პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი - მნიშვნელოვანია საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რაც ჩვენ გვწამს - ველით, რომ ნატოს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს

25.05.23 10:00


მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რაც ჩვენ ყველას გვწამს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის ფორუმზე განაცხადა.

 

ნატოს გენმდივანმა ისაუბრა საქართველოს მაგალითზე, რუსეთის აგრესიული ქმედებების კონტექსტში.

 

“საქართველო ქცევის მოდელის ნაწილია, ვინაიდან, როგორც ვთქვი, 2014 წელს უკრაინაში დაიწყო ომი, მაგრამ მეზობლების წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებები 2014 წელს არ დაიწყო, როგორც მინიმუმ 2008 წელს დაიწყო საქართველოში შეჭრით.

 

ასე რომ, ეს ქცევის მოდელი ისტორიული შეხსენებაა, რომ ეს მხოლოდ უკრაინაში ამ ომს არ ეხება, რომ ცივი ომის შემდეგ რუსეთთან უკეთესი, უფრო მეგობრული ურთიერთობების აწყობის მცდელობები ჩავარდა რუსეთის აგრესიული ქცევის გამო, რომელსაც გავლენის სივრცეების ხელახლა დამყარება სურდა, რათა მეზობლები ეკონტროლებინა. და, რა თქმა უნდა, ეს ის სამყარო არ არის, რომელშიც ჩვენ გვსურს ცხოვრება, ვინაიდან, ნატოს მეზობლებს, პოსტსაბჭოურ ქვეყნებს არ ექნებოდათ დამოუკიდებლობა, რომელიც, ჩვენი რწმენით, ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს.

 

ასე რომ, ნატო ბევრი წლის განმავლობაში საქართველოსთან მუშაობდა რეფორმების გატარების, პრაქტიკული პოლიტიკური თანამშრომლობის მხრივ და, რა თქმა უნდა, ომის შემდეგ ვნახეთ, რომ “შუაში” მყოფი ქვეყნები მოწყვლადი არიან. ასე რომ, მადრიდის სამიტზე გადავწყვიტეთ, რომ გაგვეზარდა ის, რასაც ამ ქვეყნებისთვის ვაკეთებთ, და საქართველო ერთ-ერთი უმთავრესი მაგალითია.

 

მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ მნიშვნელოვანია საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლებისაც ჩვენ ყველას გვწამს და, რა თქმა უნდა, ველით, რომ ნატოს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაფინანსებას და ორგანიზებას არ გაუადვილებენ”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები