პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკავშირთან დაახლოების მხრივ წინსვლა ჰქონდეს, მიიღოს სტატუსი და გაიხსნას მოლაპარაკება წევრობასთან დაკავშირებით - ახლა ბურთი ევროკავშირის მოედანზეა

01.06.23 14:00


პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს და დაიწყოს მოლაპარაკება წევრობასთან დაკავშირებით.

 

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ახლა ბურთი არის ევროკავშირის მოედანზე“.

 

„იქნება ეს ისტორიული თუ ზოგადად, უახლოესი წარსულიდან გამომდინარე, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირთან დაახლოების მხრივ წინსვლა ჰქონდეს, მიიღოს სტატუსი და არამხოლოდ, არამედ გაიხსნას მოლაპარაკება წევრობასთან დაკავშირებით. ასე, რომ ახლა ბურთი არის ევროკავშირის მოედანზე. ჩვენი მხრიდან ყველაფერი არის გაკეთებული. თუკი ავიღებთ და შევადარებთ ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას და ამ მხრივ შევხედავთ საკითხს, რა თქმა უნდა, საქართველო ჯერ არ არის იმ დონეზე მზად, რომ ევროკავშირის წევრი იყოს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ჯერჯერობით კანდიდატობაზე. თუ შევადარებთ სხვა კანდიდატ ქვეყნებს, საქართველო ყველანაირად იმსახურებს, რომ იყოს ევროკავშირთან დაახლოების იგივე ეტაპზე, სადაც კანდიდატი ქვეყნები არიან. ასე რომ, ახლა ბურთი არის ევროკავშირის მოედანზე და სინამდვილეში, დღეს ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორ ხედავს ის საკუთარ მომავალს ამ რეგიონში, როგორ ხედავს საკუთარ მომავალს საქართველოსთან მიმართებით“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 505


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები