მსოფლიო

ახალი სამხედრო შეტაკება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

11.05.23 14:20


სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საზღვარზე, სოთქთან ახალი სამხედრო ესკალაციის დაწყებაში ადანაშაულებენ.

 

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 11 მაისის დილის 6 საათზე ნაღმმტყორცნებიდან და არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნეს სომხურ პოზიციებს. ასევე, ერევანი იუწყება, რომ მოწინააღმდეგემ ცეცხლი გაუხსნა სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელსაც დაჭრილი სამხედრო გადაჰყავდა.

 

სომხური მხარის ცნობითვე, დაჭრილია ოთხი სომეხი ჯარისკავი.


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთმა პირველმა გაუხსნა ცეცხლი აზერბაიჯანულ პოზიციებს, რის შედეგადაც დაიღუპა აზერბაიჯანელი სამხედრო პირი.

 

“აზერბაიჯანი საჭირო საპასუხო ნაბიჯებს დგამს”, – აცხადებენ უწყებაში.

 

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებულ შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა 11 აპრილსაც.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები