პოლიტიკა
31.05.23 13:20
ღარიბაშვილმა გუშინ მოსახლეობას უთხრა - თუ გინდათ ნატო, გინდათ ომი! - ის ღიად ეწევა ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც ემსახურება ჩვენთვის ნატო-ს პერსპექტივის გაქრობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია პრემიერი პარლამენტში მივიდეს დაუყოვნებლივ და არა ერთი თვის შემდეგ.
„პაპუაშვილს ჩვენი მხრიდან პრემიერის დაბარება მიაჩნია კაპრიზად, ასე ესმის მას ოპოზიციის ფუნქცია და ანგარიშვალდებულების ფუნქცია, რაც საპარლამენტო რესპუბლიკაში უნდა არსებობდეს. ღარიბაშვილმა გუშინდელი განცხადებით ჩვენი ქვეყნის 73 პროცენტს, რომელიც მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას, უთხრა, რომ თუ გინდათ ნატო, გინდათ ომი! ეს იყო არსი ამ განცხადების და ისინი ცდილობენ საზოგადოებაში პროდასავლური განწყობების შეცვლას. ასეთ მწვავე მოცემულობაში როცა პრემიერი ანტიკონსტიტუციურ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს, ღიად თავს ესხმის ნატო-ს იდეას, რომელიც არის მშვიდობის ალიანსი, რომელიც დასავლეთმა თავის დროზე შექმნა საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ, ხოლო ჩვენი ქვეყნისთვის არის ერთადერთი უსაფრთხოების გარანტი, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ დაუყოვნებლივ გამოცხადდეს პრემიერი პარლამენტში და არა ერთი თვის შემდეგ, როგორც საიდუმლოდ შეთანხმდნენ ბატონი შალვა და ღარიბაშვილი, ისიც რეგლამენტის დარღვევით, რომელიც ითვალისწინებს, რომ თარიღის შეთანხმება უნდა მოხდეს ბიუროზე, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს აღნიშნული გადაწყვეტილებები. ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ დგას დღეს, როცა პრემიერი ღიად ეწევა ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც ემსახურება ჩვენთვის ნატოს პერსპექტივის გაქრობას”, - განაცხადა ბოკუჩავამ.
პრემიერ-მინისტრი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 30 ივნისს გამოვა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პრემიერის პარლამენტში მოსვლის თარიღი შეთანხმებულია.
რეგლამენტის გათვალისწინებით, პლენარულ სხდომაზე გამოსვლამდე პრემიერი პარლამენტს ყოველწლიურ მოხსენებას წერილობითი ფორმით წარუდგენს, რაც რეგლამენტის მიხედვითვე, 1-ელ ივნისამდე უნდა მოხდეს. ამასთან დაკავშირებით პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ანგარიში პარლამენტისთვის დადგენილ ვადაში იქნება წარმოდგენილი.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 208
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24