მსოფლიო

ბაქოსთან ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შევთანხმდით – ფაშინიანი

26.05.23 14:30


სომხეთი და აზერბაიჯანი ერთიმეორის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ მოსკოვში შეხვედრის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო საინფომაციო სააგენტო RIA ავრცელებს.
მისი თქმით, ქვეყნებმა ურთიერთობების დარეგულირებისკენ მყარი ნაბიჯები გადადგეს.

 

რაც შეეხება ალიევს, მან განაცხადა, რომ ამიერიდან ქვეყნებს მშვიდობიანი შეთანხმების შესაძლებლობა აქვთ – „იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთმა ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიარა,“. 

 

დღეს 25 მაისს ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ. შეხვედრაზე ისინი ვლადიმერ პუტინმა მიიწვია.

 

22 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიანი-ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის გარანტიების მიღების შემდეგ, სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები