პოლიტიკა

ირაკლი ბერაია - ყოველთვის ვიმეორებთ, რომ არის ორი წითელი ხაზი, არასდროს გვექნება კომპრომისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროანტლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე

24.05.23 17:20


საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, საქართველო ევროკავშირთან და ნატო-სთან დღეს ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.

 

მისივე თქმით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია უპირველესი საკითხია.

 

„მკაფიოდ ვთქვით და ყოველთვის ვიმეორებთ, რომ არის ორი წითელი ხაზი, ორი საკითხი, რომლებზეც ჩვენ, როგორც მმართველ ძალას, არასდროს გვექნება კომპრომისი. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და  საქართველოს ევროპული და ევროანტლანტიკური ინტეგრაცია. დიახ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, ვის დროსაც საქართველომ წაიწია წინ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებიც გვეხმარება როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის, ვინც ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, ვინც მიიღო უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის მხრიდან, ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ დღითი დღე გააღრმაოს თანამშრომლობა ევროკავშირთან და ინტენსიურად სვლა – ევროპული ინტეგრაციისკენ. რაც შეეხება ნატო-ს, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიიღო საქართველომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, გაძლიერებული შესაძლებლობის, პარტნიორის სტატუსი. საქართველოს აქვს ნატო-ში გაწევრიანების ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, ალიანსთან ჩვენი თანამშრომლობა არის ყველა დროის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე. ჩვენი ამოცანაა, გადაწყვეტილებები, რაც მიღებულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, ჩვენს პარტნიორებთან ერთად უზრუნველვყოთ ამ გადაწყვეტილების გონივრულ ვადებში სისრულეში მოყვანა“, – განუცხადა ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებს კატარში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის გზავნილების შეფასებისას.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები