფროსი ძმობა, რომელმაც ლამის ყელში წაგვიჭიროს ხელი და მიგვახრჩოს, ოღონდაც ქვეყანას მოგვაშოროს! უბედურება თვითონ ჩვენს ხასიათსა და ბუნებაშია და როგორც ზევით აღვნიშნე, გადამეტებულ კეთილშობილებაში, რომელიც გვღუპავს და ზოგჯერ გიჟადაც წარმოგვაჩენს. განა ჩვენმა ისტორიკოსებმა ვერ წაიკითხეს დაბადებაში, რომ თუბალი და მეშექი იაფეტის შვილები არიან და არა თოგორმას შვილთა შვილები? იაფეტის შვილები ხალხთა მამამთავრების უფლებით სარგებლობენ (როგორც იაფეტი), რასაც ვერ ვიტყვით თოგორმას შვილთაშვილზე, რომელიც დაბადებაში საერთოდ არ არის ნახსენები და „ზეპირ გადმოცემაზეა“ დამყარებული – ისტორიას კი, ნუ დაგვავიწყდება, რომ ფაქტები ქმნიან.

 

მოვსეს ხორენაცი რომ კომპილატორია, კიდევ უფრო შეგვიძლია დავაზუსტოთ:

 

1. როგორც უკვე ვთქვით, მოვსეს ხორენაცის ძირითადი წყარო სირიელი ისტორიკოსი მარ აბას კატინა, არ არსებული პიროვნებაა, რადგან მსოფლიო ისტორიის სიძველენი ასეთ ვინმეს საერთოდ არ იცნობენ!

 

2. ბიბლია ითარგმნა სომხურად მხოლოდ მას შემდეგ, რაც მესროპ მაშტოცმა, ბერძენი ბერის დახმარებით, სომხებს შეუქმნა დამწერლობა ძირითადად ქართული ნუსხა ხუცურის, ასომთავრულის, სირიულისა და ბერძნული ენებისა და დამწერლობის გამოყენებით. მაშტოცის ცხოვრებას და შემოქმედებას აღწერს მისი მოწაფე და თანამედროვე კორიუნი. კორიუნის თხზულება შექმნილია დააახლოებით ახ. წ. 443-444 წწ. (Kopюн. Житие Маштоца, Ереван, 1962 წ., გვ. 49). კორიუნი აღწერს, რა თავდადებით ქმნიდა მაშტოცი სომხურ ანბანს. ამ საქმეში ცხადია ის მარტო არ იყო, მოწაფეთა და თანამოაზრეთა მთელი დასი ეხმარებოდა, მაგრამ საქმე სხვა რამეშია, კორიუნის თქმით სომხური ანბანის შექმნის შემდეგ, რომელსაც დიდხანს მოუნდა მისი მასწავლებელი, მაშტოცმა „სწრაფად“ შეუქმნა ანბანი ქართველებსა და ალბანელებს! მთლად უარესი! კორიუნის მიხედვით ქართული ენის არმცოდნე მაშტოცს სომხეთშივე შეუქმნია ქართული ანბანი! და ამის შემდეგ გამომგზავრებულა საქართველოში, სადაც (ალბათ) მეფე და არისტოკრატია მონური მორჩილებით შეხვედრიან! რა საშინელი სიყალბეა! გულისამრევი სიცრუე! თუკი მოვსეს ხორენაცის ჰქონდა უფლება ეთქვა, რომ გადმოცემიდან იცოდა „ჰაიკი“ ვინ იყო, ასეთ „გამოჩენილ სწავლულს“, როგორიც ხორენაცი იყო, არ ეცოდინებოდა, რომ ქართველებს წინაქრისტიანული პერიოდიდან ჰქონდათ დამწერლობა? მაგრამ ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება, ძველი ქართული ენის სპეციალისტი, პროფეროსი კორნელი კეკელიძე, რომელმაც ეპისკოპოსის მანტია გაიძრო ბოლშევიკების საამებლად და წვერი გაიკრიჭა, გაიზიარა აღნიშნული სიყალბე და თავისი შრომებით ქვეყნიერებას ამცნო, რომ ქართველებს მე-4-5 საუკუნემდე დამწერლობა არ ჰქონიათ, და მერეც, სომეხთა ნაწყალობევი შევიქენით! სადაური მეცნიერება და პალეოგრაფიაა ეს? კეკელიძემ ღმერთს უღალატა და მეცნიერებას არ უღალატებდა?

 

მოვიძიოთ მხოლოდ ფაქტები სიმართლის დასამტკიცებლად. მივხედოთ საქართველოს ძველ მიწა-წყალს, ვინ ვიყავით და რანი ვართ დღეს, შემდეგ კი ქართულ დამწერლობას დავუბრუნდეთ და გავარკვიოთ, რამდენად ვართ დავალებული მეზობელი „მოძმე ხალხისაგან“.

 

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ ბიბლია (დაბადება) უძველესი წიგნია. მას მოსეს ხუთწიგნეულსაც უწოდებენ, რადგან მოსემდე წიგნი არ ჰქონდა ისრაელის ერს და მოსემ ღვთის ჩაგონებით დაწერა აბრაამის ხალხის წარსული და მისი ისტორია ადამიდან მოყო- ლებული. ბიბლია წმინდა წიგნია – ცნობილი ფრანგი ორიენტალისტი ფ. ლენორმანი „ძველ მსოფლიოში ხალხთა განსახლების განსაკუთ- რებით ძველი, განსაკუთრებით ძვირფასი და სრული ისტორიის დოკუმენტს“ უწოდებს მას და ამბობს, რომ „მის სიზუსტეს ადასტურებს შედარებითი ენათმეცნიერება და ფიზიოლოგიური გამოკვლევა სხვადასხვა ერისა“.

 

ადამის შემდეგ ყველაზე ცნობილი პიროვნება ნოე არის. უფალმა გამოარჩია ცოდვილ ადამიანთა შორის ნოე და უბრძანა შთამომავლობის გადარჩენა. დაბადება საინტერესოდ გადმოსცემს ნოეს ცხოვრების წარღვნისდროინდელ და შემდეგი პერიოდის ფაქტებს. ჩვენთვის აქ მთავარია სად გაჩერდა ნოეს კიდობანი. წმინდა წერილის მიხედვით: „მეშვიდე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს არარატის მთებს მიადგა კიდობანი“. – ვკითხულობთ დაბადებაში. არარატის მთა კი დღევანდელ სომხეთშია. ვნახოთ ამის შესახებ რა მოსაზრებები აქვთ სერიოზულ ავტორიტეტებს: არარატის, იგივე მასისის მთის (ასე ერქვა ჩვენი წელთაღრიცხვით IX საუკუნემდე) სომხეთში მდებარეობის აზრს და ფაქტს აღიარებენ ბერძნული და ლათინური ეკლესიის წმინდა მამები. ამავე აზრს იზიარებს ნიკოლოზ დამასკელიც.

 

ნოეს და შემდეგ იაფეტის შვილების გენეალოგიის საკითხში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ქართლის ცხოვრება“ არ ემთხვევა ბიბლიურს. ჰაოსი ან ჰაიეტია, ან კიდევ დამახინჯებაა! რადგან ქართველი და სომეხი ეთნიკურად და ანთროპოლოგიურად სხვადასხვა გენის და რასის შთამომავლები არიან. ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულმა წარწერებმა გამოარკვია, რომ ძვ. წ. VI საუკუნემდე ტერიტო- რია, რომელსაც სომხური გეოგრაფიიდან ვიცნობთ, როგორც არარატს, მანავაზიანს, ვასპურაკონს, არ იყო სომხებით (ჰაიქ) დასახლებული! ადგილებში ცხოვრობდა აბსოლუტურად განსხვავებული ხალხი ფიზიკურად და ენობრივად“. – ფ. ლენორმანი.

 

მეცნიერული გამოკვლევების საფუძველზე თანამედროვე სომხები არიული, ანუ ფრიგიული, და აღმოსავლეთ ირანული, უკეთ რომ ვთქვათ ინდური წარმოშობის (შერეული, ამას შემდეგ ქ ვიტყვი) რასაა, „სომხეთის ტერიტორიაზე მოგვიანებით (ძვ. წ. VI ხაზი ჩემია დ. მ.) მოსული. ქართველები ამ რასას არ ეკუთვნიან. ამიტომაა, რომ „ქართლის ცხოვრებას“ სიტყვები „სომხები (საკუთრივ სომხები და არა არმენები და ჰაიკები!) ეკუთვნიან სომხეთის თავდაპირველ მოსახლეობას, რომელიც ქართველების რასას ეკუთვნოდა“... „ქართლის ცხოვრებაში“ რამდენჯერმე განმეორებული მტკიცების მიუხედავად, თოგორმას სომეხთა წინაპრად ვერ მივიჩნევთ. ამ სიტყვას განვიხილავთ როგორც სახეშეცვლილს, დამახინჯებულს, ისევე, როგორც სიტყვა „ჰაოსს, რომელიც, ალბათ, აღნიშნავდა კოლხეთის ცნობილი მეფის აიეტის სახელს, რომლის დიდებასაც საბერძნეთამდე მიუღწევია (მ. თამარაშვილი, 1995 წ., თბ., გვ. 60. ლენორ- მანი „ასირიოლოგიური წერილები, 1892 წ., გვ. 130). ამასვე ამტკიცებს მასპერო და რაულინსონი. ასე რომ, გამგები გაიგებს და ილიას თქმისა არ იყოს, ილიას დრონდელი და ჩვენი თაობის სომეხთა ვაიმეცნიერების სახით „ღვარძლის მთესველი ვერ მომკის იფქლსა ბასრისა ცელითა!“

 

მიუხედავად ჩვენი დღევანდელი სოციალურად მძიმე პირობებისა და გაჭირვებისა, ქვეყნის პოლიტიკურად შევიწროებისა და ჩვენი „მოძმე სომხეთის“ ეკონომიკური გამდიდრებისა, ისტორია მაინც ფაქტების სამეფოა და მას ვერავითარი ოქროთი ვერ მოისყიდი, ვერ წაშლი!

 

გამოთქმულია ვარაუდი, რომ პრეისტორიული ხალხი, რომელიც მცირე აზიაში სახლობდა და ხეთებს უწოდებდნენ (რომლებმაც მცირე აზიას თავს მოახვიეს თავიანთი ძლიერება, ეგვიპტეში შეიჭრნენ, იქ იბატონეს „მწყემსი მეფეების“, ანუ ჰიკსოსების აპ მეო სახელით, და შექმნეს XV, XVI და XVII ეგვიპტური დინასტიები), კოლხთა ნათესავები არიან. არ არის დადგენილი ეგვიპტეში რამდენ წელს იბატონეს „მწყემსმა მეფეებმა“, მაგრამ მან ძვ. წ. XVIII-XVII ს-ში აპმოზის I-მა განდევნა ისინი ეგვიპტიდან. ხეთები თავიანთ ძველ სამშობლოს დაუბრუნდნენ. სავარაუდოა, რომ ამ პერიოდში დაიწყო მათი მიგრაცია ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. ისიც სავარაუდოა, და რომ ამ ხალხს ენათესავებოდნენ პელაზგები! პელაზგებისა და კავკასიელების (იბერიელები, კოლხები, ქალდები, მესხები, ალაროდიელები) სასპერები, ალბანები, ახლო ნათესაობის შესახებ აზრი მრავალმა მეცნიერმა გამოთქვა.

 

ლ. მორიერის სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა „კავკასიურ არქეოლოგიაში“, პარიზი, 1887 წ., გვ. 58-59 ვკითხულობთ: „...აქ მოსჩანს ძველი გადმოცემის დასაბამი, რომელიც ამტკიცებს, რომ ევროპა დასახლებული იყო კავკასიური რასით. სხვათა შორის შეგვიძლია აქ მოვიტანოთ შემდეგი პასაჟი: „რუსი არქეოლოგი ფილიმონოვი, რომელიც ძირითადად ეყრდნობოდა ყაზბეგში (კავკასია) აღმოჩენილ და იტალიაში, საფლავებში ნანახი ფიტულების მსგავსებას, ვარაუდობს კავკასიის ხალხებსა და ნახევარკუნძულის პირველ მოსახლეობას შორის ნათესაობას. იგი გაბედულად გვაწვდის აზრს, რომ ეტრუსკების ქვეყნის პირველი მცხოვრებნი კავკასიიდან იყვნენ... ზოგიერთი მეცნიერის აზრით დასავლეთ ევროპის კულტურა მოვიდა კავკასიიდან; კავკასიას მიიჩნევენ ისინი ევროპაში ამ დიდი მოძრაობის ცენტრალურ კერად; ბაიერნი ფიქრობს, რამეთუ კავკასიონის მთები წიაღისეულით მეტად მდიდარია, რომ ამ კულტურის ფესვები აქ უნდა ვეძიოთ, რომ კავკასიიდან გავრცელდა ეს კულტურა თვით ციმბირამდე, უფრო მეტიც, კავკასიელი ხალხების საწყისი სემიტურია და არა თურანული“.

 

პელაზგებისა და კავკასიური ეთნოსის, კერძოდ, კოლხების ახლო ნათესაობაზე საუბრობს ჰეროდოტე: „..ელინებმა უსამართლობა მეორედ ჩაიდინეს; გრძელი ხომალდით მისცურეს აია კოლხიდაში, მდინარე ფასისთან, და იქ, როდესაც გააკეთეს ის, რისი გულისთვისაც მივიდნენ, მოიტაცეს მეფის ასული მედეა. კოლხთა მეფემ გაგზავნა ელადაში მოციქული, რომ მოეთხოვა სამართალი მოტაცებისათვის და უკან გამოეთხოვა ასული. ხოლო ელინებმა უპასუხეს, რომ არც მათ უგიათ პასუხი მათ წინაშე არგოსელი იოს მოტაცებისათვის და ამიტომ არც თვითონ აპირებენ, რომ მისცენ მათ რაიმე. ამბობენ, რომ მეორე თაობაში ამის შემდეგ ალექსანდრემ, პრიამოსის ძემ, ყოველივე ამის გაგების შედმეგ, მოინდომა, რომ თავისათვის ელადიდან მოეტაცა ქალი, მან კარგად იცოდა, რომ არ მოუხდებოდა პასუხისგება, რადგანაც არც იმათ უგიათ თავის დროზე პასუხი. ასე მოიტაცა მან ელენე (!). ელინებმა თავდაპირველად გადაწყვიტეს მოციქულების გაგზავნა, რომლებმაც უკან გამოითხოვეს ელენე და მოითხოვეს პასუხი მოტაცებისათვის. ტროელებმა თავი იმართლეს იმით, რომ შეახსენეს ელინებს მედეას მოტაცება, როდესაც ელინებმა არც პასუხი აგეს და არც ქალი დააბრუნეს, მათ რომ ეს მოსთხოვეს; ხოლო ახლა კი მოინდომეს, რომ სხვებს ეგოთ პასუხი“... ამის შემდეგ ჩვენ კარგად ვიცით რაც მოხდა... – ელინებმა (ბერძნებმა) დიდი ლაშქარი შეკრიბეს, პრიამოსის ძალაუფლება დაამხეს და ტროა მიწასთან გაასწორეს! ე. ი. ჰეროდოტეს აზრით სჩანს, რომ ტროელები და კოლხები ახლო ნათესაურ ურთიერთობაში იყვნენ!

 

ახლა გონებაში აღვადგინოთ დაბადებაში გარკვევით მითითებული ჩვენი წინაპრები სად ცხოვრობდნენ. როგორც ვიცით, ნოემ დალოცა იაფეტი სემის კარვებში და ქანაანში. მაშინდელი ქანაანი ვიცით, რომ ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, შუამდინარეთში იყო. „დაბადებიდანვე ვიცით, რომ თუბალები რვალისა და რკინის მჭედლები იყვნენ. მეცნიერები დღეს აღარ დავობენ, რომ სოლომონის ტაძრის ხუროთმოძღვარი ხირამი თუბალ-კაენის შთამომავალი იყო და ყოველგვარ სამშენებლო ხელოვნების საიდუმლოს ფლობდა (რ. შტაინერი)! ე. ი. ქართველთა წინაპრები მოსახლეობდნენ კავკასიის მთებიდან მესოპოტამიის ზეგნის ჩათვლით, დასავლეთით საზღვრავდა შავი ზღვა, აღმოსავლეთით კასპიის ზღვა. სამხრეთით? გასარკვევიც ეს არის!

 

მივყვეთ ისტორიულ ქრონიკებს. მცირე აზიის სამხრეთ ნაწილში, ე. ი. ტავრის ქედის სამხრეთით იყო ხეთების ძლიერი სამეფო. არის მოსაზრება (თითქმის დასაბუთებული, მ. თამარაშვილი) „...რომ ეგვიპტური ძეგლების „ხეთა“, ლურსმული ტექსტების „ხათი“, ბიბლიის სამხრეთელი „ჰიტტიმ“-ები, ყველა ეს ხალხი განსხვავდება სემიტებისა და ქამიტებისაგან. ისინი მიეკუთვნებიან მოსახლეობის იმ ჯგუფს, რომლის ცენტრიც იყო ტავროსი... და რომელსაც ბიბლიური ეთნოგრაფია უწოდებს თირას, რომელიც, თავის მხრივ იაფეტის ოჯახს განეკუთვნება“. ფ. ლენორმანი – „მათი (ხეთების) პოლიტიკური წყობილება ძლიერების ეპოქაში ხასიათდება მტკიცედ ორგანიზებული იმპერიით, რეგულარული მმართველობითა და განვითარებული საქმის წარმოებით... ხეთების უმაღლესი ღვთაება იგივეა, რაც ქურუმებისა ეგვიპტეში, ე. ი. სუტეხი“. მოვუსმინოთ მასპეროს: „ხეთები, ისევე, ან როგორც მათი მსგავსი თაბალები და მუსხები აი, უნდა ეკუთვნოდნენ იმ რასებს, რომლებიც კავკასიაში ცხოვრობდნენ!“

 

ისევ ფ. ლენორმანი: „ისინი (ხეთები) უეჭველად ენათესავებიან ერთი მხრივ მეშეხის ან ბალის ხალხებს, მათ ჩრდილო მეზობელს, მეორე მხრივ კი კავკასიური რასის ხალხებს: სასპერებს, ალაროდიელებს, რომელნიც უძველეს დროში სახლობდნენ (დღევანდელი) სომხეთის მთების მასივებში“ (მ. თამარაშვილი, გვ. 63).

 

მიხეილ თამარაშვილი იმდენად ავტორიტეტული ისტორიკოსია, მისი უარყოფა დაუშვებელია. უფრო მეტიც: იგი იყო ღრმად განსწავლული თეოლოგი ვატიკანში, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა ყოველგვარ ისტორიულ მასალაზე, არქეოლოგიური იქნებოდა, ეთნოგრაფიული თუ ორიენტალისტური. მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ მ. თამარაშვილისთვის არ არსებობდა ენობრივი ბარიერი, ის ბრწყინვალედ ფლობდა ლათინურ-იტალიურს, ბერძნულს, ებრაულს, ფრანგულს, ინგლისურს, გერმანულს, ესპანურს, რუსულს, არაბულს, სპარსულს, სომხურს, თურქულს. ყურადსაღები და დასაფიქრებელია ის ვარაუდიც, რასაც მიხეილ თამარაშვილი გამოთქვამს ქართლოსის ვაჟის მცხეთოსის შესახებ და თამამად ამბობს, რომ „მცხეთოსის სახელები „ხათი“-დან წარმოშობილს ჰგავს. სიტყვა „ხათის“ ფუძე ათ-ჰათ-ეთ-ჰეთ-ხათ საკმაოდ კარგადაა შემონახუ ლი“. მკვლევარი ხეთების უშუალო წინაპრად ქართლოსს მიიჩნევს! და კიდევ: „ქართულ თქმულებებში ნახსენებ უამრავ პიროვნებასა და ადგილს, რომელთა დასახელების უბრალო ანალიზიც კი მიგვიყვანდა სიტყვებთან „ხათი“, „ხეთა“, „ჰეთა“ და სხვ. ა. შ., ჩვენ მდუმარედ ვუვლით გვერდს“. სომხების მტკიცება, რომ ისინი თირასის შთამომავლები არიან, ეს უბრალოდ ყოველგვარ საბუთს მოკლებული სიცრუეა!

 

 

დავით მაისურაძე

 

პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები