მსოფლიო
11.09.23 16:30
“რუსეთი წუხს სომხეთის ხელისუფლების ზრახვაზე, აშშ-სთან ერთად სამხედრო წვრთნები ჩაატაროს “, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა G20-ს სამიტის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, არაფერი კარგი არაა იმაში, რომ აგრესიული NATO სამხრეთ კავკასიაში შეღწევას ცდილობს. ვფიქრობ, ეს არავისთვისა კარგი, მათ შორის სომხეთისთვის”.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2023 წლის 11-16 სექტემბერს სომხეთი აშშ-სთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს “EAGLE PARTNER 2023”-ს გამართავს.
ასევე, რამდენიმე დღის წინ ნატო-ს გაფართოების საკითხებში ევროპული კომიტეტის თავმჯდომარემ გიუნტერ ფელინგერმა სომხეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ მოუწოდა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს მიმართა ტვიტერზე მიმართა, რასაც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაან კოსტანიანი მოგვიანებით მედიასთან გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “სომხეთს NATO-ში გაწევრიანებაზე მიწვევა არ მიუღია, თუმცა, ალიანსთან სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობს და აქვს მზაობა, გააგრძელოს ეს საქმიანობა.
მოსკოვი სომხეთისა და NATO-ს თანამშრომლობის შესახებ გავრცელებულ უკანასკნელ ამბებს პირველად 7 სექტემბერს გამოეხმაურა.
“ჩვენ ვხედავთ NATO-ს მცდელობებს, გავლენის ქვეშ მოაქციოს არა მხოლოდ უკრაინა, არამედ რუსეთის სხვა მეზობლებიც, ამ შემთხვევაში, სომხეთი. NATO-თან დაახლოება სათუოა, რომ უსაფრთხოების კუთხით პოზიტიურ შედეგს მოუტანს ვინმეს. სომეხი ხალხი საკმარისად ბრძენი, შორსმჭვრეტელი და თანამედროვე საერთაშორისო რეალიების აღქმის მქონეა, რომ არ წამოეგოს NATO-ს მცდელობებზე, სომხეთის რესპუბლიკის ალიანსის გავლენის სფეროში მოსაქცევად”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა სომხეთისა და ალიანსის დაახლოების საკითხზე კომენტირებისას.
სომხეთის ეროვნული კრების [პარლამენტის] საგარეო ურთიერობათა კომისიის თავმჯდომარე [მმართველი ფრაქციიდან] სარგის ხანდანიანი, რუსეთის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე სომხეთსა და NATO-ს ერთობლივი სამხედრო წვრთნების შესახებ, ამბობს: “სომხურ-ამერიკული წვრთნების ჩატარების გადაწყვეტილება, სომხეთის სუვერენული უფლებაა”.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მიმართვა აფხაზებს: არ დაუშვათ გაუქმებული „არცახის“ აფხაზეთში გადასახლება
9:4030.09.23
-
მიმართვა აფხაზებს: არ დაუშვათ გაუქმებული „არცახის“ აფხაზეთში გადასახლება
9:3530.09.23
-
18:0029.09.23
-
ნათია თურნავა ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა
17:3029.09.23
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
17:0029.09.23
-
16:3029.09.23
-
16:0029.09.23
-
პარლამენტის თავმჯდომარე ავსტრიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
15:3029.09.23
-
გერმანიის და საფრანგეთის ელჩების განცხადება საქართველოს კანდიდატის სტატუსზე
15:0029.09.23
-
საქართველოში მომავალი წლიდან პენსიები იზრდება
14:3029.09.23
-
14:0029.09.23
-
13:4029.09.23
-
13:2029.09.23
-
კახა კალაძე ოპოზიციაზე: რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის
13:0029.09.23
-
12:3029.09.23
-
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
12:0029.09.23
-
11:4029.09.23
-
11:2029.09.23
-
11:0029.09.23
-
10:4029.09.23
-
გიორგი ვოლსკი: პრეზიდენტის ვოიაჟი და განცხადებები რევოლუციურ სცენარს ემთხვევა
10:2029.09.23
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
10:0029.09.23
-
შსს-ს700-მდე ახალი თანამშრომელი ემატება
18:0028.09.23
-
17:4028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
17:2028.09.23
-
17:0028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
16:4028.09.23
-
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმები იზრდება
16:2028.09.23
-
16:0028.09.23
-
ხატია დეკანოიძე - ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობაში ამხილა
15:4028.09.23
-
15:2028.09.23
-
“მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა პირველ იანვარს არსებობას შეწყვეტს” – განკარგულება
15:0028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
14:4028.09.23
-
ზურაბ უტიაშვილი რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
14:2028.09.23
-
საქართველოში წელს ცოფის 68 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით მცირედი ზრდაა
14:0028.09.23
-
13:4028.09.23