პოლიტიკა
15.09.23 13:20
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა უფლებებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს გერარდ ქვინს შეხვდა.
ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრა ცესკოში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ ცესკოს შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი სოფიო სიჭინავა და დელეგაციის წევრები - ადამიანის უფლებათა დაცვის ოფიცერი ბარბარა ზამრსკა და მრჩეველი უილიამ პონსი.
გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო პროცესებში შშმ პირებისთვის სერვისების გაუმჯობესებისა და თანაბარი შესაძლებლობების შექმნის საკითხებზე ისაუბრა.
მისი თქმით, შშმ პირთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობისთვის საარჩევნო ადმინისტრაცია ახალ მიდგომას იყენებს, რაც სტრატეგიით განსაზღვრულ ყველა პრიორიტეტში მათი საჭიროებების მაქსიმალურ გათვალისწინებას გულისხმობს.
ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო შშმ პირების როგორც საარჩევნო პროცესში ჩართულობის, ისე არჩევნებში დამოუკიდებელი მონაწილეობისთვის შეთავაზებული სერვისები, ასევე ისაუბრა მათი ინფორმირების მიზნით დანერგილ სიახლეებზე. მათ შორის, აღინიშნა, რომ ცესკოში შექმნილია შშმ მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც პერმანენტულად განიხილავს ამ მიმართულებით აქტუალურ საკითხებს და რომლის შემადგენლობაშიც ცესკოს თანამშრომლებთან ერთად ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები შედიან.
ცესკოს განცხადებით, წლების განმავლობაში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ დიდი ძალისხმევა გასწია შშმ პირთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობისა და თანაბარი პირობების უზრუნველყოფის კუთხით.
გაეროს სპეციალური მომხსენებელი გერარდ ქვინი საქართველოში სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდა. შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და ქვეყნის გამოცდილების შეფასების მიზნით 4 -14 სექტემბრის პერიოდში მან შეხვედრები გამართა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან. გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ვიზიტის დასასრულს, 14 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში მათთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 217
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24