პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი: ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, არჩევნების შედეგად საქართველომ მიიღოს პროევროპული სახელისუფლო კოალიცია

07.06.23 14:00


ახალი პოლიტიკური ცენტრი შესაქმნელია არა პარტიების გადაჯგუფებით, არამედ ახალი ძალების შემომატებით - არჩევნების შემდეგ, მკვეთრად პროდასავლურ სახელისუფლებო კოალიციაში „ქართული ოცნების" ადგილს ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

 

„ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, მომავალი არჩევნების შედეგად, საქართველომ მიიღოს მკვეთრად და მკაფიოდ პროდასავლური სახელისუფლებო კოალიცია, რომელშიც „ქართული ოცნების“ ადგილს ვერ ვხედავთ, ამისთვის საჭიროა სწორი ტაქტიკით გასვლა არჩევნებზე. არასწორი ტაქტიკა იქნებოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დავდგეთ სხვა ყველა პოლიტიკური ძალა, წავიდეთ ისევ პოლარიზებულ გარემოში და დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. ტაქტიკურად სწორი ამოცანაა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღოს რასაც მიიღებს, პლუსების და მინუსების გათვალისწინებით და ამას არ გადაჰყვეს საქართველოს მომავალი“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

 

„ლელომ“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნა გადაწყვიტა და ალტერნატიული გაერთიანების შექმნას აანონსებს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღები ისეთი გაერთიანების შექმნაა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.

 

მანამდე კი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.

 

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები