პოლიტიკა
14.09.23 11:00
მოლოდინი გვაქვს, რომ ევროკავშირი პოლიტიკურად კიდევ ერთხელ დაფიქრდება, რომ აქვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
„უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო ბორელის ვიზიტი. გარდა იმისა, რომ იყო მაღალ პოლიტიკურ დონეზე შეხვედრები, ასევე იყო ტექნიკური ხასიათის შეხვედრები. იცით, რომ დიდი დელეგაციით იყო ჩამოსული ევროკომისარი და ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა რეკომენდაციებზე საუბარი და მნიშვნელოვანი იდეები გავცვალეთ ერთმანეთთან, თუ რა შეიძლება, გაკეთდეს კიდევ ამ რეკომენდაციების შესასრულებლად. საქართველოს პარლამენტი აპირებს ამ საკითხებზე მსჯელობას და მეორე მხრივ, ველოდებით, რომ იყოს ჩვენი საქმიანობის შეფასება. ჩვენ ერთადერთი მოლოდინი გვაქვს, რომ ევროკავშირი პოლიტიკურად კიდევ ერთხელ დაფიქრდება, რომ აქვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები. შარშან ჩვენ ვნახეთ, რომ სამივე ქვეყნის მიმართ გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური, ნაკლებად დაფუძნებული დამსახურებებზე, თუ სხვა ასეთ საკითხებზე და სამწუხაროდ, შარშან მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, როდესაც ლიდერი ქვეყანა დაჩაგრა და არ მისცა კანდიდატის სტატუსი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ესაა გზავნილი არამარტო ქართველი ხალხისადმი, რაც რა თქმა უნდა, იმედგაცრუებას იწვევს ასეთი გადაწყვეტილებები, არამედ არის გზავნილი მათთვის, ვინც არ არის საქართველოს კეთილმოსურნე. მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გააცნობიეროს, თუ რა სამომავლო გეგმები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე მიიღოს სწორი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 253
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
23:2004.10.23
-
23:1504.10.23
-
ბაქო განმარტავს, რატომ არ შეხვდება ალიევი ფაშინიანს ესპანეთში
18:0004.10.23
-
პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში ლევან დავითაშვილს უსმენს
17:3004.10.23
-
17:0004.10.23
-
მარიამ ლაშხმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
16:3004.10.23
-
გიორგი ტყემალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ ინიციატივებს გამოეხმაურა
16:0004.10.23
-
ერევანი გმობს ყარაბაღის სამი [დე ფაქტო] პრეზიდენტის ბაქოს მიერ დაპატიმრებას
15:4004.10.23
-
15:2004.10.23
-
ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
15:0004.10.23
-
14:4004.10.23
-
ჯუანშერ ბურჭულაძე: იმპიჩმენტის პროცესი დემოკრატიის ნაწილია, სხვა შემთხვევაში, არ იქნებოდა სამართალში
14:2004.10.23
-
14:0004.10.23
-
13:4004.10.23
-
რატომ უნდამოიწვიონ ოკუპანტები უზბეკეთში?
13:2004.10.23
-
“სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად” – ირაკლი კობახიძე
13:0004.10.23
-
12:4004.10.23
-
12:2004.10.23
-
თბილისის ახალი გერბისა და დროშის შესაქმენლად კონკურსი გამოცხადდება — კალაძე
12:0004.10.23
-
11:4004.10.23
-
ანა ლიურმანი - მოუთმენლად ველოდები დღეს, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი
11:2004.10.23
-
პრეზიდენტი მადლობას უხდის თავის წარმომადგენლებს საკონსტიტუციოში
11:0004.10.23
-
ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, დუბრავკა შუიცას შეხვდა
10:4004.10.23
-
10:2004.10.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე ესპანეთში გაემგზავრა
10:0004.10.23
-
სომხეთმა რომის სტატუტის რატიფიკაციის შესახებ კანონპროექტი მიიღო
18:0003.10.23
-
17:3003.10.23
-
ლევან დავითაშვილს ხვალ „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ
17:0003.10.23
-
შეკვეთილში ხიდის სავალი ნაწილი ძლიერი წვიმის გამო ჩაინგრა
16:2003.10.23
-
16:0003.10.23
-
მავნებელი ხიზნები (“შეკედლებულები”)
15:4003.10.23
-
მავნებელი ხიზნები (“შეკედლებულები”)
15:2003.10.23
-
15:0003.10.23
-
14:4003.10.23
-
14:2003.10.23
-
ილია დარჩიაშვილი ევროკომისარ დიდიე რეინდერს შეხვდა
14:0003.10.23