პოლიტიკა
30.05.23 16:40
რევოლუცია იქნება თუ რაც იქნება, მიიღებთ აბა რას იზამთ. რას ჰქვია ქვეყანას მართმევთ და რუსეთის ორბიტაზე გინდათ გადაყვანა,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან „ქართული ოცნების“ წევრებს „რუსეთის მონები“ უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე გადაყვანას ცდილობს.
„რადიკალები ხართ თქვენ, ვინც კონსტიტუციას არღვევთ. ვინც ბედავს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის სანაცვლოდ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება შესთავაზოს. რევოლუცია იქნება თუ რაც იქნება, მიიღებთ აბა რას იზამთ. რას ჰქვია ქვეყანას მართმევთ და რუსეთის ორბიტაზე გინდათ გადაყვანა. აგიჩემებიათ ეს 11 წელი. მოსულები ხართ აქ, რა გირგვლიანი, სად იყო ოხანაშვილი, მე რომ გირგვლიანის გამო ქუჩაში ვიდექი? ეს უკვე საქართველოს სახელმწიფოებრიობას ეხება. რევოლუცია მინდა? აბა მანდ გაგაჩერებთ თქვენ? დამოუკიდებლობას წაგართმევინებთ? როგორ გეკადრებათ! ქუჩაში დავდგებით და უბედურება თქვენს კისერზე იქნება. სისხლს დაღვრის ქართველი ხალხი და დამოუკიდებლობას არ დატოვებს, არ იცით ეს? თუ სუბარის ჭკუაზე უნდა იყოთ? მაინტერესებს... ინდაური რომ გვყავს გაშვებული თავის დროზე მის ეზოში იმიტომ, რომ კარგი უფლებადამცველი ვერ იყო ზუსტად გირგვლიანის დროს, სანამ „ჭკუაზე მოვიდოდა“. ჩვენს თვალწინ გაიარა გირგვლიანის თემამ. სააკაშვილს არ უთქვამს, წაიყვანეთ ოქროყანაში და მოკალითო. ბრმები არ ვართ, კარგად ვიცით, სტრასბურგში რაც ხდებოდა და რაც წერია. მართლა არანორმალურებად ხომ არ იქეცით იმიტომ, რომ რუსეთის მონები ხართ აქ, შემირცხვენია თქვენი ქართველობა. რას ჰქვია სიტყვა „რევოლუციის“ მეშინია. აბა დამოუკიდებლობაზე რომ იქნება ლაპარაკი, თქვენმა მზემ, მანდ გაგაჩერებთ ზუსტად“,-განაცხადა ჩარკვიანმა.
მის განცხადებას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი გამოეხმაურა და ჩარკვიანს მიმართა, რატომ არ დაახვედრა მიხეილ სააკაშვილს 100 000 კაცი.
„კარგი იქნებოდა, ის მაინც არ მოგეტყუებინათ“,-მიმართა სუბარმა ჩარკვიანს. საპასუხოდ, ჩარკვიანმა სუბარს მიმართა, რომ მას ქვეყნის სიყვარული არ აქვს და შესაბამისად, არაფერი უკვირს.
„აბა, დამოუკიდებლობას დაგაკარგვინებ შენ? 100 ათასი კაცი კი არა, სუბარ, რა გამოტვინებულიც იყავით იმ წლებში, ის გამოტვინებული დარჩით. ქვეყნის სიყვარული რომ არ გეცოდინება, შენთან არაფერი საქმე არ მაქვს. მე აქ ზოგიერთების მიკვირს, თორემ შენი არაფერი. ერთ ჭიქაში ყველაფერს გაგაკეთებინებენ“,-მიმართა ჩარკვიანმა სუბარს.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24