პოლიტიკა
01.06.23 17:20
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო მონაწილეობა ძალიან საინტერესო მრგვალი მაგიდის განხილვაში, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ გაერთიანებული სამეფოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები, პრემიერს ჰქონდა მთავარი აქცენტები ჩვენი ქვეყნის საჭიროებებიდან, უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ სჭირდება საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა გახსნით ნაწილს და შემდგომ გადაინაცვლა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში. მინდა, შევახსენო მოსახლეობას, რომ შარშან პრემიერ-მინისტრი თავად თანათავმჯდომარეობდა დისკუსიებს. წელსაც მას ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო მონაწილეობა ძალიან საინტერესო მრგვალი მაგიდის განხილვაში, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ გაერთიანებული სამეფოს და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები, საკითხი ეხებოდა უსაფრთხოებას. ასევე, მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ მსგავს დისკუსიაში მონაწილეობდა ევროპარლამენტის პრეზიდენტი სხვა ლიდერებთან ერთად.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მთავარი აქცენტები, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის საჭიროებებიდან, უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე და იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ყველას საერთო მიზანია. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, სწორედ ამ გადაწყვეტილების და ამის საჭიროების კონტექსტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა მთავარი აქცენტები, ისაუბრა უსაფრთხოების კუთხით არსებულ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია და, ვფიქრობ, ლიდერებისთვის, რომლებმაც მოუსმინეს საქართველოს პრემიერს, საკმაოდ გასაგებად იყო განმარტებული გამოწვევები, ჩვენი ქვეყნის საჭიროება და იმ გადაწყვეტილების აუცილებლობა, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24