საზოგადოება

A კატეგორიის ტაქსები, რომელთა წლოვანება არ აღემატება 10 წელს, დღეიდან ავტობუსის ზოლში იმოძრავებენ

01.06.23 11:40


1-ელი ივნისიდან, A კატეგორიის ტაქსები, რომელთა წლოვანება არ აღემატება 10 წელს, ავტობუსის ზოლშიც იმოძრავებენ, - ამის შესახებ 17 მაისს თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

 

„გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც შეეხება მხოლოდ A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 10 წელს. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ექნებათ უფლება, პირველი ივნისიდან იმოძრაონ ავტობუსის ზოლში. აქამდე შეეძლოთ, რომ აღნიშნულ ზოლში მგზავრი აეყვანათ ან ჩამოესვათ“, - აღნიშნა კალაძემ. 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები