პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს რობინ ვაგენერს შეხვდა

06.06.23 17:00


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და კომიტეტის წევრი ირაკლი შატაკიშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში, რობინ ვაგენერს შეხვდნენ.

 

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ხელისუფლების მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაწეული საქმიანობა იყო.

 

როგორც ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

 

„სასიხარულოა, რომ სტუმრის მხრიდან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის გზავნილი ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ იმ საკითხების დასასრულისკენ მიყვანის პროცესს, რომელიც უკავშირდება 12- პუნქტიან გეგმას. პრაქტიკულად, ივნისის ბოლოს, დავასრულებთ 11 პუნქტზე მუშაობას, რომელიც არის შესრულებადი. რჩება ერთადერთი - დეპოლარიზაცია, რომელთან დაკავშირებითაც მმართველმა პარტიამ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები