პოლიტიკა
07.06.23 17:30
ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში, იმ ადგილას, სადაც საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე პარლამენტარიზმს, და ვსაუბრობდე საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის მდიდარ, დინამიურ და მრავალგანზომილებიან ურთიერთობებზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„პირველ რიგში, მსურს, ხაზი გავუსვა იმ დიდ დახმარებას, რომელიც თქვენმა დიდებულმა ქვეყანამ გაუწია საქართველოს ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდანვე. მნიშვნელოვანი იყო როგორც თქვენი პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე, ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ტექნიკური დახმარება. მადლობას გიხდით, ასევე, აკადემიური გაცვლითი პროგრამებისთვის, რომლებიც დაეხმარა ჩვენს ახალგაზრდობას, ჩემს თაობას, საფრანგეთში სწავლაში, რათა შეგვძლებოდა იმ აუცილებელი რეფორმების განხორციელება, რის შედეგადაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ არსებით პროგრესს მიაღწია. დღეს კი საქართველო უკვე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იღწვის.
ჩვენს ქვეყნებს შორის ამჟამინდელი თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ევროპულ ღირებულებებსა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი მხარდაჭერას. მივესალმებით ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას, რაც ადასტურებს ქართულ-ფრანგული პარტნიორობის სტრატეგიულ ხასიათს, რაც სცდება რეგიონულ პოლიტიკას და საერთაშორისო განზომილებებს აღწევს.
საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საფრანგეთის მხარდაჭერა არსებითი იყო საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში წარმატებით შენარჩუნებაში. მადლიერები ვართ ამ ძალისხმევისთვის. შავი ზღვის რეგიონში ამჟამად არსებული გამოწვევებით სავსე უსაფრთხოების გარემოს ფონზე, ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ჩვენ, აგრეთვე, ვაფასებთ საფრანგეთის, როგორც წლების მანძილზე ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორის, მნიშვნელოვან როლს საქართველოს ინსტიტუციურ, სოციალურ და ეკონომიკურ ტრანსფორმაციაში.
მცირე ხნის წინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კოლონა ოფიციალური ვიზიტით თბილისში იმყოფებოდა. ეს იყო საქართველოსადმი პოლიტიკური მხარდაჭერის ძლიერი გამოვლინება. იმის ფონზე, რომ წინ მივიწევთ ჩვენს ევროპულ გზაზე, განსაკურებით იმედისმომცემი იყო მინისტრ კოლონას განცხადებები, რომელმაც დაადასტურა საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისადმი საფრანგეთის მხარდაჭერა. საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ პერიოდში, ჩვენ იმედს ვამყარებთ ჩვენი ფრანგი მეგობრების შემდგომ მხარდაჭერაზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
17:3021.09.23
-
17:0021.09.23
-
ალიევმა ბოდიში მოიხადა რუსი სამშვიდობოების დაღუპვისთვის – კრემლი
16:4021.09.23
-
16:2021.09.23
-
ალიევი ყარაბაღელ სომხებს უკეთეს ცხოვრებას ჰპირდება
16:0021.09.23
-
15:4021.09.23
-
15:2021.09.23
-
15:0021.09.23
-
ზურაბ აზარაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში შეხვედრებში მონაწილეობს
14:4021.09.23
-
ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა
14:2021.09.23
-
14:0021.09.23
-
პარლამენტმა ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია
13:4021.09.23
-
ყარაბაღში ისევ სროლებია – CivilNet
13:2021.09.23
-
13:0021.09.23
-
12:3021.09.23
-
12:0021.09.23
-
ირაკლი ღარიბაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს
11:4021.09.23
-
ილია დარჩიაშვილი მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
11:2021.09.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა
11:0021.09.23
-
ნათია თურნავა: ჩვენ კვლავაც ერთგული ვრჩებით საერთაშორისო სანქციების აღსრულების ვალდებულების მიმართ
10:4021.09.23
-
სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტებისთვის მთავარი გაკვეთილი არცახელი სეპარატისტების დანებებაა
10:2021.09.23
-
სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტებისთვის მთავარი გაკვეთილი არცახელი სეპარატისტების დანებებაა
10:0021.09.23
-
18:0020.09.23
-
17:4020.09.23
-
17:2020.09.23
-
17:0020.09.23
-
გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების წარმომადგენლებს ახალი ხედვა შესთავაზა
16:4020.09.23
-
ათონელის სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგი დაინიშნა
16:2020.09.23
-
16:0020.09.23
-
15:3020.09.23
-
15:0020.09.23
-
ივანიშვილს მინდა ვუთხრა, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან - სააკაშვილი
14:4020.09.23
-
14:2020.09.23
-
14:0020.09.23
-
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას არჩილ მესტვირიშვილიც ტოვებს
13:3020.09.23
-
ცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი
13:0020.09.23