პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

01.06.23 16:20


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში იმყოფება, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მონაწილეობს.

 

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

 

სამიტის პლენარული სესია გახსნა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ. მან ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს სიტყვით მიმართა.

 

გახსნის ღონისძიების შემდეგ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის მონაწილე დელეგაციების ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

 

რიგით მეორე სამიტს ევროპის ქვეყნების 47 ლიდერი და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის ხელმძღვანელები ესწრებიან.

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები