პოლიტიკა
30.05.23 17:20
„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება და კონკრეტულად ღარიბაშვილი საუბრობს იდენტურად ისე, როგორც საუბრობს კრემლი და რუსეთის ხელისუფლება. მე არ ვიქნები პირველი, ვინც ამას იტყვის. ძალიან ბევრი პარტნიორი გამოეხმაურა მის გზავნილებს გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე, სადაც მან წარმოთქვა ის სიტყვები, რომელიც ნამდვილად საწინააღმდეგოა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის“, - განაცხადა უფრაქციო პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში გამოსვლისას.
მისივე თქმით, საქართველოს არჩეული აქვს გზა, ეს არის ევროინტეგრაცია და ნატო.
„ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ქართველი ხალხის უპირობო მხარდაჭერა აქვს ზუსტად ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, ამიტომ ვერავითარი ღარიბაშვილი, საქართველოს მოქალაქეებს ამ გზიდან ვერ გადაახვევინებს“, - განაცხადა დეკანოიძემ.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების კუთხით ყველაფრისთვის მზად არის და ამის თვალსაჩინო მაგალითია ის პროპაგანდა, რასაც ადგილი აქვს მმართველი პარტიის და ხელისუფლების მხრიდან.
„მსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილო იმ მძიმე პროპაგანდაზე, რომლისთვისაც ემზადებიან. ეს იქნება ძალიან მარტივი, მაგრამ ძალიან დამაზიანებელი საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, მსგავსი გზავნილები ამ დარბაზშიც მოვისმინეთ. ეს იქნება შემდეგი, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს იტყვის ევროკავშირსა და ნატოზე, სამაგიეროდ, დაიწყება ვითომ ე. წ. მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების სანაცვლოდ და ღარიბაშვილის განცხადება არის ზუსტად ამის წინაპირობა. ეს არის ის მძიმე პროპაგანდისტული ხაზი, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება მთავარი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისივე თქმით, რუსეთი საქართველოს მტერია და მას არ სჭირდება მიზეზი იმისათვის, რომ სუვერენულ, თავისუფალ ქვეყნებს დაესხას თავს.
„რუსეთმა დაიწყო ომი 2008 წელს საქართველოში, დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინაში. მას არავითარი მიზეზი ამისთვის არ სჭირდება, მთავარი მიზეზი პუტინისთვის რაც არის, ეს არის ის, რომ მას არ სურს იხილოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული უკრაინა და საქართველო, მოლდოვა და ყველა ის ქვეყანა, რომელსაც ის მიიჩნევს უპირობოდ თავის საკუთრებად.
რუსეთს არ სურს საქართველო იყოს განვითარებული ევროპის ნაწილი. ტყუილია, რომ ევროკავშირისა და ნატოს სანაცვლოდ მივიღოთ რამე ქმედება და დაპირება. რუსეთს სურს მიიერთოს არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ შთანთქას სრულიად საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ვინც ამას ვერ ხედავს, ვინც საქართველოს ევროპულ არჩევანს აყენებს საპირწონედ პროპაგანდასთან და ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებასთან, ის იქნება ძალიან მძიმედ შეფასებული საქართველოს ისტორიის მიერ“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
17:0021.09.23
-
ალიევმა ბოდიში მოიხადა რუსი სამშვიდობოების დაღუპვისთვის – კრემლი
16:4021.09.23
-
16:2021.09.23
-
ალიევი ყარაბაღელ სომხებს უკეთეს ცხოვრებას ჰპირდება
16:0021.09.23
-
15:4021.09.23
-
15:2021.09.23
-
15:0021.09.23
-
ზურაბ აზარაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში შეხვედრებში მონაწილეობს
14:4021.09.23
-
ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა
14:2021.09.23
-
14:0021.09.23
-
პარლამენტმა ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია
13:4021.09.23
-
ყარაბაღში ისევ სროლებია – CivilNet
13:2021.09.23
-
13:0021.09.23
-
12:3021.09.23
-
12:0021.09.23
-
ირაკლი ღარიბაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს
11:4021.09.23
-
ილია დარჩიაშვილი მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
11:2021.09.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა
11:0021.09.23
-
ნათია თურნავა: ჩვენ კვლავაც ერთგული ვრჩებით საერთაშორისო სანქციების აღსრულების ვალდებულების მიმართ
10:4021.09.23
-
სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტებისთვის მთავარი გაკვეთილი არცახელი სეპარატისტების დანებებაა
10:2021.09.23
-
სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტებისთვის მთავარი გაკვეთილი არცახელი სეპარატისტების დანებებაა
10:0021.09.23
-
18:0020.09.23
-
17:4020.09.23
-
17:2020.09.23
-
17:0020.09.23
-
გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების წარმომადგენლებს ახალი ხედვა შესთავაზა
16:4020.09.23
-
ათონელის სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგი დაინიშნა
16:2020.09.23
-
16:0020.09.23
-
15:3020.09.23
-
15:0020.09.23
-
ივანიშვილს მინდა ვუთხრა, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან - სააკაშვილი
14:4020.09.23
-
14:2020.09.23
-
14:0020.09.23
-
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას არჩილ მესტვირიშვილიც ტოვებს
13:3020.09.23
-
ცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი
13:0020.09.23
-
ბაქოში უპასუხეს სტეპანაკერტის შეთავაზებას მოლაპარაკებებზე
12:4020.09.23