პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციაში ხვდებიან, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ იმდენად მანკიერი რეპუტაცია აქვს, შეუძლია, დააზიანოს ნებისმიერი პარტია, ვინც მასთან იქნება აფელირებული

07.06.23 15:00


ოპოზიციაში კარგად ხვდებიან, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ იმდენად მანკიერი რეპუტაცია აქვს, რომ მას შეუძლია, დამაზიანებელი როლი ითამაშოს ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით, ვინც კი შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულად იქცეს, – ამის შესახებ საპარლამეტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

სარჯველაძის თქმით, ოპოზიცის წარმომადგენლები ცდილობენ, ფორმალურად თუ არაფორმალურად დისტანცირება მოახერხონ „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

 

„მიუხედავად ხმამაღალი განცხადებისა, თითქოს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობაშია“, ბუნებრივია, ამას ოპოზიციის მხრიდან ყველა პოზიტიურად არ გამოეხმაურებოდა. კარგად ხვდებიან, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რეალურად იმდენად დაზიანებული და მანკიერი რეპუტაცია აქვს, რომ მას შეუძლია, ძალიან დამაზიანებელი როლი ითამაშოს ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებით, ვინც კი შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულად იქცეს. ამას კარგად ხვდებიან და ცდილობენ, ფორმალურად თუ არაფორმალურად, მაგრამ დისტანცირება მოახერხონ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს არ ნიშნავს, რომ კულუარული თანამშრომლობა გამორიცხული აქვთ თუნდაც ასეთ პოლიტიკურ პარტიებს.

 

რაც შეეხება განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს გასაღების ძიება გრძელდება და ახლა ცდილობენ, გასაღები მონახონ მესამე ძალის აბსტრაქტულ იდეაში, არ მგონია, რომ ეს მართებული გათვლა იყოს. ფაქტია, რომ რეალობა არის ის, რაც არის ოპოზიციასთან მიმართებით. მათ აქვთ გარკვეული შესაძლებლობები, რაც არის მკაცრად ლიმიტირებული. იმაზე მეტს, ვიდრე დღეს ამ პოლიტიკურ ჯგუფებს აქვთ, ვერცერთი გაერთიანებით და ვერცერთი დაშლით, გადანაწილებით და გადაჯგუფებით ვერ შექმნიან. დიდი იმედების დამყარების საფუძველი და შესაძლებლობა მათ არ აქვთ. გამიჭირდება თქმა, როგორი იქნება კონფიგურაცია, ვინ გამოეხმაურება პოზიტიურად, ვინ ფორმალურად ან არაფორმალურად გაერთიანდება, მაგრამ როგორც არ უნდა გადალაგდნენ, რეალურად, ეს რეზულტატზე მაინცდამაინც დიდ გავლენას ვერ მოახდენს, შეუძლებელია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“. ამასთან, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა: „ამოცანა მკაფიოა, შევქმნათ ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი, ორპოლუსიანობა დაიმსხვრეს. გასაღები არის ისეთ გაერთიანებაში, სადაც მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები