პოლიტიკა
09.06.23 17:20
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მერია შინდისში მიწის ნაკვეთების პრივატიზების პროცესში კორუფციულ გარიგებაშია.
„ტყუილია, როდესაც ამბობთ, რომ შინდისის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავ მოქალაქეს უარი ეთქვა. მე შემიძლია წარმოგიდგინოთ უამრავი განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) შინდისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასობით ჩვენს თანამოქალაქეს აქვს საშუალება, რომ განვითარდეს. უამრავ გრგს ვამტკიცებთ საკრებულოს სხდომაზე და თქვენც მონაწილეობთ ამ პროცესში. არის რა თქმა უნდა ტერიტორიები, რომლებზეც ზონალური შეზღუდვაა და ვფიქრობ, რომ ეს სწორი პოზიციაა. არც ერთი არგუმენტი იმის გარდა, რომ ეს ვანო ჩხარტიშვილის გრგ არის და ამიტომ არ უნდა დამტკიცდეს, არ წარმოგიდგენიათ,“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
რევაზ სოხაძე აღნიშნავს, რომ ის პასუხისმგებელია ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც საკრებულო ამტკიცებს.
„მე პასუხისმგებელი ვარ ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ვიღებთ. მათ შორის არც იმის მომრიდებია, რომ მცდარ გადაწყვეტილებაზე მეთქვა, რომ მცდარი იყო. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კონკრეტულად ეს გადაწყვეტილება შინდისთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებაა იმ შენიშვნების გათვალისწინებით, რაც გრგ-ს დავალებაში იქნება მიღებული. საუბარი იმაზე, რომ ეს არის კორუფციული გარიგებაა, მიუღებელი და უსუსურია,“- დასძინა რევაზ სოხაძემ.
მისივე თქმით, ქალაქი ვითარდება, წინ მიდის, მათ შორის იზრდება. მან ოპოზიციის წარმომადგენელი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
„ჩვენი კოლეგა არ წყვეტს თავის რიტორიკას, ამიტომ მეც მომიწევს ამის თქმა. თქვენ როდესაც საუბრობთ, რომ კახა კალაძემ საჩუქარი გაუკეთო ვანო ჩხარტიშვილს, ზუსტად ანალოგიური ლოგიკით ჩვენ რამდენიმე სხდომის წინ შეგვეძლო გვეთქვა, რომ კახა კალაძემ საჩუქარი გაუკეთა მამუკა ხაზარაძეს. მაგრამ ასე არ შეგვიფასებია ეს გადაწყვეტილება, რადგან ჩვენთვის პიროვნებებს, თუ ვინ დგას ამა თუ იმ პროექტის უკან არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
მთელი ბავშვობა ვუყურებდი ჩემი სახლიდან ლისის მთას, რომელიც აბსოლუტურად გაუნაშენიანებელი იყო. დღეს იგივე ხედზე არის უამრავი საცხოვრებელი სახლი აშენებული, როგორც მრავალსართულიანი კორპუსები, ასევე კერძო სახლებიც და არის მთლიანად განაშენიანებული ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია. ეს კომპანია ახორციელებს იქ დეველოპერულ პროექტს, რომელიც მე ვთვლი, რომ არის კარგი პროექტი. ანუ მამუკა ხაზარაძის მიერ დაწყებული პროექტი ე.წ. ლისი ვერანდა არის კარგი პროექტი და ვფიქრობ, რომ ურბანული თვალსაზრისით კარგად ხდება ამ ტერიტორიის განაშენიანება,“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:4029.09.23
-
11:2029.09.23
-
11:0029.09.23
-
10:4029.09.23
-
გიორგი ვოლსკი: პრეზიდენტის ვოიაჟი და განცხადებები რევოლუციურ სცენარს ემთხვევა
10:2029.09.23
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
10:0029.09.23
-
შსს-ს700-მდე ახალი თანამშრომელი ემატება
18:0028.09.23
-
17:4028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
17:2028.09.23
-
17:0028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
16:4028.09.23
-
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმები იზრდება
16:2028.09.23
-
16:0028.09.23
-
ხატია დეკანოიძე - ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობაში ამხილა
15:4028.09.23
-
15:2028.09.23
-
“მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა პირველ იანვარს არსებობას შეწყვეტს” – განკარგულება
15:0028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
14:4028.09.23
-
ზურაბ უტიაშვილი რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
14:2028.09.23
-
საქართველოში წელს ცოფის 68 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით მცირედი ზრდაა
14:0028.09.23
-
13:4028.09.23
-
13:2028.09.23
-
13:0028.09.23
-
ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
12:4028.09.23
-
ნათია თურნავა IMD-ის წარმომადგენელს შეხვდა
12:2028.09.23
-
გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებზე იმსჯელა
12:0028.09.23
-
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესზე გაეცნენ
11:4028.09.23
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სლოვაკ კოლეგას შეხვდა
11:2028.09.23
-
საქართველოს სხვა მოქალაქე რომ დაასანქცირონ, სახელმწიფო მზად უნდა შეხვდეს – მდინარაძე
11:0028.09.23
-
თეიმურაზ ჯანჯალია გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს შეხვდა
10:4028.09.23
-
არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილი, როგორც ლიდერი დასრულებულია
10:2028.09.23
-
10:0028.09.23
-
18:0027.09.23
-
17:3027.09.23
-
17:0027.09.23
-
კიდევ რომელ ქუჩებზე ამოქმედდება საათობრივი პარკირება 1 ოქტომბრიდან
16:3027.09.23
-
ზურაბ აზარაშვილი უნგრეთის ეროვნული ჯანდაცვისა და ფარმაცევტულ ცენტრში იმყოფებოდა
16:0027.09.23