პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე  - 26 მაისი არის დღე, რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა იყოს აგებული ეროვნულ სიმბოლიკაზე, ერთადერთი გამონაკლისი იყო შარშანდელი წელი

25.05.23 14:20


26 მაისი არის ერთადერთი რამის დღე, ეს არის ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე, ლოგიკურია, რომ მხოლოდ ეროვნული ატრიბუტიკა გამოიყენება ამ დღეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

 

მისი თქმით, ევროკავშირის დროშის არგამოფენასთან დაკავშირებით მორიგი ანტისახელმწიფოებრივი სპეკულაცია აგორდა. როგორც კობახიძემ განმარტა, 26 მაისი ეროვნული დამოუკიდებლობის დღეა და სადღესასწაულო გაფორმებაში ეროვნული სიმბოლიკა გამოიყენებამ, ერთადერთი გამონაკლისი კი ამ მხრივ გასული წელი იყო, რაც წევრობის განაცხადს უკავშირდებოდა.

 

„26 მაისი არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, რომლის ერთადერთი სუბიექტი არის ქართული სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა. შესაბამისად, 26 მაისი არის სწორედ ის დღე, რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა იყოს აგებული ეროვნულ სიმბოლიკაზე. ერთადერთი გამონაკლისი იყო შარშანდელი წელი, რაც უკავშირდებოდა იმას, რომ ჩვენ ერთი თვით ადრე შევიტანეთ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე. ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი. არც მანამდე, წინა ხელისუფლების დროს, არც მომდევნო წლებში, არასდროს სხვა ელემენტი არ იყო ჩართული შესაბამისი დღის გაფორმებაში. იმიტომ, რომ 26 მაისი არის ერთადერთი რამის დღე. ეს არის ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მხოლოდ სახელმწიფო, ეროვნული ატრიბუტიკა გამოიყენება ამ დღეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისი თქმით, არის ბევრი ადამაინი, რომელთაც სოციალურ ქსელის ანგარიშებზე, ე.წ. ჩარჩოებად მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშა უყენიათ, კობახიძის განცხადებით, სწორედ მათ აქვთ პასუხი გასაცემი კითხვაზე, რატომ არ იყენებენ საქართველოს დროშას.

 

„მე პირიქით მინდა, გავიხსენო ერთი რამ. საკმაოდ მრავლად არიან ადამიანები ჩვენს ქვეყანაში, ძირითადად, ეს არიან „ნაციონალები“, ფსევდოლიბერალები და მათზე აყოლილი სამწუხაროდ ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, რომლებსაც, მაგალითად, „ფეისბუქზე“ უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, არავითარი საქართველო, არავითარი საქართველოს დროშა. ეს არის მათი დამოკიდებულება. ესენი არიან უსამშობლო ადამიანები. რატომ არ არის მათ ჩარჩოებზე გამოსახული საქართველოს დროშები, ამაზე გასცენ პასუხი „ნაციონალებმა“, ფსევდოლიბერალებმა და არ დასვან სპოეკულაციური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რაზეც კითხვა საერთოდ არ არის დასასმელი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები