პოლიტიკა

ხავიერ კოლომინა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

24.05.23 17:00


ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის”, პარტია „საქართველოსთვის“, „ლელო-საქართველოსთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები.

 

შეხვედრა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში მიმდინარებს.

 

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს გუშინ ეწვია. ის ქვეყანაში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა.

 

ქართველ მაღალჩინოსნებთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ დაგეგმილია ბრიფინგი მედიასთან.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები