პოლიტიკა

გიგი წერეთელი - მოლაპარაკება შედგება მაშინ, როცა რუსეთი გაიყვანს ჯარებს და უკრაინის დეოკუპაციას მოახდენს - გზავნილები, რომელიც გვესმის საქართველოს ხელისუფლებისგან, იგივე შინაარსისაა, რასაც რუსეთის პროპაგანდა ლაპარაკობს

06.06.23 18:00


მოლაპარაკება შედგება მაშინ, როცა რუსეთი გაიყვანს ჯარებს და უკრაინის დეოკუპაციას მოახდენს. ამ ტიპის გზავნილები, რომელიც გვესმის საქართველოს ხელისუფლებისგან, პრაქტიკულად არის ზუსტად იგივე შინაარსის, რასაც რუსეთის პროპაგანდა ლაპარაკობს , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ რუსეთ-უკრაინის ომზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ის, რაც უკრაინაში ხდება, თუნდაც ბოლო მოვლენა - კაშხლის აფეთქება, მიანიშნებს, თუ რამდენად აგრესიულია ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს, თუმცა სურათის დახატვა, თითქოს უკრაინა ნადგურდება და ამაში რაღაცით უკრაინაა დამნაშავე, ზუსტად თანხვედრაშია რუსულ პროპაგანდასთან.

 

„რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა ომი, ეს ომიც მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს და ყველას სურს ეს, ოღონდ არა იმგვარად, როგორც რუსეთი ამბობს. ისინიც აცხადებენ მოლაპარაკებების სურვილს, ოღონდ ამის შედეგად სურთ, რომ დაისაკუთრონ ტერიტორიები და რაღაცნაირად მათ მიერ განხორციელებული ოკუპაციის ლეგალიზაცია მოახდინონ.

 

ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში მოლაპარაკება ვერ შედგება, მოლაპარაკება შედგება მაშინ, როცა ის გაიყვანს ჯარებს და უკრაინის დეოკუპაციას მოახდენს. იმ ტიპის გზავნილები, რომელიც გვესმის საქართველოს ხელისუფლებისგან, პრაქტიკულად არის ზუსტად იგივე შინაარსის, რასაც რუსეთის პროპაგანდა ლაპარაკობს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები