მსოფლიო

“ჩაგვბარდით” – ალიევი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტსა და დეპუტატებს ემუქრება

29.05.23 14:20


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლებას ემუქრება და საკუთარი ნებით ბაქოსთვის ჩაბარების შემთხვევაში, ამნისტიას პირდება.

 

“თითქოს იქ ფუნქცინირებს “პარლამენტი”, თითქოს ჰყავთ პრეზიდენტი [არაიკ არუთუნიანი], მინისტრი, ეს ყველაფერი სასაცილოა. ჩვენ უბრალოდ მოთმინებას ვიჩენთ. თუმცა, დღეს უკვე ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ამ რეგიონში ნებისმიერი ოპერაციის ჩატარება შეგვიძლია. ამიტომაც, “პარლამენტი” უნდა იყოს დათხოვნილი, ელემენტი კი, რომელიც საკუთარ თავს “პრეზიდენტს” უწოდებს, უნდა ჩაგვბარდეს, ასევე ყველა “მინისტრმა”, “დეპუტატმა” და სხვამ პოსტები უნდა დატოვონ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება საუბარი რაიმე ამნისტიაზე”.

 

ამასთან, ალიევი ამბობს, რომ რამდენჯერმე დელეგაცია გაგზავნა ბაქომ სტეპანაკერტში დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეხვედრებზე, შემდეგ კი იგივე დელეგაცია ბაქოში ორჯერ მიიწვია, რაზეც უარი მიიღო.

 

“მესამედ აღარ მოვიწვევთ. ან თავად ჩამოვლენ და ფიქტიურ თანამდებობებს დატოვებენ და აზერბაიჯანის მოქალაქეობის მისაღებად მოგვმართავენ, ან ნახავენ, რა იქნება. ჩემი სიტყვა საბოლოოა. ამნისტიის შესაძლებლობას ხელიდან უშვებენ. ისევე, როგორც ბევრი შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან და ყოველ ჯერზე, თავში რამე უნდა “ჩაგვეცხო” მათთვის, აზრზე რომ მოსულიყვნენ”.

 

ამჟამად, სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობენ. 25 მაისს, პუტინის მიწვევით, მოსკოვში ფაშინიანსა და ალიევს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმდნენ.22 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიანი-ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის გარანტიების მიღების შემდეგ, სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს. ფაშინიანის მიერ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებას, სომხეთსა და მთიან-ყარაბაღში უკმაყოფილება მოჰყვა.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები