პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში დაიწყო

08.06.23 17:20


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

 

ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

 

მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ოლაფ შოლცთან პირისპირ შეხვედრას ბერლინში გამართავს.

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები