პოლიტიკა
06.06.23 17:20
ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მრავალი წელია ელოდით ბინების გადმოცემას. ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დროებით დავკარგეთ ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორიები. მე კარგად ვიცი, თუ რაოდენ დიდია ის ტკივილი, რომელიც ჩვენ ამ ომმა მოგვაყენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს ქვეყნის 20% არის დროებით ოკუპირებული და ეს არის დროებითი ოკუპაცია.
მისივე განცხადებით, სწორი, შედეგზე გათვლილი, ორიენტირებული პოლიტიკით, საქართველოს ხელისუფლება მიაღწევს ქვეყნის გამთლიანებას.
„პირველ რიგში, მინდა მივესალმო ჩვენს ძვირფას მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, ჩვენს შვილებს, ახალგაზრდებს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს. მინდა მივესალმო ქუთაისის მერს, გუბერნატორს და განსაკუთრებული სითბოთი, სიყვარულით მინდა მოგესალმოთ თქვენ, ჩემო ძვირფასებო.
ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მრავალი წელია ელოდით ბინების გადმოცემას. ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დროებით დავკარგეთ ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორიები. მე კარგად ვიცი, თუ რაოდენ დიდია ის ტკივილი, რომელიც ჩვენ ამ ომმა მოგვაყენა. ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დავკარგეთ ამ ომებში და რაც მთავარია, დღეს ჩვენი ქვეყნის 20% არის დროებით ოკუპირებული, მინდა ხაზი გავუსვა, ეს არის დროებითი ოკუპაცია. მე მჯერა, რომ ღმერთის დახმარებით, უფლის შეწევნით ჩვენ, ჩვენი სწორი პოლიტიკით, შედეგზე გათვლილი, ორიენტირებული პოლიტიკით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო დიდი ოცნება და ეროვნული მიზანი ეს უნდა იყოს.
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ჩვენი პოლიტიკოსები, რომელთა პასუხისმგებლობაც არის, ყველასი, მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციაში არის ადამიანი, თუ ხელისუფლებაში, ყველას ამოცანა უნდა იყოს, სწორედ, გაერთიანება. ნებისმიერ ადამიანს ვკითხოთ აქ, რა არის თქვენი მთავარი საზრუნავი, საფიქრალი - ხომ არის თქვენი დაბრუნება თქვენს სახლებში, აფხაზეთში, სამაჩაბლოში. მჯერა, ეს დღე აუცილებლად დადგება იმიტომ, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა გვაახლოებს ამ დიდ მიზანთან ყოველ დღე. ამის ღრმად მწამს, ამის მჯერა, ამას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
17:0021.09.23
-
ალიევმა ბოდიში მოიხადა რუსი სამშვიდობოების დაღუპვისთვის – კრემლი
16:4021.09.23
-
16:2021.09.23
-
ალიევი ყარაბაღელ სომხებს უკეთეს ცხოვრებას ჰპირდება
16:0021.09.23
-
15:4021.09.23
-
15:2021.09.23
-
15:0021.09.23
-
ზურაბ აზარაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში შეხვედრებში მონაწილეობს
14:4021.09.23
-
ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა
14:2021.09.23
-
14:0021.09.23
-
პარლამენტმა ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია
13:4021.09.23
-
ყარაბაღში ისევ სროლებია – CivilNet
13:2021.09.23
-
13:0021.09.23
-
12:3021.09.23
-
12:0021.09.23
-
ირაკლი ღარიბაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს
11:4021.09.23
-
ილია დარჩიაშვილი მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
11:2021.09.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა
11:0021.09.23
-
ნათია თურნავა: ჩვენ კვლავაც ერთგული ვრჩებით საერთაშორისო სანქციების აღსრულების ვალდებულების მიმართ
10:4021.09.23
-
სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტებისთვის მთავარი გაკვეთილი არცახელი სეპარატისტების დანებებაა
10:2021.09.23
-
სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტებისთვის მთავარი გაკვეთილი არცახელი სეპარატისტების დანებებაა
10:0021.09.23
-
18:0020.09.23
-
17:4020.09.23
-
17:2020.09.23
-
17:0020.09.23
-
გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების წარმომადგენლებს ახალი ხედვა შესთავაზა
16:4020.09.23
-
ათონელის სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგი დაინიშნა
16:2020.09.23
-
16:0020.09.23
-
15:3020.09.23
-
15:0020.09.23
-
ივანიშვილს მინდა ვუთხრა, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან - სააკაშვილი
14:4020.09.23
-
14:2020.09.23
-
14:0020.09.23
-
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას არჩილ მესტვირიშვილიც ტოვებს
13:3020.09.23
-
ცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი
13:0020.09.23
-
ბაქოში უპასუხეს სტეპანაკერტის შეთავაზებას მოლაპარაკებებზე
12:4020.09.23