პოლიტიკა
06.06.23 14:20
ყველა ის ადამიანი, არ მინდა გავიმეორო, რომელიც ჩვენ გმირ, საამაყო პოლიციას, რაიმე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ყველა, ვინც პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრებს და მითუმეტეს, როგორც ეს გაკეთდა და გააკეთეს, ლამის ცოცხლად დაწვა გადაწყვიტეს აი, ამ დესტრუქციულმა, ანარქისტულმა ძალებმა, ყველა ის ადამიანი იქნება სამაგალითოდ დასჯილი, ეს იცოდეს ყველამ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პოლიციის მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებების, მათ შორის „გირჩის“ პოზიციის შესახებ კითხვას უპასუხა.
პრემიერი-მინისტრის შეფასებით, „გირჩი“ ყველაზე დეგრადირებული ორგანიზაციაა.
„რაც შეეხება იმას, რომ თქვენ ახსენეთ ყველაზე სამაგალითო ანტიეროვნული, ანტიქართული მოვლენა, რაღაც ნეოფაშისტური მოვლენა და სრულიად ამორალური, დეგრადირებული ორგანიზაცია, როგორიც არის „გირჩი“,რომელმაც თუ რაიმე გააკეთა, ყველაფერი გააკეთა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ჯერ გახსოვთ, რომ მათი მოგონილი იყო, არ მინდა გავიმეორო, მაგრამ ალტერნატიული ეკლესიების დაფუძნება, გასაბერი ეკლესიები მოიგონეს. შემდეგ თქვეს ფარისევლური რაღაც, ვითომ მღვდელმსახურებას ეწეოდნენ და ა.შ. აღარ მინდა ამას გავყვე. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ათი ათასი ახალგაზრდა შეაცდინეს იმისთვის, რომ ჯარში არ წასულიყვნენ. ამის შემდეგ, ეს ადამიანი გახსოვთ, რომ ბოლო პერიოდში გამოდიოდა და ტრენინგებს უტარებდა ახალგაზრდებს და მათ სთავაზობდა მათ შორის, იარაღის სწავლებას და ა.შ. ეს ყველაფერი გასაგებია, ამ ადამიანების 1%-იანი, 2%-იანი პარტიების ნებისმიერი უსუსური მცდელობა დასრულდება სრული კრახით. მე მინდა ეს ყველას ვუთხრა და სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყველა ასეთი შემთხვევის გამოვლინებისას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ეს არის დასაგმობი ფაქტი, ამაზე საზოგადოებამ, ყველამ უნდა აიმაღლოს ხმა - ჩვენი პოლიცია არის ხელშეუხებელი, ჩვენი ჯარი არის ხელშეუხებელი, სპეცსამსახურები, ვინც აძლიერებენ ჩვენს სახელმწიფოს. ვინც მათზე თავდასხმას ახორციელებს, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი, მე არ მოვერიდები ამის თქმას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
16:2021.09.23
-
ალიევი ყარაბაღელ სომხებს უკეთეს ცხოვრებას ჰპირდება
16:0021.09.23
-
15:4021.09.23
-
15:2021.09.23
-
15:0021.09.23
-
ზურაბ აზარაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში შეხვედრებში მონაწილეობს
14:4021.09.23
-
ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა
14:2021.09.23
-
14:0021.09.23
-
პარლამენტმა ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია
13:4021.09.23
-
ყარაბაღში ისევ სროლებია – CivilNet
13:2021.09.23
-
13:0021.09.23
-
12:3021.09.23
-
12:0021.09.23
-
ირაკლი ღარიბაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს
11:4021.09.23
-
ილია დარჩიაშვილი მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
11:2021.09.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა
11:0021.09.23
-
ნათია თურნავა: ჩვენ კვლავაც ერთგული ვრჩებით საერთაშორისო სანქციების აღსრულების ვალდებულების მიმართ
10:4021.09.23
-
სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტებისთვის მთავარი გაკვეთილი არცახელი სეპარატისტების დანებებაა
10:2021.09.23
-
სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტებისთვის მთავარი გაკვეთილი არცახელი სეპარატისტების დანებებაა
10:0021.09.23
-
18:0020.09.23
-
17:4020.09.23
-
17:2020.09.23
-
17:0020.09.23
-
გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების წარმომადგენლებს ახალი ხედვა შესთავაზა
16:4020.09.23
-
ათონელის სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგი დაინიშნა
16:2020.09.23
-
16:0020.09.23
-
15:3020.09.23
-
15:0020.09.23
-
ივანიშვილს მინდა ვუთხრა, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან - სააკაშვილი
14:4020.09.23
-
14:2020.09.23
-
14:0020.09.23
-
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას არჩილ მესტვირიშვილიც ტოვებს
13:3020.09.23
-
ცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი
13:0020.09.23
-
ბაქოში უპასუხეს სტეპანაკერტის შეთავაზებას მოლაპარაკებებზე
12:4020.09.23
-
12:2020.09.23
-
სომხეთის პოლიციამ საპროტესტო აქციაზე 16 ადამიანი დააკავა
12:0020.09.23