პოლიტიკა
25.05.23 11:40
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ლუქსემბურგის საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრები გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ქართველი კანონმდებლები ლუქსემბურგის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების ასევე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს და ლუქსემბურგის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ.
საუბრის თემები იყო რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ჩვენი ქვეყნის მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგი.
განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და მიმდინარე რეფორმები.
მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის განათლების და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს.
„შეხვედრებისას, ჩვენ ხაზი გავუსვით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემდგომი დაწინაურების საჭიროებას, რაც განპირობებულია პირველ ყოვლისა იმით, რომ საქართველო არის ერთგული და განუხრელად იცავს იმ ღირებულებებს, რომელიც ჩვენ, ჩვენს ევროპელ და ნატოელ პარტნიორებს გვაერთიანებს. საქართველოს დაწინაურების საჭიროება ასევე, განპირობებულია იმ პროგრესით და წარმატებით, რასაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია. ამის საჭიროება ასევე, არსებობს უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს გათვალისწინებით", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მისი თქმით, ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველოს ჰყავს მეგობრები და გულშემატკივრები, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრებში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და საქართველოს ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი მონაწილეობდნენ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მიხეილ სააკაშვილი - ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად
18:0002.06.23
-
პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა
17:4002.06.23
-
უცხოპლანეტელების მიერ აფხაზეთის დასახლების სეზონი
17:2002.06.23
-
უცხოპლანეტელების მიერ აფხაზეთის დასახლების სეზონი
17:0002.06.23
-
ვახტანგ გომელაური მარკ კლეიტონს შეხვდა
16:4002.06.23
-
16:2002.06.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა
16:0002.06.23
-
თბილისი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს
15:4002.06.23
-
15:2002.06.23
-
ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის ბაზაზე მე-3 თვითმფრინავი დაამატა
15:0002.06.23
-
14:4002.06.23
-
14:2002.06.23
-
14:0002.06.23
-
13:3002.06.23
-
ნიკოლოზ სამხარაძე: იმედი მაქვს, რომ ივნისის ბოლოს ყველა რეკომენდაცია იქნება შესრულებული
13:0002.06.23
-
12:4002.06.23
-
12:2002.06.23
-
12:0002.06.23
-
“უკრაინის ომში რუსეთის მოკავშირე არ ვართ” – ფაშინიანი
11:4002.06.23
-
კიშინიოვის ფორმატი სეპარატიზმის ლიკვიდაციისთვის!
11:2002.06.23
-
კიშინიოვის ფორმატი სეპარატიზმის ლიკვიდაციისთვის!
11:0002.06.23
-
მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
10:4002.06.23
-
10:2002.06.23
-
10:0002.06.23
-
18:0001.06.23
-
17:4001.06.23
-
17:2001.06.23
-
17:0001.06.23
-
16:4001.06.23
-
პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
16:2001.06.23
-
16:0001.06.23
-
“საქართველო ნეიტრალური და მიუკერძოებელია” – პრემიერი სომხეთსა და აზერბაიჯანზე
15:3001.06.23
-
გივი მიქანაძე საქართველოში ვატიკანის ელჩს შეხვდა
15:0001.06.23
-
სალომე ზურაბიშვილი ედგარს რინკევიჩს გაპრეზიდენტებას ულოცავს
14:3001.06.23
-
14:0001.06.23
-
13:4001.06.23