პოლიტიკა
31.05.23 15:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარებმა ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით, რაც მან რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ საბაბად დაასახელა, სხვადასხვა და მეტწილად, მცდარი ან მიზანმიმართულად დამახინჯებული ინტერპრეტაცია გამოიწვია,’’ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ,,ტვიტერში’’ წერს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, გვაქვს უფლება, ეჭვის ქვეშ დავაყენოთ ზოგიერთი მეგობრისა და კრიტიკოსის ორპირი დამოკიდებულება, რადგან, უკვე ბევრჯერ, საქართველო გახდა უსამართლო, ფაქტობრივად, ფარისევლური მოპყრობის ობიექტი.
მისი თქმით, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ და უნდა ვუთხრათ დასავლელ პარტნიორებს, რომ შეუსაბამო და გადაჭარბებული კრიტიკის ნაცვლად, დროა, დაგვეხმარონ, გავუმკლავდეთ ჩვენს უსაფრთხოების რთულ გარემოს და მივიღოთ ნატო-სა და ევროკავშირის დამსახურებული წევრობა, რადგან, უკვე 15 წელია, ბურთი დასავლეთის მხარესაა - როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მოედანზე.
,,საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარებმა ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით, რაც მან რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ საბაბად დაასახელა, სხვადასხვა და მეტწილად მცდარი ან მიზანმიმართულად დამახინჯებული ინტერპრეტაცია გამოიწვია. მჯერა, რომ საქართველოს ეთქმის სიტყვა რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ბატონი ღარიბაშვილის სიტყვები სწორად უნდა იყოს გაგებული.
ჩვენ გვაქვს უფლება, ეჭვის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი ზოგიერთი მეგობრისა და კრიტიკოსის ორპირული დამოკიდებულება, რადგან, უკვე ბევრჯერ, საქართველო გახდა უსამართლო, ფაქტობრივად, ფარისევლური მოპყრობის ობიექტი.
საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, საქართველოს დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება არაერთხელ აღმოჩნდა რისკის ქვეშ: თავდაპირველად რუსეთის მიერ წაქეზებული სეპარატიზმის, შემდეგ, 15 წლის წინ, რუსეთის პირდაპირი შეჭრის და, კვლავ, უკანონო ბორდერიზაციის, საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ოკუპაციის გამო.
მას შემდეგ, ჩვენი დასავლელი მეგობრების რჩევის შესაბამისად, საქართველო იჩენს სტრატეგიულ მოთმინებას, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გამოგვეჩინა მედეგობა, მაგრამ, ამავდროულად, შეგვეტანა წვლილი უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერებაში: ბატონი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, სხვა ყველაფერთან ერთად, საქართველომ ნატო-ს ავღანეთის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე გაგზავნილი სამხედრო პერსონალის მიხედვით ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.
ამ დროს, უცხო ძალის ოკუპაციის ფონზე, საქართველოს სარისკო არსებობისა და საფრთხეებისა და შევიწროების ყოველდღიური შემთხვევების მიუხედავად, დასავლეთს სათანადო რეაგირება არ მოუხდენია. 2008 წლის ომის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა საქართველოს დაუწესეს დე-ფაქტო ემბარგო იარაღის შეძენაზე და მცირე დროში გამოაცხადეს „გადატვირთვის“ პოლიტიკა რუსეთთან. შემდგომ წლებში, დასავლეთმა უპრეცედენტო დონემდე გაზარდა საგარეო ვაჭრობა მოსკოვთან, რითაც ბევრი დასავლური ეკონომიკა დაუმორჩილა რუსული ენერგეტიკის დიქტატს. ბევრ დასავლურ ქვეყანას დღემდე ეშინია, საქართველოს დაპყრობილ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებს დაარქვას შესაბამისი სახელი - ოკუპაცია.
სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა მხოლოდ ახლა, რუსეთის მიერ უკრაინაში განმეორებითი შეჭრის შემდეგ. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პოლიტიკა იყო და არის მტკიცედ პროდასავლური, საქართველოს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე პრორუსულობაში სდებენ ბრალს. საქართველო კი აგრძელებს რუსეთის მიმართ სტრატეგიული მოთმინების პასუხისმგებლობიან პოლიტიკას, რომელსაც ზედმიწევნით მისდევდა წლების განმავლობაში. ეს პოლიტიკა გულისხმობს უარის თქმას რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების შემოღებაზე და საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, რითაც მოიხსნა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ უსამართლო სასჯელი.
ქართველები ნეგატიურად აღიქვამენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მსგავს არათანმიმდევრულ და უსაფუძვლო კრიტიკას:
პირველ რიგში, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი არანაკლებ სასტიკი და დამაზიანებელი იყო, ვიდრე რუსეთის უკრაინაში შეჭრა. თუმცა, იმ დროს, რუსეთის აგრესიას არ მოჰყვა დასავლეთის სათანადო ნეგატიური რეაგირება.
მეორე მხრივ, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს არ აქვს დასავლეთის უსაფრთხოების არანაირი გარანტია, ჩვენს ქვეყანას მუდმივად მოუწოდებენ გაბედული ქმედებებისკენ. ეს უცნაურია, რადგან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ საქართველოს არ შესწევს უნარი, გაუწიოს რუსეთს ისეთივე წინააღმდეგობა, როგორც ალიანსის წევრ ქვეყნებს, რომლებიც დაცულები არიან ნატო-ს მეხუთე მუხლით.
მესამეც, ჩვენი ზოგი პარტნიორი გვემდურის ჩვენი პრაგმატულობის გამო რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების არდაწესების გამო (მაშინ როცა, არასდროს დაგვიშვია საქართველოს ტერიტორიისა ან ინსტიტუტების მეშვეობით სანქციების რეჟიმის გვერდის ავლა). ყველასთვის, პირველ რიგში კი ჩვენი ყველა მოქალაქისთვის, ნათელია, რომ საქართველოს მიერ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას საქართველოს ეკონომიკაზე დამანგრეველი ეფექტი ექნებოდა, მაშინ როცა, რუსეთს ფაქტობრივად ზიანის გარეშე დატოვებდა. რუსეთის საპასუხო ქმედებები კი საქართველოს ეკონომიკასა და სახელმწიფოებრიობას დიდად დააზარალებდა.
და ბოლოს, ქვეყნები, რომლებიც შედარებით მცირე ხნის წინ გაწევრიანდნენ ნატო-სა და ევროკავშირში და, შესაბამისად, გახდნენ გეოპოლიტიკურად დაცულები (იმ ნაკლოვანებების მიუხედავად, რომლებიც ჰქონდათ გაწევრიანების დროს), დღესდღეობით ყველაზე ხმამაღლა აჟღერებენ თავიანთ შეშფოთებას საქართველოს ძალისხმევასთან დაკავშირებით. ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმართული საქართველოს მაქსიმალური ძალისხმევის მიუხედავად, ჩვენ არასდროს მიგვიღია დამსახურებული საპასუხო ნაბიჯები დასავლეთის მხრიდან. იმის მიუხედავად, რომ ასოცირებულ ტრიოს შორის აშკარად მოწინავენი ვიყავით, გასულ წელს საქართველოს კანდიდატის სტატუსიც კი არ მიენიჭა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. უნდა ვუთხრათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ შეუსაბამო და გადაჭარბებული კრიტიკის ნაცვლად, დროა, დაგვეხმარონ, გავუმკლავდეთ ჩვენს რთულ უსაფრთხოების გარემოს და მივიღოთ ნატო-სა და ევროკავშირის დამსახურებული წევრობა. უკვე 15 წელია, ბურთი დასავლეთის მხარესაა - როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მოედანზე,’’ - წერს შალვა პაპუაშვილი.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 244
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0129.03.24
-
17:3429.03.24
-
16:0629.03.24
-
15:0029.03.24
-
14:0829.03.24
-
13:2929.03.24
-
ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
12:3629.03.24
-
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
11:1829.03.24
-
10:5029.03.24
-
10:0029.03.24
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24