პოლიტიკა
30.05.23 17:40
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის დარბაზში კიდევ ერთხელ აღიარა, რომ უპირობოდ სჯერა პუტინის სიტყვების და განცხადებების, ეჭვის ქვეშაც არ აყენებს მისი განცხადებების მართებულობას და სიმართლეს.
„2006 წელს, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები სამარცხვინოდ გამოყარეს რუსეთიდან, იმდროინდელი ხელისუფლება ეხვეწებოდა პუტინს, რომ აღედგინა რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები და ეს ფრენები აღდგა 2008 წლის დასაწყისში. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთმა ისევ შეწყვიტა პირდაპირი ფრენები. საქართველოს ხელისუფლებამ ისევ გაუშვა იქ დელეგაცია ფრენების აღდგენის მოთხოვნით და 2010 წლის აგვისტოში, ანუ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან ორი წლის თავზე საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღდგა. კითხვა ისმის, რუსეთი ახლა გახდა მონსტრი და ურჩხული და ჩვენთვის მიუღებელი ქვეყანა 2022 წელს თუ 2008 წლიდან მოყოლებულია ის მიუღებელი ქვეყანა?“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძე ისაუბრა ფრენებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების ე.წ. დემარშზე და განაცხადა, რომ ეს ბუნებრივი, ლოგიკური ამბავია, როდესაც ევროკავშირს სურს, რომ საქართველომაც ისე იმოქმედოს, როგორც მოქმედებს ევროკავშირი, რადგან ჩვენი პარტნიორია და მიაჩნია საქართველო საკუთარ პარტნიორად, შესაბამისად, ამაში არც გასაკვირია რამე, არც საწყენი.
„ეს მათი მოთხოვნა ლოგიკურია. თუმცა, მეორე მხარეს დგას ინტერესები, ევროკავშირს საკუთარი ინტერესები აქვს და ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები. ჩვენი ინტერესები მდგომარეობს იმაში, რომ ევროკავშირის მხრიდან არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში დღემდე, ვგულისხმობ ევროპულ საბჭოს და ევროკომისიას, არ არის დაფიქსირებული ტერმინი „ოკუპაცია“ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში. ასევე, გუშინდელი დემარშის დოკუმენტში ნახსენებია სანქციები, რაც დაკისრებული აქვს რუსეთს უკრაინის ტერიტორიების, მისი სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრიობის დარღვევის წინაშე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მისი სუვერენიტეტი რომ დაარღვია რუსეთმა, იქნებ ესეც იყოს გათვალისწინებული ევროკავშირის მხრიდან, როდესაც საქართველოსთან მოდიხარ ასეთი თხოვნით“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
უმრავლესობის დეპუტატმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან არაერთხელ იყო თხოვნა, ევროკავშირს დახმარება გაეწია ჩვენთვის არაღიარების საკითხთან დაკავშირებით.
„ვგულისხმობ იმას, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარების დოკუმენტებში ჩადებულიყო მთელი მსოფლიოს ქვეყნებისთვის ერთი მარტივი პირობა, რომ ის ქვეყანა, რომელიც აღიარებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას, ვერ გახდებოდა ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების მიმღები“, – განაცხადა სამხარაძემ.
მისი თქმით, ეს მოთხოვნები და ინტერესები გათვალისწინებული რომ იყოს, საქართველოს ხელმოწერა ბევრად უფრო მეტ დოკუმენტზე იქნებოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განცხადებებთან მიმართებაში, ვიდრე დღეს არის.
სამხარაძის განცხადებით, ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ, სამწუხაროდ, დღეს არ ვართ იმ მოცემულობაში და მდგომარეობაში, რომ ყველაფერს უპირობოდ შევუერთდეთ.
„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი უსაფრთხოების და ეკონომიკური გამოწვევები, როდესაც საქართველო იქნება ნატო-ს წევრი და მაქსიმალურად დაუახლოვდება ევროკავშირს და იქნება გაწევრიანების ზღვარზე, მაშინ უფრო მეტ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს გადავდგამთ ერთად“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24