საზოგადოება
09.06.23 16:30
ცნობილი მეცნიერები, არქეოლოგები კორეის რესპუბლიკიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციას Tri-national Archaeological Cooperation and Academic Exchange: Georgia, Azerbaijan, Korea გამართავენ.
ამ სემინართან დაკავშირებით თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს კიმ ტონგ ოპს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქართულ-აზერბაიჯანულ-კორეულ არქეოლოგიურ კონფერენციას არ ექნება ერთჯერადი ხასიათი, სემინარის მასშტაბი გაიზრდება და ყოველწლიურად მასში უფრო მეტი მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას სხვა სფეროებიდანაც. ასევე, ისაუბრეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კორეის უნივერსიტეტებს შორის სასწავლო-სამეცნიერო ურთიერთობების დამყარებაზე, ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე.
თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზად არის ქართულ-კორეულ სამეცნიერო ურთიერთობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს და აღნიშნული კონფერენცია იქნება ამ თანამშრომლობის დასაწყისი.
„ჩვენ კორეელ კოლეგებს ვთავაზობთ ერთობლივი არქეოლოგიური კვლევის განხორციელებას ფაზისში. ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი ექსპედიცია რეგიონში. ასევე, მზად ვართ, სხვა სფეროებშიც მაქსიმალურად დავიწყოთ დაახლოება კორეის რესპუბლიკასთან, ეს არის კომპიუტერული ტექნოლოგიები, საინჟინრო ტექნოლოგიები და ის მიმართულებები, რომელშიც კორეა არის ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში. ჩვენი უნივერსიტეტი ღიაა განავითაროს კორეული ენის, კულტურის, ისტორიის შესწავლა“,-აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აღუთქვა მხარდაჭერა კორეის რესპუბლიკასთან ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში.
ღონისძიებას ასევე, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა ესწრებოდა. შეხვედრის ბოლოს თსუ რექტორმა კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული გრაკლიანის არქეოლოგიურ ბაზაზე მიიწვია.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 208
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
შსს-ს700-მდე ახალი თანამშრომელი ემატება
18:0028.09.23
-
17:4028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
17:2028.09.23
-
17:0028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
16:4028.09.23
-
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმები იზრდება
16:2028.09.23
-
16:0028.09.23
-
ხატია დეკანოიძე - ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობაში ამხილა
15:4028.09.23
-
15:2028.09.23
-
“მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა პირველ იანვარს არსებობას შეწყვეტს” – განკარგულება
15:0028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
14:4028.09.23
-
ზურაბ უტიაშვილი რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
14:2028.09.23
-
საქართველოში წელს ცოფის 68 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით მცირედი ზრდაა
14:0028.09.23
-
13:4028.09.23
-
13:2028.09.23
-
13:0028.09.23
-
ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
12:4028.09.23
-
ნათია თურნავა IMD-ის წარმომადგენელს შეხვდა
12:2028.09.23
-
გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებზე იმსჯელა
12:0028.09.23
-
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესზე გაეცნენ
11:4028.09.23
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სლოვაკ კოლეგას შეხვდა
11:2028.09.23
-
საქართველოს სხვა მოქალაქე რომ დაასანქცირონ, სახელმწიფო მზად უნდა შეხვდეს – მდინარაძე
11:0028.09.23
-
თეიმურაზ ჯანჯალია გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს შეხვდა
10:4028.09.23
-
არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილი, როგორც ლიდერი დასრულებულია
10:2028.09.23
-
10:0028.09.23
-
18:0027.09.23
-
17:3027.09.23
-
17:0027.09.23
-
კიდევ რომელ ქუჩებზე ამოქმედდება საათობრივი პარკირება 1 ოქტომბრიდან
16:3027.09.23
-
ზურაბ აზარაშვილი უნგრეთის ეროვნული ჯანდაცვისა და ფარმაცევტულ ცენტრში იმყოფებოდა
16:0027.09.23
-
15:3027.09.23
-
15:0027.09.23
-
„სომხეთ-საქართველოს ომი - 1918“
14:4027.09.23
-
„სომხეთ-საქართველოს ომი - 1918“
14:2027.09.23
-
14:0027.09.23
-
13:4027.09.23