პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: რუსეთს შეუძლია, ხოშტარიას ნებისმიერ მომენტში დაფინანსება შეუწყვიტოს, თუ მიიჩნევს, რომ ელენე ხოშტარია მას რეალურად ებრძვის

07.06.23 11:40


რამდენიმე კვირის წინ, როცა მოსკოვი-თბილისის რეისი შესრულდა, ვიხუმრე, რომ ელენე ხოშტარიას ფულს ვეღარ ურიცხავენ და ალბათ, პილოტმა ჩამოუტანა-მეთქი, როგორც ჩანს, არ მიხუმრია და ეს გადარიცხვები მართლაც გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

 

„პატარა ბავშვისთვისაც ცხადია, რომ რუსეთს შეუძლია, ნებისმიერ მომენტში დაფინანსება შეუწყვიტოს, თუ მიიჩნევს, რომ ელენე ხოშტარია მას რეალურად ებრძვის. ეს ყველაფერი იმის დასტური და ნათელი ცხადყოფაა, რომ სინამდვილეში მისი ვითომ ანტირუსული გამოხტომები არის სრული სიყალბე, ფარისევლობა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა. საერთო ჯამში კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 279 000 რუბლია.

 

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები