პოლიტიკა
07.06.23 12:20
პარტია “ლელო” მხარს უჭერს ისეთი ოპოზიციური გაერთიანების შექმნას, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება. აღნიშნულის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ისაუბრა და დასძინა, რომ ორპოლუსიანობა “ქართული ოცნების” ინტერესებში შედის.
ჯაფარიძე “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” 6 ივნისს იყო მიწვეული. წამყვანმა გაიხსენა ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კომენტარი, რომლის თანახმადაც, “ბიძინა ივანიშვილის დამარცხების გასაღები” სწორედ “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს.
“ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით კი არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს… მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5 და 7% მიიღონ, რათა ხვალ ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა”, — თქვა ხაბეიშვილმა სხვა ოპოზიციური პარტიების მისამართით.
ბადრი ჯაფარიძეს ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა იდეას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე მმართველი პარტიის დამარცხება არ გამოვა.
“მე არ ვიზიარებ ამ განცხადებას. “ნაციონალური მოძრაობა” “ქართული ოცნებისთვის” არის შესანიშნავი სამიზნე. “ნაციონალური მოძრაობის” და „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი პოლიტიკური ველი, რომელიც გულისხმობს ორპოლუსიან ველს, აბსოლუტურად ხელს აძლევს “ქართულ ოცნებას”, — დასძენს ჯაფარიძე.
მისი სიტყვებით, “ლელოს” ამოცანა მკაფიოა: “შევქმნათ ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი, დაიმსხვრეს ეს ორპოლუსიანობა”.
“…სწორედ ისეთი გაერთიანების შექმნაა გასაღები, რომელშიც მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“. ასეთი გაერთიანების შექმნაა „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღები.
ამიტომ ჩვენ ხელს შევუწყობთ ასეთი პროევროპული პარტიების ერთობის შექმნას, რომელიც ორიენტირებული იქნება სწორედ იმაზე, რომ დაამსხვრიოს ეს ორპოლუსიანობა; იმუშავებს იმ ელექტორატთან, რომელიც არ აპირებს, ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“.
სწორედ ეს არის გასაღები “ქართული ოცნების” დამარცხებისა და შეცვლისა”, — აღნიშნავს “ლელოს” ლიდერი.
ჯაფარიძის თქმით, ხსენებული გაერთიანება მოქმედი ხელისუფლება “დემოკრატიული, კოალიციური მმართველობით” ჩანაცვლებისკენ იქნება მიმართული.
მომდევნო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს უნდა ჩატარდეს.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
17:0021.09.23
-
ალიევმა ბოდიში მოიხადა რუსი სამშვიდობოების დაღუპვისთვის – კრემლი
16:4021.09.23
-
16:2021.09.23
-
ალიევი ყარაბაღელ სომხებს უკეთეს ცხოვრებას ჰპირდება
16:0021.09.23
-
15:4021.09.23
-
15:2021.09.23
-
15:0021.09.23
-
ზურაბ აზარაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში შეხვედრებში მონაწილეობს
14:4021.09.23
-
ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა
14:2021.09.23
-
14:0021.09.23
-
პარლამენტმა ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია
13:4021.09.23
-
ყარაბაღში ისევ სროლებია – CivilNet
13:2021.09.23
-
13:0021.09.23
-
12:3021.09.23
-
12:0021.09.23
-
ირაკლი ღარიბაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს
11:4021.09.23
-
ილია დარჩიაშვილი მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
11:2021.09.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა
11:0021.09.23
-
ნათია თურნავა: ჩვენ კვლავაც ერთგული ვრჩებით საერთაშორისო სანქციების აღსრულების ვალდებულების მიმართ
10:4021.09.23
-
სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტებისთვის მთავარი გაკვეთილი არცახელი სეპარატისტების დანებებაა
10:2021.09.23
-
სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტებისთვის მთავარი გაკვეთილი არცახელი სეპარატისტების დანებებაა
10:0021.09.23
-
18:0020.09.23
-
17:4020.09.23
-
17:2020.09.23
-
17:0020.09.23
-
გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების წარმომადგენლებს ახალი ხედვა შესთავაზა
16:4020.09.23
-
ათონელის სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგი დაინიშნა
16:2020.09.23
-
16:0020.09.23
-
15:3020.09.23
-
15:0020.09.23
-
ივანიშვილს მინდა ვუთხრა, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან - სააკაშვილი
14:4020.09.23
-
14:2020.09.23
-
14:0020.09.23
-
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას არჩილ მესტვირიშვილიც ტოვებს
13:3020.09.23
-
ცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი
13:0020.09.23
-
ბაქოში უპასუხეს სტეპანაკერტის შეთავაზებას მოლაპარაკებებზე
12:4020.09.23