პოლიტიკა
08.06.23 16:00
თითქმის ერთი წლის წინ ევროპის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რამაც შექმნა ახალი თავი ჩვენს ურთიერთობაში ევროკავშირთან, ჩვენ სრულიად ვიაზრებთ, რომ თქვენი წევრობა მოდის გრძელვადიან ვალდებულებებთან და პასუხისმგებლობასთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ჯანჯალიას თქმით, საქართველო ახლა ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია.
„არასდროს ყოფილა ადვილი, რომ აქამდე მოვსულიყავით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. ევროპის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, მაშინვე, საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულებები 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით. დაიწყო ინკლუზიური პროცესები, სადაც ყველა მხარე იყო ჩართული, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება. პარალელურად, ახლო მოლაპარაკებები და დიალოგები გრძელდებოდა ჩვენს პარტნიორებთან და რაც მთავარია, ვენეციის კომისიასთან. მინდა, აღვნიშნო აქტიური საქმიანობის შესახებ იმ ჯგუფის მიერ, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა და რომელიც ეწვია ევროკავშირის დედაქალაქებს, უკვე 14 ქვეყანას, ევროკავშირის დაწესებულებებს ბრიუსელში და გააცნო საქართველოს პროგრესი 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. რამდენიმე ლოკაციაზე პირადად ვეწვიე ევროკავშირის დაწესებულებებს ბრიუსელში და გავმართე შეხვედრები 12 პუნქტის განხორციელებასთან დაკავშირებით. ასევე გვქონდა დიალოგი ევროპის საბჭოსთან იმისთვის, რომ გვქონდეს მკაფიო ხედვა პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯანჯალიამ.
თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, ახლა არ არის დამარცხების და არც შანსის გაშვების დრო.
„ევროპული პერსპექტივის აღიარება იყო სტრატეგიული და იმედისმომცემი გადაწყვეტილება. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით კიდევ ერთ გადაწყვეტილებას ევროკავშირისგან. მასშტაბურ გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რომელიც შთაგონებული იქნება საქართველოს პროგრესის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებებით. ამავდროულად, ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, რაც თავიდან აგვაცილებს არასაჭირო ნეგატიურ დიფერენციაციას და საკითხებს, რომლებიც ამ გზით პოლარიზაციას კიდევ უფრო წაახალისებს. 19 აპრილს ჩვენ ევროკავშირს გადავეცით ჩვენი პირველი წვლილი კომისიაში გამოქვეყნებული პაკეტის შესახებ. დოკუმენტი აღწერს პროგრესსა და მიღწევებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სასამართლოში, კანონის უზენაესობაში, მედიის თავისუფლებაში და მრავალი სხვა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პროგრესი იქნება აღიარებული და კომისია გზას გაუხსნის პოზიტიურ გადაწყვეტილებას წლის ბოლოს“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 262
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
შსს-ს700-მდე ახალი თანამშრომელი ემატება
18:0028.09.23
-
17:4028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
17:2028.09.23
-
17:0028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
16:4028.09.23
-
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმები იზრდება
16:2028.09.23
-
16:0028.09.23
-
ხატია დეკანოიძე - ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობაში ამხილა
15:4028.09.23
-
15:2028.09.23
-
“მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა პირველ იანვარს არსებობას შეწყვეტს” – განკარგულება
15:0028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
14:4028.09.23
-
ზურაბ უტიაშვილი რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
14:2028.09.23
-
საქართველოში წელს ცოფის 68 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით მცირედი ზრდაა
14:0028.09.23
-
13:4028.09.23
-
13:2028.09.23
-
13:0028.09.23
-
ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
12:4028.09.23
-
ნათია თურნავა IMD-ის წარმომადგენელს შეხვდა
12:2028.09.23
-
გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებზე იმსჯელა
12:0028.09.23
-
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესზე გაეცნენ
11:4028.09.23
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სლოვაკ კოლეგას შეხვდა
11:2028.09.23
-
საქართველოს სხვა მოქალაქე რომ დაასანქცირონ, სახელმწიფო მზად უნდა შეხვდეს – მდინარაძე
11:0028.09.23
-
თეიმურაზ ჯანჯალია გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს შეხვდა
10:4028.09.23
-
არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილი, როგორც ლიდერი დასრულებულია
10:2028.09.23
-
10:0028.09.23
-
18:0027.09.23
-
17:3027.09.23
-
17:0027.09.23
-
კიდევ რომელ ქუჩებზე ამოქმედდება საათობრივი პარკირება 1 ოქტომბრიდან
16:3027.09.23
-
ზურაბ აზარაშვილი უნგრეთის ეროვნული ჯანდაცვისა და ფარმაცევტულ ცენტრში იმყოფებოდა
16:0027.09.23
-
15:3027.09.23
-
15:0027.09.23
-
„სომხეთ-საქართველოს ომი - 1918“
14:4027.09.23
-
„სომხეთ-საქართველოს ომი - 1918“
14:2027.09.23
-
14:0027.09.23
-
13:4027.09.23