პოლიტიკა
30.05.23 17:00
ამის დამკვიდრება უნდათ, რომ იმდენად დიადი მიზანია ევროპული მომავალი, რომ შეიძლება ტერიტორიებზეც კი თქვა უარი, ეს არის ანტიეროვნული. პირველი რიგის ამოცანა და კონსტიტუციაშიც წერია, ეს არის ამ ქვეყნის ერთიანობა და შემდეგ მოდის ევროპული მომავალი, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„ერთ-ერთმა პროპაგანდისტმა, ფადი ასლიზე მაქვს საუბარი, რამდენიმე დღის წინ გატესტა ყველაზე ცუდი რამ საქართველოსთვის, თუკი რაიმე შეიძლება იყოს. ალტერნატივად დააყენა ერთი მხრივ ევროპული მომავალი, მეორე მხრივ კი - ტერიტორიები. მახსოვს, „ნაცების“ პერიოდში, 2010-2011 წლებში იყო ეს, თუ არ ვცდები, ამ საკითხის გატესტვა მაშინაც მიდიოდა ხოლმე, რომ ამათ გარეშე ხომ არ ვიზრუნოთ ევროპულ მომავალზე. ეს არის ყველაზე ანტიეროვნული ნარატივი, იმიტომ, რომ ან ერთი, ან მეორე - ასე საკითხი არ უნდა იდგეს. ორივე - ტერიტორიული მთლიანობა და ამ ქვეყნის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა. ეს არის ეროვნული მიზანი. ამის დამკვიდრება უნდათ, რომ იმდენად დიადი მიზანია ევროპული მომავალი, რომ შეიძლება ტერიტორიებზეც კი თქვა უარი, ეს არის ანტიეროვნული. პირველი რიგის ამოცანა, და კონსტიტუციაშიც წერია, ეს არის ამ ქვეყნის ერთიანობა და შემდეგ მოდის ევროპული მომავალი, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა. მავნებლობაა საკითხის ასე დასმა - ევროპულობის სანაცვლოდ ტერიტორიები, თუ ტერიტორიების სანაცვლოდ ევროპულობა. ეროვნული მიზანია ერთიც და მეორეც. პირველი - ტერიტორიების დაბრუნება, ხალხის დაბრუნება მშვიდობით, განვითარებითა და პროგრესით, მეორე - ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა“, - აღნიშნა მდინარაძემ.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
15:0021.09.23
-
ზურაბ აზარაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში შეხვედრებში მონაწილეობს
14:4021.09.23
-
ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა
14:2021.09.23
-
14:0021.09.23
-
პარლამენტმა ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია
13:4021.09.23
-
ყარაბაღში ისევ სროლებია – CivilNet
13:2021.09.23
-
13:0021.09.23
-
12:3021.09.23
-
12:0021.09.23
-
ირაკლი ღარიბაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს
11:4021.09.23
-
ილია დარჩიაშვილი მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
11:2021.09.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა
11:0021.09.23
-
ნათია თურნავა: ჩვენ კვლავაც ერთგული ვრჩებით საერთაშორისო სანქციების აღსრულების ვალდებულების მიმართ
10:4021.09.23
-
სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტებისთვის მთავარი გაკვეთილი არცახელი სეპარატისტების დანებებაა
10:2021.09.23
-
სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტებისთვის მთავარი გაკვეთილი არცახელი სეპარატისტების დანებებაა
10:0021.09.23
-
18:0020.09.23
-
17:4020.09.23
-
17:2020.09.23
-
17:0020.09.23
-
გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების წარმომადგენლებს ახალი ხედვა შესთავაზა
16:4020.09.23
-
ათონელის სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგი დაინიშნა
16:2020.09.23
-
16:0020.09.23
-
15:3020.09.23
-
15:0020.09.23
-
ივანიშვილს მინდა ვუთხრა, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან - სააკაშვილი
14:4020.09.23
-
14:2020.09.23
-
14:0020.09.23
-
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას არჩილ მესტვირიშვილიც ტოვებს
13:3020.09.23
-
ცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი
13:0020.09.23
-
ბაქოში უპასუხეს სტეპანაკერტის შეთავაზებას მოლაპარაკებებზე
12:4020.09.23
-
12:2020.09.23
-
სომხეთის პოლიციამ საპროტესტო აქციაზე 16 ადამიანი დააკავა
12:0020.09.23
-
ილია დარჩიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ფინელ კოლეგას შეხვდა
11:4020.09.23
-
ილია დარჩიაშვილმა განას საგარეო საქმეთა და რეგიონალური ინტეგრაციის მინისტრთან შეხვედრა გამართა
11:2020.09.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო
11:0020.09.23
-
10:4020.09.23