პოლიტიკა
02.06.23 18:00
ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, დარწმუნებულია ზელენსკის, დასავლეთის, უკრაინისა და ქართველი ხალხის სწრაფ გამარჯვებაში.
„2019 წლის მაისში დილის 08:00 საათზე უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა და გამაღვიძა ვარშავაში, რათა შეეტყობინებინა, რომ მისი ერთ-ერთი პირველი ბრძანება პრეზიდენტის პოსტზე იყო ჩემთვის მოქალაქეობის აღდგენა. ჩემი პირველი რეაქცია მადლობის გარდა, იყო ის, რომ ვუთხარი, ვხედავდი მას ჩვენი მთელი რეგიონის ლიდერად. მეც ვერ წარმოვიდგენდი, რომ პუტინის სიგიჟის შედეგად, ის გახდებოდა მთელი თავისუფალი სამყაროს ლიდერი. ზელენსკის გულში საქართველოს უკავია ცალკე ადგილი, მაგრამ ემოციასაც რომ დავანებოთ თავი, ჩვენ, ყველა უნდა ვემზადოთ უკრაინის გარდაუვალი გამარჯვებისთვის. უკრაინა და დასავლური კოალიციისთვის ოკუპირებული ზონები შავი ზღვის რეგიონში სრულიად მიუღებელი იქნება. ჩვენ უნდა ვემზადოთ აფხაზეთის და შიდა ქართლის გათავისუფლებისათვის. ეს ფანჯარა სულ მალე გაიხსნება და ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ ის მომენტი, როცა რუსეთის არმია ბოლომდე იქნება ჩამოშლილი და მოსკოვში არეულობა დაისადგურებს. ზელენსკის აქვს ფართო სტრატეგიული ხედვა და ომის შემდეგ ეს ხედვა დაეფუძნება ევროპის უძლიერეს შეიარაღებულ ძალებს და იმას, რომ უკრაინის სიტყვას ძალიან დიდი წონა ექნება მსოფლიოში. საქართველო აფხაზეთის ჩათვლით ასევე თავის მხრივ, მთელი მსოფლიოსთვის მიმზიდველ და ძალიან მდიდარ ქვეყნად იქცევა. არ გამოვრიცხავ, შავიზღვისპირეთში ჩვენ საერთო საზღვარი გვქონდეს უკრაინასთან. დღეს პრეზიდენტ ზელენსკიზე და უკრაინის არმიაზეა ჩამოკიდებული მთლიანად ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნა და გამარჯვება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ზელენსკის, დასავლეთის, უკრაინის და ესე იგი, ქართველი ხალხის სწრაფ გამარჯვებაში. ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
15:2021.09.23
-
15:0021.09.23
-
ზურაბ აზარაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში შეხვედრებში მონაწილეობს
14:4021.09.23
-
ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა
14:2021.09.23
-
14:0021.09.23
-
პარლამენტმა ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია
13:4021.09.23
-
ყარაბაღში ისევ სროლებია – CivilNet
13:2021.09.23
-
13:0021.09.23
-
12:3021.09.23
-
12:0021.09.23
-
ირაკლი ღარიბაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს
11:4021.09.23
-
ილია დარჩიაშვილი მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
11:2021.09.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა
11:0021.09.23
-
ნათია თურნავა: ჩვენ კვლავაც ერთგული ვრჩებით საერთაშორისო სანქციების აღსრულების ვალდებულების მიმართ
10:4021.09.23
-
სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტებისთვის მთავარი გაკვეთილი არცახელი სეპარატისტების დანებებაა
10:2021.09.23
-
სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტებისთვის მთავარი გაკვეთილი არცახელი სეპარატისტების დანებებაა
10:0021.09.23
-
18:0020.09.23
-
17:4020.09.23
-
17:2020.09.23
-
17:0020.09.23
-
გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების წარმომადგენლებს ახალი ხედვა შესთავაზა
16:4020.09.23
-
ათონელის სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგი დაინიშნა
16:2020.09.23
-
16:0020.09.23
-
15:3020.09.23
-
15:0020.09.23
-
ივანიშვილს მინდა ვუთხრა, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან - სააკაშვილი
14:4020.09.23
-
14:2020.09.23
-
14:0020.09.23
-
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას არჩილ მესტვირიშვილიც ტოვებს
13:3020.09.23
-
ცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი
13:0020.09.23
-
ბაქოში უპასუხეს სტეპანაკერტის შეთავაზებას მოლაპარაკებებზე
12:4020.09.23
-
12:2020.09.23
-
სომხეთის პოლიციამ საპროტესტო აქციაზე 16 ადამიანი დააკავა
12:0020.09.23
-
ილია დარჩიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ფინელ კოლეგას შეხვდა
11:4020.09.23
-
ილია დარჩიაშვილმა განას საგარეო საქმეთა და რეგიონალური ინტეგრაციის მინისტრთან შეხვედრა გამართა
11:2020.09.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო
11:0020.09.23